ღვიძლს რეგენერაციის უნარი აქვს, მაგრამ სჯობს ამ საკითხში დავეხმაროთ, რადგან ჩვეულებრივ ცხოვრებაში ორგანო ძლიერ იტვირთება. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ღვიძლზე დატვირთვას ამცირებენ და მის დაჩქარებულ აღდგენას ხელს უწყობენ.
თუ ბოლო დროს დაღლილობის, სისუსტის და აპათიის მუდმივი განცდა გაწუხებთ, ეს შეიძლება ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით პოტენციური ტოქსინების არსებობაზე საუბრობდეს, ანუ ღვიძლი დეტოქსის პროცესს ვერ უმკლავდება. ეს ჯირკვალი ნივთიერებათა ცვლას და ენერგეტიკულ ბალანსს აკონტროლებს, შაქრის, ცილების და ცხიმების ცვლას არეგულირებს. გარდა ამისა, სისხლის შედედებასა და მნიშვნელოვანი ცილების, ჰორმონების, ანტისხეულების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი, საჭმლის მომნელებელ გზებს ნაღვლის მჟავების წარმოებაში მხარს უჭერს და ორგანიზმის მთავარი გამწმენდი ორგანოა: ის ტოქსინებს, ალკოჰოლს, მედიკამენტს, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს აკავშირებს და ფილტრავს. ორგანიზმში მათი რაოდენობა რაც უფრო მცირეა, თავს მით უფრო უკეთ ვგრძნობთ და უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებით.
ამავდროულად, ალკოჰოლი, ცხიმიანი კერძები, მცირე ფიზიკური დატვირთვა ღვიძლის ფუნქციებს აქვეითებს, რაც თავის მხრივ, ძალიან მალე მთელ ორგანიზმში გარდაუვალ პრობლემებს გამოიწვევს. საბედნიეროდ, ღვიძლი ბევრი არახელსაყრელი ფაქტორის მიმართ გამძლეა და მცირე დაზიანების შემთხვევაში დამოუკიდებლად სწრაფად აღდგენას ახერხებს. თუმცა ასეთი აღდგენისთვის მას დახმარება სჭირდება – დატვირთვა უნდა შეასუსტოთ. ამასთან ისეთი საკვები პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომლებიც დეტოქსის პროცესს ხელს შეუწყობენ. ამ მხრივ საუკეთესო მწარე ბოსტნეული, მწვანილები, ჭარხალი და კურკუმა.
მწარე ბოსტნეული: არტიშოკი, ბრიუსელის კომბოსტო, სალბი ნაღვლის წარმოებას სტიმულირებენ. შედეგად, საკვებში მდებარე ცხიმი უკეთ იშლება და სისხლში ლიპიდების დონე მცირდება.
ჭარხალი. ის ანტიოქსიდანტებით მდიდარია და ბევრ ფიტოქიმიურ ელემენტს შეიცავს. მაგალითად, პექტინი, რომელიც ღვიძლს ტოქსინებისგან სწრაფად გათავისუფლებასა და აღდგენაში ეხმარება.
ბროკოლი. ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური პროდუქტი, რომელიც ანტიოქსიდანტების და უჯრედისს მაქსიმუმს შეიცავს. ასევე მასში შედის ქლოროფილი, მწვანე პიგმენტი, რომელსაც ორგანიზმიდან სახიფათო, ბინძური ნივთიერებები გამოაქვს. ბროკოლი ღვიძლის მუშაობას სტიმულირებს, მსხვილი ნაწლავის გაწმენდას ხელს უწყობს და ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს. სჯობს ბროკოლი 5-10 წუთი ორთქლზე მოამზადოთ, რომ ყველა ვიტამინის და მინერალის შენარჩუნება შეძლოთ.
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. ის აქტიური ინგრედიენტების (C და E ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, სელენი, ბეტა-კაროტინი) პირველი კლასის ნაკრებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავენ და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან. მომზადების დროს ბლანშირება რაც შეიძლება მცირე ხნით გაუკეთეთ და ხარშვის შემდეგ წყალი არ გადაასხათ.
კურკუმა. ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი ღვიძლის აღსადგენად. კურკუმა ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას სტიმულირებს, ორგანოს ცხიმის უკეთ გადამუშავებაში ეხმარება. სასარგებლოა, რომ ყოველ დილით ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი მიიღოთ და 1 ჭიქა თბილი წყალი დააყოლოთ.