5 გასაოცარი ფაქტი ყურის გოგირდის შესახებ

6855

ყურის გოგირდი საკმაოდ სპეციფიკური და საინტერესო ნივთიერებაა. გოგირდი არც თუ ისე სასიამოვნო, მოყვითალო ნივთიერებაა, მაგრამ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. დღეს ყურის გოგირდის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

ფაქტი № 1: ყურის გოგირდი გიცავთ

დაცვის ფუნქცია მისი მთავარი ამოცანაა. წებოვანი ნივთიერების წყალობით ყურში ჭუჭყი, მტვერი და წყალი არ ხვდება. გოგირდი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშეც ყურის დაცვა შეუძლებელია. მისი ფერი და შემადგენლობა ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად იცვლება.

ფაქტი № 2: ეს მიკრობებისთვის ხაფანგია

რაც მთავარია, ყურის შიგნით ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბაქტერიები და სოკოები ვერ ხვდება. ყურის გოგირდი ლიზოციმებისგან, ანტიბაქტერიული ფერმენტებისგან შედგება. ნივთიერება შეგიძლიათ ქათმის კვერცხიდან მიიღოთ. ლიზოციმები ბაქტერიებს აკავებენ და მიკრობებს ანადგურებენ. ყურის გოგირდი ბუზების ხაფანგს ჰგავს, ორგანიზმში ბუზების სახით მავნე ბაქტერიები გვხვდება.

ფაქტი № 3: ყურის გოგირდი შეიძლება დიდი მოცულობით გამოიყოს

ყურის გოგირდს სპეციალური ჯირკვლები გამოყოფს, რომლებიც ოფლის გამოყოფაზეც არიან პასუხისმგებელნი. სტრესის ან ძლიერი დატვირთვის დროს სულ უფრო მეტი ოფლი გამოიყოფა. იგივე გოგირდის გამოყოფაზეც შეიძლება ითქვას. ნორმალურია, როცა გოგირდი იმაზე მეტია, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება.

ფაქტი № 4: გულმოდგინედ მისი მოშორება არ ღირს

ყურის გოგირდის ჭარბად მოშორებამ შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. ყურიდან გოგირდის მთლიანად ამოღება არ ღირს. როგორც უკვე გავარკვიეთ, ნივთიერება ყურს ბაქტერიებისა და ჭუჭყისგან იცავს. ასევე ყურის გაწმენდის დროს უხეში მოძრაობით შეიძლება მემბრანა დააზიანოთ.

ფაქტი № 5: არანაირი ბამბის ჩხირები

მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებში ბამბის ჩხირების უზარმაზარი არჩევანია, თუმცა ყელ-ყურის ექიმები მათ გამოყენებას არ გირჩევენ. ექიმები ამბობენ, რომ ბამბის ჩხირები როგორც მინიმუმ არაეფექტურია. ამასთან ყურში გოგირდის საცობის შექმნის რისკი არსებობს. ყურების გასაწმენდად მარილის ხსნარი უნდა გამოიყენოთ, თითოეულ ყურში 2-3 წვეთი ჩაიწვეთეთ. ეს მეთოდი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა ყურში ზედმეტად ბევრი გოგირდი დაგროვდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს