იმუნიტეტს აუმჯობესებს, ღვიძლს აჯანსაღებს: რატომ არის სასარგებლო მანდარინის ყოველდღე ჭამა

5120

ზამთარში, ყოველდღე 3-4 მანდარინის ჭამა ძალიან სასარგებლოა. ასეთი ჩვევა იმუნიტეტს აუმჯობესებს და ღვიძლს აჯანსაღებს, მას ცხიმოვანი ჰეპატოზისგან იცავს. მანდარინს სხვა უპირატესობებიც გააჩნია.

ცივ სეზონზე, როცა მზის სინათლე საკმარისი არაა, ორგანიზმი დიდი რაოდენობით ვიტამინებით და უჯრედისით უნდა გაანებივროთ – პირველ რიგში, იმუნიტეტის გასაზრდელად და ინფექციებთან ეფექტურად გასამკლავებლად. წლის ამ სეზონისთვის ტრადიციული ხილია მანდარინი, რომელიც გაჯანსაღების ნამდვილი სტიმულატორი შეიძლება გახდეს.

რატომ არის სასარგებლო ამ ციტრუსის ყოველდღე ჭამა?

ძვლებს აძლიერებს. მანდარინი ბევრ მიკროელემენტს და მინერალს შეიცავს. მაგალითად, კალციუმს, რომელიც ძვლებს უფრო გამძლეს ხდის და კბილების კარგ მდგომარეობას უზრუნველყოფს. ციტრუსს მაღალი ბიოშეღწევადობა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხილის მკვებავ ნივთიერებებს ორგანიზმი კარგად ითვისებს.

კანს აჯანსაღებს. თანაბარი, გლუვი და მოქნილი სხეულის კანისთვის ბევრი C ვიტამინია საჭირო, რომელიც კოლაგენის წარმოქმნისა და სინთეზის პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ორგანიზმს მისი დამოუკიდებლად წარმოება არ შეუძლია, მხოლოდ საკვებიდან იღებს. ყოველდღიურად მანდარინის მიღება ამ ვიტამინის მომარაგების საშუალებას გაძლევთ, რომელიც ლამაზი და ახალგაზრდა კანისთვის მნიშვნელოვანია. ნაყოფი ბეტა-კაროტინით მდიდარია, რომელიც უჯრედების აღდგენის პროცესს ააქტიურებს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.

იმუნიტეტს აუმჯობესებს. მანდარინში შემავალი ასკორბინის მჟავა გაციებას ებრძვის. საერთოდ, ანტიოქსიდანტი იმუნიტეტს აძლიერებს, მაგრამ თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდა, დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს. იდეალური იქნება, თუ ყოველდღე 3-4 მანდარინს შეჭამთ.

წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ამერიკელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მანდარინი მასში შემავალი ფლავანოიდი ნობილეთინის წყალობით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში გვეხმარება. ეს ნივთიერება ცხიმოვანი უჯრედების წვას სტიმულირებს. უფრო მეტი ნობილეთინი კანქვეშ თეთრ „ბადეში“ მდებარეობს.

ღვიძლს აჯანსაღებს. მანდარინში შემავალი ნობილეთინი ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვებას ხელს უშლის და მას უფრო ჯანმრთელს ხდის. ცხიმიანი ღვიძლი ან ცხიმოვანი ჰეპათოზი შაქრის და ნახშირწყლების ჭარბი მოხმარების გამო წარმოიქმნება, რაც ხშირად ისეთ დაავადებებს იწვევს როგორიცაა ჰეპატიტი, ციროზი ან თუნდაც სიმსივნე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს