გულ-ფილტვის შესრულების საბაზისო უნარები გულის შეტევის დროს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმარებათ, ირწმუნებიან ექსპერტები. გულის ბრიტანული ფონდის (British Heart Foundation) მონაცემებით, ასეთი რეანიმაცია გულის გაჩერების დროს ადამიანის გადარჩენის შანსებს 2-3-ჯერ ზრდის.
სამწუხაროდ, დღესდღეობით გულის შეტევა და გულის გაჩერება ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რადგან ასაკთან დაკავშირებული აღარაა. ისინიც კი, ვინც ფიზიკურ ფორმას და ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ, გულის გაჩერებით იღუპებიან (ერთ-ერთი ვერსიით, ასეთ სიკვდილიანობაზე დაბინძურებული ჰაერი გავლენას ახდენს).
ბრიტანული ფონდის სპეციალისტების აზრით, გულ-ფილტვის რეანიმაციის საფუძვლების ცოდნა ყველასთვის აუცილებელი უნარია, რადგან სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმარებათ. მაგალითად, გულის შეტევის და გულისცემის ან სუნთქვის შეჩერების სიტუაციაში, ასევე დახრჩობის ან ელექტრო შოკის დროს ასეთი რეანიმაციის ჩატარება დაზარალებულს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გადარჩენაში დაეხმარება. მომავალი წარმატებული განვითარების ალბათობა ერთი ორად გაორმაგდება, წერს Times Now.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობაში პირველადი დახმარების ცოდნა საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში როცა ადამიანი გულით ცუდად გახდა, ცდილობენ რომ წყალი დაალევინონ, რაც ძალიან საზიანოა. წყალი შეიძლება ფილტვებში მოხვდეს და პნევმონია გამოიწვიოს. ზოგჯერ ირგვლივ მყოფი ხალხის არასწორი მოქმედება პაციენტის სიკვდილს იწვევს, რომლის გადარჩენაც შეიძლებოდა.
რისი გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება გულის გაჩერების ან გულის შეტევის დროს ადამიანის დასახმარებლად:
- წყლის მიწოდება
- სახეზე წყლის შეშხეფება
- დაჯდომის ან დგომის იძულება
- გრძნობაზე მოსაყვანად სახეზე ხელის ტყაპუნი
როგორ შევასრულოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია: როგორც დახმარების ცალკე მეთოდი გულ-ფილტვის რეანიმაცია 1960 წელს შეიქმნა. ექიმები მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცედურად მიიჩნევენ, რომელიც სუნთქვის უკმარისობის ან გულისცემის გაჩერების დროს ტვინსა და გულში ჟანგბადით მდიდარი სისხლის მომარაგებას ხელს უწყობს. მეთოდი სამაშველო სუნთქვას და გულმკერდის უჯრედებზე ზეწოლას მოიცავს. სუნთქვის დახმარებით ფილტვებში ჟანგბადის მიწოდება ხდება, ხოლო გულმკერდზე ზეწოლა სისხლს გაჯერებული ჟანგბადით ამდიდრებს, სანამ გულისცემა და სუნთქვა არ აღდგება.
უნდა გახსოვდეთ, რომ გულის შეტევის დროს სისხლის მიმოქცევა დარღვევის გამო ტვინი შეიძლება ძალიან სწრაფად დაზიანდეს, შედეგად კი სიკვდილი დადგება. სწორედ ამიტომ, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე რეანიმაციის ჩატარება აუცილებელია.
„ადამიანის სხეული რთული მანქანაა. გულისცემა და სუნთქვა შეიძლება მრავალი მიზეზით გაჩერდეს. ეს შეიძლება გულის შეტევას, ინფექციებს, სტრესს ან უბედურ შემთხვევას უკავშირდებოდეს. გადამწყვეტ მომენტში სწორად შესრულებული რეანიმაცია გადარჩენის შანსებს ზრდის. თუ რეანიმაცია გულის გაჩერების შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ტარდება, ამასთან დაზარალებულმა დეფიბრილაცია სწრაფად მიიღო, მისი გადარჩენის შანსები მკვეთრად იზრდება“ – აღნიშნავს ექიმი ტ.ს. კლერი, გულის ინსტიტუტის PSRI წარმომადგენელი.
გულ-ფილტვის რეანიმაციის შესასრულებლად რამდენიმე მოქმედებაა საჭირო:
- დაზარალებული მიწაზე ზურგით დააწვინეთ. ერთი ხელისგული გულმკერდის ცენტრს დაადეთ. მეორე ხელი პირველ ხელს ზემოდან დაადეთ. თქვენი მაჯა გამართული უნდა იყოს. მთელი თქვენი სხეულის ზედა ნაწილი გამოიყენეთ, დააჭირეთ და მკერდი ზუსტად 5 სმ-ით შეკუმშეთ. ასეთი ზეწოლა წუთში 100-120-ჯერ უნდა შეასრულოთ.
- 30 ზეწოლის შემდეგ ხელისგული დაზარალებულს შუბლზე დაადეთ, მისი თავი უკან გადახარეთ, რომ ნიკაპი აიწიოს. „პირი პირში“ სუნთქვა შეასრულეთ, ჰაერი პირში ჩაასუნთქეთ (ამასთან ნესტოებს ოდნავ უნდა მოუჭიროთ), ან სუნთქვა „პირი ცხვირში“ (ამ დროს მისი პირი დახურული უნდა იყოს).
- პირველი ჩასუნთქვის შემდეგ, თუ დაზარალებულის გულმკერდი იწევს, კიდევ ერთი ჩასუნთქვა გააკეთეთ. თუ გულმკერდი არ იწევს, თავი კვლავ გადაუხარეთ და ხელოვნური სუნთქვა გაუკეთეთ. ძალიან ბევრი ჩასუნთქვა საჭირო არაა.
- თუ სუნთქვის ნიშნები არაა, გულმკერდზე 30 ზეწოლის და სუნთქვის ციკლი უნდა გააგრძელოთ.
- თუ რაიმე მიზეზით „პირი პირში“ ან „პირი ცხვირში“ სუნთქვის შესრულებას ვერ ახერხებთ, გულმკერდზე ზეწოლის ციკლი 30 სწრაფი და ძლიერი მოძრაობით შეასრულეთ, რომლის შემდეგ მცირე პაუზა გააკეთეთ. British Heart Foundation-ის მონაცემებით, მოუმზადებელი ადამიანების მიერ მხოლოდ ხელებით ჩატარებული რეანიმაცია გადარჩენის შანსები მაინც შეიძლება გაზარდოს. გულმკერდზე ზეწოლა აუცილებლად უნდა შეასრულოთ, სანამ დაზარალებული სუნთქვის ნიშნებს არ მოგცემთ ან სანამ სასწრაფო დახმარება არ მოვა.