როგორ გავხადოთ საუზმე მაქსიმალურად ჯანსაღი: 5 მარტივი რჩევა სპეციალისტებისგან

1053

ადამიანები, რომლებიც საუზმობენ, ბევრად უფრო აქტიურები, ჯანმრთელები და ამტანები არიან, ვიდრე ისინი, ვინც საუზმეს უგულებელყოფენ. გერმანელი სპეციალისტები რჩევას გაძლევენ იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ დღის პირველი კვება მაქსიმალურად ჯანსაღი.

კვლევა აჩვენებს, რომ საუზმე ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებელი ნაწილია. საუზმობის ჩვევა სისხლში შაქრის დონის უკეთ გაკონტროლებას ხელს უწყობს და დღის განმავლობაში დაღლილობის გარეშე სტაბილურ ენერგიას უზრუნველყოფს. ამის შესახებ Freundin.de წერს. ბატას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს: ყოველდღე სასარგებლო საუზმის მიღება ჯანმრთელობის გაძლიერებას უზრუნველყოფს, მათ შორის იმ ხალხში, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ექსპერტები რამდენიმე მარტივ რჩევას გაძლევენ, რომელიც საუზმეს ორგანიზმისთვის მაქსიმალურად ჯანსაღს გახდის.

„ყველა საუზმე ერთნაირად სასარგებლო არაა. მნიშვნელოვანია, რომ ის სხვადასხვა მკვებავ ნივთიერებებს შეიცავდეს და დაბალანსებული იყოს“ – ხაზს უსვამენ სპეციალისტები.

კარგი ნახშირწყლები მიიღეთ. დიეტოლოგები ხაზს უსვამენ: დილით ნახშირწყლების გამოტოვება არ შეიძლება.

„დილით სხეულს ნახშირწყლები სჭირდება, რომ ღამის შემდეგ ენერგიის მარაგის შევსება შეძლოს. ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინისთვის, კოგნიტური მოქმედებებისა და კონცენტრირების უნარისთვის“ – განმარტავენ სპეციალისტები.

საუზმე ჯანსაღი რომ იყოს, რთული ნახშირწყლები უნდა მიიღოთ: მთელი მარცვლეულის პური, მარცვლეული. ეს პროდუქტები ბევრ თუთიას შეიცავენ და იმუნურ სისტემას ეფექტურად აძლიერებენ. მარტივი ნახშირწყლები, რომლებიც თეთრი ფქვილის პროდუქტებში შედის, უჯრედისს არ შეიცავენ, რაც ორგანიზმს დიდხანს დანაყრების შეგრძნებას ანიჭებს – მათზე სჯობს უარი თქვათ.

ცილები არ დაგავიწყდეთ. ექიმები განმარტავენ: ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საუზმის შემდეგ სისხლში შაქრის დონე ნელ-ნელა იზრდება – შედეგად ადამიანი დიდხანს არ იღლება და შიმშილის გრძნობა არ აწუხებს.

„მაგალითად, დილით შეგიძლიათ მთელი მარცვლეულის პურის 1 ნაჭერი ან მიუსლი შაქრის დაბალი შემცველობით, იოგურტი, ახალი ხილი ან ბოსტნეული მიირთვათ“ – გირჩევენ ისინი.

საკვები თბილი უნდა იყოს. ასეთი საკვები ორგანიზმს დამატებითი სტრესისგან ათავისუფლებს, რომ საკვები სხეულის ტემპერატურამდე გაათბოს, რაც მკვებავი ნივთიერებების ასათვისებლად ოპტიმალურია.

„ჩვენი რჩევა: შვრია ან სხვა მარცვლეული (მაგალითად, ფეტვი, კინოა, წიწიბურა) მოამზადეთ, წვრილად დაჭრილი კაკალი, ზოგიერთი ხილი და 1 კოვზი თაფლი აურიეთ“ – გვიზიარებენ სპეციალისტები.

წყალი და ჩაი დალიეთ. სითხის მარაგის შესავსებად, რომელიც სხეულმა ღამით დაკარგა, გაღვიძებისთანავე 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. ეს ერთ-ერთი ჯანსაღი ჩვევაა. საუზმისთვის გერმანელი ექსპერტები ევკალიპტის ჩაის გირჩევენ. ის ეთერზეთს (ევკალიპტოლი) შეიცავს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია. ამის წყალობით იმუნიტეტი გაძლიერდება და სურდოს დაავადებისგან უფრო დაცული იქნებით.

არ იჩქაროთ. ჯანსაღი საუზმე მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ, თუ მშვიდად და სტრესის გარეშე მიიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ საკვები აუჩქარებლად მიირთვათ და კარგად დაღეჭოთ.

„თუ საკვებს სათანადოდ არ დაღეჭავთ, ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას ვერ მისცემთ. შედეგად, კი უფრო მეტს შეჭამთ, ვიდრე აუცილებელია“ – გვაფრთხილებენ ექიმები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს