ფოლიუმის მჟავა: რატომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ორსულებისთვის და როგორ მივიღოთ

4971
photo by BarbariSka88 on wikipedia

ფოლიუმის მჟავა (B9 ვიტამინი) არა მხოლოდ ორსულებს და დაორსულების მსურველ ქალებს სჭირდებათ. ამ ვიტამინის დეფიციტი ზრდასრული ადამიანის უმეტესობას აწუხებს, მაგრამ მის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ მწეველების და მათ, ვინც სტრესი გადაიტანა.

ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვანია ზრდის პროცესისთვის, სისხლის წარმოებისა და უჯრედების დასაყოფად. ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შეიძლება ბავშვის თანდაყოლილი დეფექტი გამოიწვიოს, ამიტომ მომავალმა დედამ  ორგანიზმში ამ ვიტამინის რაოდენობას ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა ფოლიუმის მჟავა მხოლოდ ორსულობას არ უკავშირდება.

ფოლიუმის მჟავა ქალებისთვის. B9 ვიტამინი ენდოკრინული, ძვალ-კუნთოვანი სისტემის, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორ მუშაობას უზრუნველყოფს. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ ქალებისთვის. ამ ცხოვრებისეულ ეტაპზე ქალი მენოპაუზისთვის მომზადებას იწყებს, ამასთან ნივთიერებათა ცვლა ნელდება, სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა მცირდება, წონა მატულობს და ფსიქიკური დარღვევების რისკი იზრდება.

ამ ასაკში B9 ვიტამინი ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე დადებით გავლენას ახდენს და წონის მომატებას აფერხებს. გარდა ამისა, ნივთიერება განწყობას აუმჯობესებს, რაც წინა მენსტრუაციული სინდრომის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზოგადად, ქალის ორგანიზმში პრემენოპაუზის და მენოპაუზის დროს ჰორმონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული არასასურველი სიმპტომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ფოლიუმის მჟავა კაცისთვის. B9 ვიტამინი კაცის ორგანიზმისთვის პუბერტატის დროს აუცილებელია. მისი საკმარისი რაოდენობით მიღება მოზარდ ბიჭებში მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას უზრუნველყოფს, მათ შორის ხმის გაუხეშება, ინტენსიური ზრდა და თმის ზრდა სხეულსა და სახეზე. B9 ვიტამინის დეფიციტმა ზრდასრულ კაცში შეიძლება უშვილობის განვითარება გამოიწვიოს.

ფოლიუმის მჟავა გულის პრობლემებს აფერხებს. ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს სისხლში ჰომოცისტეინის დონე იზრდება, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების, კერძოდ გულის შეტევის რისკ-ფაქტორად ითვლება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ბევრად უფრო ნაკლები იქნებოდა, თუ ფოლიუმის მჟავას საკმარისად რომ ვიღებდეთ.

ფოლიუმის მჟავის დეფიციტის სიმპტომები. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის (დანია) სპეციალისტები ამბობენ: ადამიანმა შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ მის ორგანიზმს ფოლიუმის მჟავა აკლია. ნიშნები, რომლებიც B9 ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს, მოიცავს:

  • ძლიერი დაღლილობა
  • ნაცრისფერი თმის უხვი გამოჩენა
  • პირის ღრუს ლორწოვანზე წყლულები
  • ენის შეშუპება

რამდენი ფოლიუმის მჟავაა საჭირო და სად ვეძებოთ. ზრდასრულმა ადამიანმა ყოველდღიურად ბუნებრივი წარმოშობის 300 მგრ ფოლიუმის მჟავა ან 150 მკგ სინთეტიკური ვიტამინი უნდა მიიღოს.

აი, ფოლიუმის მჟავის საუკეთესო წყაროები:

  • საცხობი საფუარი (ნამდვილი ლიდერი პროდუქტებს შორის: 100 გრ საფუარი დღიური ნორმის გაორმაგებულ რაოდენობას შეიცავს, 716 მკგ ფოლიუმის მჟავა);
  • ძროხის ღვიძლი (ფოლიუმის მჟავის დღიურ დოზას ასევე ადვილად ფარავს: 100 გრ ღვიძლი თითქმის 600 მკგ-ს იძლევა);
  • ფორთოხლის წვენი (100 მლ ახალ დაწურული ფორთოხლის წვენი 41 მკგ ფოლიუმის მჟავას შეიცავს, ხოლო 1 ჭიქა წვენი (250 მლ) ზუსტად დღიური მოთხოვნილების მეოთხედს ფარავს);
  • თხილი (100 გრ 340 მკგ-მდე ფოლიუმის მჟავას შეიცავს);
  • ოსპი (100 გრ 168 მკგ ფოლიუმის მჟავას შეიცავს);
  • ისპანახი (100 გრ 145 მკგ ფოლიუმის მჟავას შეიცავს);

ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტების სიაში შედის:

  • ხახვი
  • სატაცური
  • ბროკოლი
  • ჭვავი
  • ბარდა
  • ლობიოს აღმონაცენები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს