8 შესაძლო მიზეზი იმისა, თუ რატომ გიჩნდებათ სილურჯეები მარტივად

2989
photo by Nattanan Kanchanaprat on Pixabay

დროდადრო კანზე ჩალურჯებების გაჩენას, პრაქტიკულად, თავიდან ვერ აიცვილებთ. თუმცა, თუ ისინი საკმაოდ ხშირად ჩნდება, თქვენ კი არ გესმით, საიდან, კარგი იქნება, თუ მიზეზს დაადგენთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩალურჯებების უკან დგას სერიოზული დაავადებები, მათ შორის, ლეიკემია ან დიაბეტი.

ჩვენ გაგაცნობთ ამის 8 შესაძლო გამომწვევ მიზეზს

C ვიტამინის დეფიციტი

ჩალურჯებების გაჩენა უკავშირდება კაპილარების სიმყიფეს, რის გამოც ისინი მარტივად სკდება. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ C ვიტამინის უკმარისობა ასუსტებს კაპილარებს, როცა რაციონში მისი საკმარისი რაოდენობა, პირიქით, აძლიერებს მათ. ამასთან, ჩალურჯებების გაჩენისადმი მიდრეკილების გაძლიერება ამ ვიტამინის უმნიშვნელო დეფიციტსაც კი შეუძლია.

ასაკი

ასაკთან ერთად, კანი კარგავს დამცავი ცხიმოვანი ფენის ნაწილს, რომელიც, ბალიშის მსგავსად, იცავდა მას დარტყმებისგან, გარდა ამისა, კანი იფიტება და ცვთება, რამდენადაც, დაბერებასთან ერთად, ნელდება ცილა კოლაგენის წარმოება, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩალურჯება კანზე გაცილებით უფრო მარტივად ჩნდება, ვიდრე ახალგაზრდობაში.

სისხლის დარღვევები

ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ჰემოფილია და ლეიკემია, ასევე შეუძლია აუხსნელი ჩალურჯებების გამოწვევა – როგორც წესი, იმის გამო, რომ სისხლი საჭირო სახით აღარ დედდება. თუ თქვენ ხშირად ამჩნევთ მკვეთრ და გაუგებარი წარმოშობის სილურჯეებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს; განსაკუთრებით, თუ სილურჯეები უეცრად ჩნდება.

დიაბეტი

დიაბეტიკებს შეიძლება გაუჩნდეთ მუქი პიგმენტური ლაქები, ყველაზე ხშირად იმ ადგილებში, სადაც კანი სხეულის სხვა ნაწილებს ეხება – კისრის, იღლიის, საზარდულის, იდაყვის არეებში. ეს ლაქები შეიძლება შეცდომით ჩალურჯებებად მიიჩნიოთ, თუმცა ისინი, რეალურად, ინსულინისადმი რეზისტენტულობის გამო ჩნდება.

ძლიერი ფიზიკური დატვირთვა

კუნთების ზედმეტი დაძაბულობაც, მაგალითად, სიმძიმის აწევის ან ენერგიული ვარჯიშების დროს, შეიძლება იწვევდეს სისხლძარღვების გასკდომასა და ჩალურჯებების გაჩენას.

მედიკამენტები

ისეთი პრეპარატების მიღება, როგორებიცაა ასპირინი, ანტიკოაგულანტური და ანტითრომბოციტული საშუალებები, გავლენას ახდენს სისხლის შედედების უნარზე და ზრდის ჩალურჯებების გაჩენის ალბათობას. გარდა ამისა, სისხლძარღვების კედლების შესუსტებას, ჩალურჯებების გაჩენის რისკის ზრდასთან ერთად, იწვევს პრედნიზონის, პრედნიზოლონისა და ორალური კონტრაცეპტივების ტიპის პრეპარატებს.

მზისგან მიღებული დაზიანებები

ორგანიზმი საჭიროებს მზის ზემოქმედებას, D ვიტამინის სინთეზირებისთვის. თუმცა, მზეზე დიდი ხნით ყოფნა, განსაკუთრებით, როცა ამას დამწვრობამდე მივყავართ, იწვევს იმას, რომ კანი კარგავს თავის ელასტიურობასა და მედეგობას, ეს, თავის მხრივ, ამარტივებს ჩალურჯებების გაჩენას და უფრო მკვეთრს ხდის მათ.

არასწორი კვება

რაციონი, რომელიც ადამიანს საჭირო მკვებავ ნივთიერებებს ვერ აძლევს, ამყიფებს კაპილარებს და ხელს უწყობს მათ დასკდომას. კაპილარების ძალისა და მოქნილობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკვებით მეტი ფლავონოიდის მიღება. ამ ნივთიერებების საუკეთესო საკვები წყაროებია მუქი ფერის კენკრა, მუქფოთლოვანი ბოსტნეული, ხახვი და ნიორი. იმ შემთხვევებში, როცა ჩალურჯებების გაჩენა არ უკავშირდება ტრავმებს ან ძლიერ დაავადებებს, რაციონის სრულყოფა ბოსტნეულისა და ხილის დიდი რაოდენობით, სავსებით საკმარისია, რათა საკუთარი თავი იმ მკვებავი მიკროელემენტებით უზრუნველვყოთ, რომლებიც აუცილებელია ჩალურჯებების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს