მინერალები გულით გარდაცვალების საწინააღმდეგოდ. როგორ მივიღოთ მაგნიუმი და კალიუმი?

3995

მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტი არითმიის განვითარებას იწვევს, რაც უეცრად გულით გარდაცვალების რისკს ზრდის, ამის შესახებ გერმანიის გულის ფონდი გვაფრთხილებს. მნიშვნელოვანი მინერალები შეგიძლიათ სწორი კვების ხარჯზე მიიღოთ.

„მინერალები გულის უჯრედებს არეგულირებენ. კერძოდ, კალიუმი და მაგნიუმი გულისცემის დარეგულირებას უზრუნველყოფენ, რაც უჯრედიდან უჯრედში ელექტრონული იმპულსების გადაცემას ხელს უწყობს. მათი დეფიციტი გულის კუნთოვან უჯრედებს უფრო აგზნებულს ხდის, რამაც შეიძლება გულის არითმია, უარესს შემთხვევაში – სიკვდილი გამოიწვიოს“ – გვაფრთხილებენ ექსპერტები.

როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმს მაგნიუმი და კალიუმი აკლია? მაგნიუმის დეფიციტის ნიშნებია კანკალი, კუნთების სპაზმი, ღამით ფეხების კრუნჩხვა. კალიუმის დეფიციტის ნიშნებია დაღლილობა და ყაბზობა.

კალიუმის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს დიარეამ, ღებინებამ, ჭარბმა ოფლდენამ და ალკოჰოლის მიღებამ. მაგნიუმის დეფიციტი კი შეიძლება პრობლემების გამწვავებამ გამოიწვიოს.

როგორც ვუზრუნველყოფთ ორგანიზმი საკმარისი მაგნიუმით და კალიუმით? როგორც კარდიოლოგები აღნიშნავენ, მინერალები, რომლებიც გულით გარდაცვალებისგან გვიცავენ, სჯობს საკვებიდან მიიღოთ. გარკვეული პროდუქტების მიღება ორგანიზმს მინერალების ყოველდღიური ნორმით უზრუნველყოფს.

კალიუმის საუკეთესო წყაროა:

  • ბანანი, საზამთრო, ფორთოხალი, კივი
  • კარტოფილი, ისპანახი, სოკო
  • ავოკადო
  • ორაგული, მიდიები
  • ჩირი
  • კაკალი
  • მწვანილები: ოხრახუში, ქინძი, ბაზილიკი, კამა

მაგნიუმი დიდი რაოდენობით გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:

  • ისპანახი, ბროკოლი, კეჟერა
  • ბანანი
  • ჟოლო
  • პარკოსანი პროდუქტები
  • მთელი მარცვლეული
  • კაკალი
  • შავი შოკოლადი
  • ხილის და ბალახების ჩაი

მაგნიუმის და კალიუმის დანამატები მივიღოთ თუ არა? მეცნიერები ამ მეთოდით მინერალების მიღების დაჟინებით წინააღმდეგები არიან, თუ დანამატები ექიმების მიერ გამოწერილი არაა.

„მინერალური ნივთიერებების დანამატების დამოუკიდებლად მიღების დროს არასწორი დოზირება ხდება და ეს შეიძლება სახიფათო იყოს. მაგალითად, სისხლში კალიუმის მაღალმა რაოდენობამ შეიძლება გულისცემა შეანელოს, რაც უკიდურეს შემთხვევაში გულის გაჩერების გამო სიკვდილს იწვევს“ – გვაფრთხილებს ფონდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს