პროდუქტები, რომლებიც 30 წლის შემდეგ არ უნდა მიირთვათ

1695

საშუალო ასაკის მატებასთან ერთად რიგი დაავადებების განვითარების რისკი იზრდება. დიეტა სიმსივნის, დიაბეტის და გულის დაავადებების პროფილაქტიკაში უზარმაზარ როლს თამაშობს. მავნე ნივთიერებების ამოღება ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნების შანსებს ზრდის. გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელთა მიღებაც 30 წლის შემდეგ მავნებელია.

არომატული იოგურტი

მაცივარში ხშირად გვაქვს იოგურტი, როგორც ჯანსაღი პროდუქტი, მაგრამ ერთი პორცია (47 გრამი) არომატული სახეობა ბევრ შაქარს შეიცავს. უბრალო ან წიწიბურას იოგურტი, ან ჩვენებური მაწონი იყიდეთ, ახალ ხილს ან ჩირს აურიეთ – შესანიშნავი ალტერნატივაა. იოგურტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ.

სასმელებისთვის საწრუპი მილების გამოყენება

ჩვეულებრივ სასმელებისთვის საწრუპ მილებს იყენებთ? პირის ირგვლივ ნაოჭები მილიდან სითხის ამოსაწრუპი მოძრაობის გამო უფრო სწრაფად გაჩნდება.

„25 წლის შემდეგ კანში კოლაგენი განადგურებას იწყებს და განმეორებითი მოქმედებები სიტუაციას ამძაფრებს. ამ ნაოჭებს ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ 30 წლის შემდეგ მათი გაჩენა ნამდვილად გსურთ? – წერს გამოცემა Food Eat Safe.

თეთრი პური

თეთრი ფქვილი სისხლში შაქრის დონეს ზრდის და მთელ მარცვლეულში შემავალ ვიტამინებს და მინერალებს საერთოდ არ შეიცავს. თეთრი პური ნაკლებ უჯრედისს შეიცავს. თქვენ კი ბევრი უჯრედისი გჭირდებათ, რომ ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემა შეინარჩუნოთ.

შეფუთული ხილის წვენები

წვენი არც თუ ისე სასარგებლოა, როგორც ხილი. გაწურული ხილის წვენში სასარგებლო უჯრედისი ქრება. უჯრედისი ამცირებს სიჩქარეს, რომლითაც ხილიდან მიღებული შაქარი სისხლში ხვდება. სუფთა წვენი, განსაკუთრებით სამრეწველო, ხილის ტოლი არაა, რომელიც 30 წლის შემდეგ უფრო სასურველია.

მაღაზიის ფქვილის ნაწარმი

თუ ტკბილეულის ჭამას აპირებთ, მხოლოდ სახლში მომზადებული მიირთვით. ფართო მასშტაბით წარმოებულ პროდუქტებში ჰიდროგენირებული ზეთები გამოიყენება – ასე ტკბილეული უფრო დიდხანს ახალივით გამოიყურება. სახლში გამოცხობის დროს შეგიძლიათ ინგრედიენტები აკონტროლოთ და ნაკლები შაქარი და ზეთი გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს