საუკეთესო ნატურალური საშუალებები ჰიპოთირეოზის საწინააღმდეგოდ

1585

ადამიანს, რომელსაც ჰიპოთირეოზი აწუხებს, სიმპტომებთან გამკლავება რაციონის დახმარებით შეუძლია. მაგალითად, თუთიით, სელენით და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი კვების პროდუქტების მიღება ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციებს აუმჯობესებს.

ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი მეტაბოლური ფუნქციების მხარდასაჭერად საჭირო რაოდენობის ჰორმონებს ვერ აწარმოებს. შედეგად, შეიძლება ისეთი გვერდითი სიმპტომები განვითარდეს, როგორიცაა დაღლილობა, ყაბზობა, ტკივილი და დეპრესია. გარდა ამისა, დაავადება კანის პრობლემებს, თმის ცვენას და სისუსტეს, კოგნიტური ფუნქციების ცვლილებებს (მეხსიერების დაქვეითება, გაღიზიანება და ა.შ.), დაბინდულ ხედვას, ადენომა ჰიპოფიზის ფორმირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევას იწვევს.

ჰიპოთირეოზი შეიძლება ორივე სქესის ადამიანს აწუხებდეს, მაგრამ ქალებში უფროა გავრცელებული. გარკვეული მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტების მიღებამ შეიძლება ჰიპოთირეოზთან გამკლავებაში დაგეხმაროთ.

თუთია. თუთია ფარისებრი ჯირკვლის სწორი მუშაობისთვის აუცილებელი მინერალია. მისი დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის შემცირებას იწვევს. თავის მხრივ, თუთიით გამდიდრებული საკვების მიღება სასარგებლო ჰორმონების წარმოებას სტიმულირებს, ხოლო ნივთიერებათა ცვლა რეგულირდება. ხორცი, მოლუსკები, პარკოსანი პროდუქტები, თესლი და კაკალი თუთიის საუკეთესო წყაროა.

სელენი. სელენი მიკროელემენტია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის სწორად მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღმოჩენილ იქნა, რომ სელენის დამატება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ანტისხეულებზე, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას არღვევენ და ჰაშიმოტოს თირეოდიტს იწვევენ (ამ დაავადების დროს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილები აზიანებს).

სელენით მდიდარი ბევრი ჯანსაღი პროდუქტი არსებობს, მათ შორისაა ძროხის ხორცი, თინუსი, ინდაურის ხორცი, ბრაზილიური კაკალი და საერთოდ კაკალი, კვერცხი, ხაჭო.

B ჯგუფის ვიტამინები. ჰიპოთირეოზის დროს ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობა მცირდება. რკინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციანოკობალამინი (B12 ვიტამინი), რომელიც იოდის გადამზიდს წარმოადგენს და ტირეოტროპული (TSH) ჰორმონის წარმოებისთვის აუცილებელია. მისმა დეფიციტმა შეიძლება ჰიპოთირეოზის პათოლოგიური სიმპტომების წარმოქმნას და განვითარებას ხელი შეუწყოს, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, კოგნიტური ფუნქციების შემცირება.

ორგანიზმში B ჯგუფის ვიტამინების გაზრდას შეძლებთ შემდეგი პროდუქტების მიღებით: ბარდა, სატაცური, სეზამის თესლი, თინუსი, ყველი, კვერცხი და რძე.

პრობიოტიკები. ენდოკრინოლოგიის და მეტაბოლიზმის შესახებ ინდურ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ჰიპოთირეოზსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს შორის კავშირი არსებობს. გაირკვა, რომ ჰიპოთირეოზმა შეიძლება ნაწლავებში პათოგენური ბაქტერიების ჭარბ ზრდას ხელი შეუწყოს და ისეთი დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა დიარეა. პრობიოტიკების მოხმარების გაზრდა ნაწლავებში „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიების ბალანს ხელს შეუწყობს. ამისთვის უფრო მეტი ფერმენტირებული პროდუქტი უნდა მიიღოთ, როგორიცაა კეფირი ან იოგურტი, კომბოსტოს მწნილი და კიმჩი.

პროდუქტები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ. ასევე ცნობილია, რომ ზოგიერთი კვების პროდუქტი ჰიპოთირეოზის სიმპტომებს ამწვავებს. მათ მოხმარებას მაქსიმალურად თავი უნდა აარიდოთ.

შაქარი და გადამუშავებული პროდუქტები. შაქრის და ძალიან გადამუშავებული პროდუქტების მოხმარება ორგანიზმში ანთებას აძლიერებს და ჰიპოთირეოზის სიმპტომებს ამწვავებს.

გლუტენი. დიეტა გლუტენის გარეშე ჰიპოთირეოზის და ჰაშიმოტო თირეოდიტის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ცელიაკიის ეროვნული ფონდის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის  დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობას ცელიაკიაც აქვთ. ცელიაკია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევაა, რომლის დროსაც გლუტენის მოხმარებამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს