ანტიბიოტიკების მიღების დროს დაშვებულ შეცდომებს იქამდე მივყავართ, რომ ბაქტერიები აქტიური სამკურნალო ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობას კარგავენ და მკურნალობა სასურველ ეფექტს არ იძლევა. ექიმებმა დაასახელეს 5 უხეში შეცდომა, რომელთაც ადამიანები მსგავსი პრეპარატების მიღების დროს უშვებენ.
ზამთარში ანტიბიოტიკების მიმართ მოთხოვნა იზრდება. მათ ხშირად ტიპიური სეზონური პათოლოგიების დროს ნიშნავენ: შარდის ბუშტის და კუჭის ლორწოვანი გარსის ინფექციები, ასევე ჩირქოვანი ბრონქიტი, პნევმონია. ფილტვის ინფექცია, რომელსაც ახალი ჩინური კორონავირუსი 2019-nCoV იწვევს, ასევე ანტიბიოტიკებით მკურნალობას ითხოვს.
ამასთან დაკავშირებით ექიმები გაფრთხილებენ: ანტიბიოტიკები ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა მიიღოთ. ეს საშუალება ნაწლავის ჩვეული ბაქტერიული ფლორის დარღვევის თვისებას ფლობს, რაც იმუნიტეტის დასუსტებას და საერთო ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.
სპეციალისტები ასახელებენ 5 უხეშ შეცდომას ანტიბიოტიკების მიღების დროს.
წყლის არ მიყოლება. ანტიბიოტიკი 1 ჭიქა წყალთან ერთად უნდა მიიღოთ. უხვი ჰიდრატაციის წყალობით მედიკამენტი ადვილად იხსნება. ასევე წყალი მედიკამენტზე ყველაზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ყავა, ჩაი, რძიანი სასმელები მისი ინგრედიენტების ათვისებას აფერხებენ და ანტიბიოტიკთან არასასურველ კომბინაციას ქმნიან.
არარეგულარული მიღება. ანტიბიოტიკების მიღებისას გავრცელებული უხეში შეცდომა. დროის ინტერვალის მკაცრი დაცვა ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის აქტიური ინგრედიენტებით უზრუნველყოფს. ეს კი ბაქტერიებთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდია.
რას გირჩევენ ექიმები:
- თუ ანტიბიოტიკი დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ, ეს ერთსა და იმავე დროს გააკეთეთ;
- დღეში ორი ანტიბიოტიკის მიღება გულისხმობს, ყოველ 12 საათში მის დალევას, დღეში 3-ჯერ – ყოველ 8 საათში.
ასევე ანტიბიოტიკების დროული მიღება მნიშვნელოვანია:
- ჭამამდე – საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე;
- ჭამის დროს – უშუალოდ საკვების მიღებისას;
- ჭამის შემდეგ – საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ;
ანტიბიოტიკების მიღების ნაადრევად შეწყვეტა. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ დანიშნული მედიკამენტის დამოუკიდებლად შეწყვეტა ან დოზის გაზრდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს უხეში შეცდომაა, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუ ანტიბიოტიკის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ვლინდება, მისი შემდგომი გამოყენება მკურნალ სპეციალისტთან უნდა განიხილოთ. ასე უნდა მოიქცეთ მაშინაც, როცა პრეპარატი 2-3 დღიანი მიღების შემდეგ არ მოქმედებს.
ანტიბიოტიკის მიღება რესპირატორული დაავადებების დროს. ძალიან უხეში შეცდომა! გრიპი და სურდო ვირუსებით არის გამოწვეული და ამ მედიკამენტებით მკურნალობას აზრი არ აქვს. ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიული ანთების არსებობის დროს გამოიყენება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა. ასეთი შეცდომა არ დაუშვათ. გარემო, განსაკუთრებით საკვები წყლის ბუნებრივი წყაროები უკვე ძლიერ დაბინძურებულია სხვადასხვა ნივთიერებებით, მათ შორის ანტიბიოტიკებით. მათი არასწორი უტილიზაცია პრობლემებს ამწვავებს.