ჩვენ ყველას გვჭირდება სახის მოელვარე ფერი, თუმცა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა აკნე, პიგმენტური ლაქები და სიწითლე, ართულებს ამ მიზნის მიღწევას. და, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად უვლით საკუთარ კანს, ხანდახან, ეს პრობლემები ჩნდება სტრესის, ჰორმონების, გარემო-პირობებისა და სხვა მრავალი ფაქტორის ზეგავლენის შედეგად. მაშ ასე, შემდეგში, როცა თქვენი კანი ასეთ მდგომარეობაში იქნება, სცადეთ აზელაინის მჟავის გამოყენება.
რა არის აზელაინის მჟავა?
ეს ინგრედიენტი, რომელიც მიიღება ხორბლისა და ქერისგან, გვეხმარება კანის ტონის გაღიავებაში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტექტურის სითანაბრეს და ამცირებს პიგმენტური ლაქების გაჩენას.
გარდა არსებული პრობლემების გადაწყვეტისა, აზელაინის მჟავას, აგრეთვე, შეუძლია უკვე მოყენებული ზიანის განკურნებაც: იგი აკონტროლებს მელანინის (კანის პიგმენტის) გამომუშავებას და ხელს უშლის მუქი ლაქების გაჩენას. აზელაინის მჟავა კანს ეხმარება სწრაფად განახლებაში და, შესაბამისად, ამცირებს აკნესა და მუწუკების წარმოქმნის შანსს. გარდა ამისა, იგი ებრძვის როზაცეისა და აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს.
მთავარი უპირატესობები
- ებრძვის აკნეს
- კურნავს როზაცეას
- აღიავებს ჰიპერპიგმენტაციას
- აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს.
შეიძლება თუ არა აზელაინის მჟავის ყოველდღიურად გამოყენება?
-“მჟავის გამოყენება უსაფრთხოა დღეში ორჯერ, დილასა და საღამოს, ან დღეში ერთხელ მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.” – ამბობს ექიმი შილ დესაი სოლომონი, მედიცინის დოქტორი, დერმატოლოგი და Preston Dermatology & Skin Surgery-ის დამფუძნებელი ჩრდილოეთ კაროლინაში. -“გაითვალისწინეთ, რომ აზელაინის მჟავა შეიძლება გახმეს ან კანის აქერცლვა გამოიწვიოს.”
სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი გელი SPF 50-ით. თუ მას სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ან მჟავებთან (АНА, რეტინოიდები) ერთად მოიხმართ, “ჯერ ისინი გამოიყენეთ, რათა კანი გაიხსნას და აზელაინის მჟავა უფრო მარტივად მიიღოს.”