სწრაფი და უსიამოვნო შეკრთომა დაძინების დროს ნორმად ითვლება, თუმცა ძილის დროს ფეხის კრუნჩხვები შეიძლება ორგანიზმის სახიფათო დარღვევის სიმპტომი იყოს.
ბევრი ადამიანისთვის ცნობილია სხეულის კუნთების მოულოდნელი კრთომა, რომელიც ყველაზე შეუსაბამო მომენტში ხდება – როცა სხეული მოდუნებულია და სადაცაა დაიძინებს. მოულოდნელად რაღაც კრუნჩხვების მსგავსი რამ ხდება – ეს შეგრძნება მხოლოდ რამდენიმე წამით გრძელდება და საკმარისია, რომ გაიღვიძოთ.
რატომ ხდება ასე და სახიფათოა თუ არა? დაძინების დროს კრთომის მიმართ (ცნობილია, როგორც ჰიპნნაგოგიური შეკრთომა დაძინების დროს) მეცნიერების ინტერესის მიუხედავად ზუსტი განმარტება არ არსებობს, თუ ეს რატომ ხდება. მეცნიერებს ჯერ პასუხი არ აქვთ.
კოლუმბიაში, ძილის აშლილობის ცენტრის ექიმი კარლ ბაზილი თვლის, რომ მსგავსი კრუნჩხვითი კრთომა იმის გამო ხდება, რომ ტვინი სხეულს არასწორ სიგნალს უგზავნის. როცა ადამიანი იძინებს, მისი კუნთები დუნდება, მაგრამ ტვინის ფხიზელი ნაწილი მაინც აღელვებულია – ასეთმა შეუსაბამობამ შეიძლება კუნთების სპაზმი გამოიწვიოს.
თუმცა ღამით კუნთების კრუნჩხვა და დაძინების დროს კრთომა ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. მსგავსი მოვლენა ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე მაგალითად ღამით ხვრინვა, რაც აპნოეს უკავშირდება – სუნთქვის შეჩერება ძილის დროს. მძიმე კრთომა რომ არ განიცადოთ, სხეულს დისკომფორტის გარეშე ძილისკენ გადასვლაში უნდა დაეხმაროთ. დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა ივახშმოთ, მოწევას თავი აარიდოთ და დღის მეორე ნახევარში კოფეინი არ მიიღოთ.
ფეხის კრუნჩხვები. რაც შეეხება ძილის დროს ფეხის კრუნჩხვებს, ეს ხშირ შემთხვევაში კუნთების ზედმეტად დაძაბულობას ან პირიქით, ფიზიკური აქტივობის დეფიციტს და მჯდომარე სამუშაო პირობებს უკავშირდება.
თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ძილში ფეხის კრუნჩხვები განმეორებითი მოვლენა ხდება, ეს ნორმად არ უნდა ჩათვალოთ. ასეთი კრუნჩხვების მიღმა იმალება დაავადებები, მაგალითად:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- დიაბეტი;
- ალკოჰოლიზმი;
- თირკმლის უკმარისობა;
- ღვიძლის ატროფია;
- ჰიპოთირეოზი;
- ოსტეოართრიტი;
- ნერვული აშლილობა;
სწორედ ამიტომ, ღამით ფეხის კრუნჩხვების განმეორების დროს ექიმს აუცილებლად მიმართეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ.