ღვიძლის გაცხიმოვნება სახიფათო დაავადებაა, რომელიც ღვიძლის სიმსივნის რისკს ზრდის. ხშირად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მკურნალობის დაწყების საშუალებას არ იძლევა. ჩვეულებრივ, ღვიძლის პრობლემის პირველი ნიშანი სისუსტის გრძნობაა.
„დაღლილობა ეს ღვიძლის ტკივილია“ – ამბობს პროფესორი პიტერ რ.გალე, მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის 1-ელი სამედიცინო კლინიკის და პოლიკლინიკის დირექტორი.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სიმსუქნე და დაავადების გვიან აღმოჩენა (დიაბეტი და ა.შ.) ორგანოზე გავლენას ახდენს. ეს ცხიმის დაგროვებას იწვევს. პაციენტი ვერაფერს გრძნობს, ხოლო დაავადება ვითარდება და „ცხიმოვანი“ ხდება.
როცა ის გარკვეულ ზომას აღწევს პაციენტი ტიპიურ სიმპტომებს გრძნობს, მაგრამ ამას ღვიძლს არ უკავშირებს. ცხიმოვანი ღვიძლის დამახასიათებელი ნიშნებია დაღლილობა, დანაყრების შეგრძნება, მეტეორიზმი და გულისრევა. ტკივილი არ იქმნება, მაგრამ მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში ზეწოლის გრძნობა არსებობს.
„მცირე ფიზიკური ვარჯიშის და ჭარბი წონის კომბინაცია იმას ნიშნავს, რომ ორგანოში ბევრი ცხიმი გროვდება. ზოგიერთ პაციენტში ღვიძლის გაცხიმოვნებაზე გენეტიკური ფაქტორიც გავლენას ახდენს“ – ამბობს გალე.
რაში მდგომარეობს საფრთხე
დროთა განმავლობაში დაავადება შეიძლება ციროზად გადაიზარდოს. ღვიძლი მაგრდება და ამავდროულად იკუმშება. ის თავის ამოცანას, სისხლიდან ტოქსინები გამოდევნას, სულ უფრო ნაკლებად ასრულებს.
„ხშირად პაციენტებს მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა შველის“ – ამბობს ექსპერტი.
კვება
ამ დიაგნოზისთვის სპეციალური დიეტა არ არსებობს. მნიშვნელოვანია დაბალანსებული რაციონი. პაციენტმა შესაძლებლობის მიხედვი თეთრი ფქვილის პროდუქტები უნდა ამოიღოს, უფრო მეტი მთელი მარცვლეული მიირთვას და ხილის და ბოსტნეულის წილი გაზარდოს.