ღვიძლი შეამოწმეთ! 6 უჩვეულო სიმპტომი, რომელიც მის პრობლემებზე მიგანიშნებთ

8999

ღვიძლის პრობლემების შესახებ სიგნალი შეიძლება უჩვეულო სიმპტომებმა მოგცეთ, რომელთა დაკავშირებაც ამ ორგანოსთან გაგიჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ხშირად მათ ყურადღებას არ აქცევენ. ასეთ ნიშნებს შორისაა, მაგალითად ბუასილი, კანის ქავილი და დაღლილობა.

ალკოჰოლს, ცხიმს, შაქარს და მედიკამენტებს, რომლებსაც თანამედროვე ადამიანი ჭარბად მოიხმარს, შეიძლება ღვიძლის მუშაობაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. ჩვენდა სასიხარულოდ, მცირე დაზიანების დროს ორგანო დამოუკიდებლად აღდგენას ახერხებს. სერიოზული დარღვევის დროს შეუქცევადი პროცესები შეიძლება წარმოიქმნას.

რომელი სიმპტომები გაძლევთ მინიშნებას ღვიძლის დაავადების შესახებ?

ბუასილი. ღვიძლის დაავადების დროს წნევა იზრდება, რაც ორგანოების ვენების გაფართოებას და ბუასილს იწვევს. ვენები ფართოვდება იმისთვის, რომ წნევა პორტატული ვენიდან გადაამისამართოს, რომელიც ღვიძლში მიმავალი მთავარი ვენაა. ამის გამო სახიფათო სისხლდენა შეიძლება წარმოიქმნას. მასზე მუქი განავალი მიგანიშნებთ.

შებერილი მუცელი. ღვიძლის ციროზის შემთხვევაში მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით სითხე გროვდება, რაც მუცლის შებერილობას იწვევს. მსგავსი სიმპტომი ასციტი ტიპიურია, თუმცა არა ამ უსიამოვნების ადრეულ სტადიაზე.

ქავილი. როგორ უკავშირდება კანის ქავილი ღვიძლის პრობლემებს ზუსტად ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ამ შინაგანი ორგანოს დაავადების შედეგად ცხიმების დამშლელი ნაღველის წარმოება ირღვევა და ეპიდერმისში ტოქსიკური ნაღვლის მჟავების რაოდენობა იზრდება. ქავილი, როგორც ღვიძლის დარღვევის სიმპტომი, შეიძლება მერყეობდეს ძალიან მსუბუქი ქავილიდან მტკივნეულ აუტანელ ქავილამდე, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას არღვევს.

დაღლილობა. დაღლილობა და აპათიურობა ხშირად ზედმეტი გადატვირთვის გამო ჩნდება. თუ მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და თან გრიპის მსგავსი სიმპტომები ახლავს, ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემებზე საუბრობდეს. კერძოდ, დაღლილობის შეგრძნება უკავშირდება იმას, რომ გადატვირთულ ღვიძლს არ შეუძლია გლიკოგენის, გლუკოზის გადამუშავების პროდუქტის წარმოება, რომელიც ორგანიზმის ენერგიის წყაროა. ღვიძლის მსგავსი დარღვევა შეიძლება ძილის უკმარისობას უკავშირდებოდეს.

ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. თავად ღვიძლი ტკივილს არ იწვევს, მაგრამ მასზე მითითებას შეიძლება სხვა ორგანოებზე გადაცემული ტკივილი გაძლევდეთ. თუ ღვიძლის ქვეშ წნევას ან პულსირებულ ტკივილს გრძნობთ, სჯობს ექიმს მიმართოთ. თუ თქვენ ბევრი დალიეთ ან შეჭამეთ, ღვიძლს დასვენების დრო უნდა მისცეთ. ამისთვის ბევრი წყალი დალიეთ და არტიშოკი შეჭამეთ, რომელიც ნაღვლის წარმოებას აუმჯობესებს.

წონის მომატება. თუ სასწორი რამდენიმე კილოგრამით მეტს გიჩვენებთ, სავარაუდოდ, ღვიძლი ტკბილი ან ცხიმიანი საკვებით გადატვირთულია. ორგანომ ყველა ტოქსინის გადამუშავება ვერ მოახერხა და ეს ცხიმოვან უჯრედებში აისახა. უფრო მეტი უჯრედისი შეჭამეთ – ისინი ღვიძლის დეტოქსიკაციის ფუნქციებს აუმჯობესებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს