ჟურნალში Drug Metabolism and Disposition გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის ორ აქტიურ ფორმას კალციტრიოლს და კალციპოტრიოლს იმ მექანიზმის დაბლოკვის უნარი აქვთ, რაც სიმსივნის უჯრედებს მედიკამენტების მიმართ ამტანს ხდის.
გამოყენებული მექანიზმი წარმოადგენს სამკურნალო გადამტან ცილას, რომელსაც ცილა 1 ეწოდება და უამრავ სამკურნალო გამძლეობას (MRP1) უკავშირდება. ეს ცილა უჯრედების კედლებში მდებარეობს და მედიკამენტს უჯრედებიდან გამოდევნის. მკვლევარების თქმით, D ვიტამინის ეს ორი ფორმა აქტიურად მოქმედებენ სიმსივნის უჯრედებზე, რომელთაც ბევრი MRP1 აქვთ და მათ ანადგურებენ.
„მრავალი ეპიდემიოლოგიური და პრეკლინიკური გამოკვლევა აჩვენებს, რომ D ვიტამინს კიბოს განვითარების რისკის და პროგრესირების შემცირებასთან სასარგებლო შედეგები აქვს, მაგრამ გადამტან ცილასთან მისი ურთიერთქმედება და სამკურნალო მედიკამენტების მიმართ გამძლე სიმსივნის უჯრედების შერჩევით განადგურების უნარი ჩვენ პირველებმა აღმოვაჩინეთ“ – ამბობს კვლევის უფროსი ავტორი სურტაჯი ჰუსეინ ირამი.
კვლევა
კვლევისთვის ირამმა და მისმა კოლეგებმა სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტიდან რეზისტენტული უჯრედების „აქილევსის ქუსლის“ მიზანში ამოღება გადაწყვიტეს. მეცნიერებმა კულტივირებული სიმსივნის უჯრედები გამოიყენეს 8 ნაერთის ტესტირებისთვის, რომელთაც როგორც წინა კვლევებით დადგენილ იქნა MRP1-ზე რეაგირება შეეძლოთ. 8 ტესტირებული ნაერთიდან მხოლოდ კალციტრიოლმა და კალციპოტრიოლმა შეძლო MRP1-ის სატრანსპორტო ფუნქციის დაბლოკვა.
როგორ გავზარდოთ D ვიტამინის დონე?
- მზეზე ხშირად გადით – კანი ქოლესტერინს შეიცავს, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით D ვიტამინად გარდაიქმნება.
- ცხიმიანი თევზი და ზღვის პროდუქტები მიიღეთ – კრევეტები, ორაგული და თინუსი არა მხოლოდ გულისთვის სასარგებლო ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას მოგცემთ, არამედ საკმარისი რაოდენობის D ვიტამინით აგავსებთ.
- დანამატები მიიღეთ, ოღონდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ.