გულმავიწყობა და კომუნიკაციის სურვილის არ ქონა: მეცნიერებმა დემენციის ადრეული ნიშნები დაასახელეს

1544
photo by mohamed hassan on pxhere

მეხსიერებასთან დაკავშირებული ცვლილებები, ასევე ის, თუ ადამიანი სხვებთან როგორ ურთიერთობს, შეიძლება დემენციის განვითარებაზე მითითებას გაძლევდეთ.

ადამიანის ასაკი და მისი ოჯახის სამედიცინო ისტორია არის ფაქტორები, რომლებიც დემენციის განვითარების რისკს ზრდიან. დემენციის ადრეული ნიშნების ცოდნით არასასურველი პროცესის გაკონტროლების სწრაფად დაწყებას შეძლებთ.

„დემენციის ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი სიმპტომები შეიძლება იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ ხშირად ნორმალური დაბერების ნიშნებად მიიჩნევენ. დაავადების ნაადრევი ნიშნების გამოცნობის უუნარობა რამდენიმე წლის განმავლობაში დიაგნოზის დასმის გარეშე დაავადების განვითარებას იწვევს“ – ამბობენ მეცნიერ-ექსპერტები.

Social Security Institute of Excellence-ის მეცნიერების თქმით, დემენციის განვითარების შესახებ სიგნალი შეიძლება იყოს გულმავიწყობა, რომელსაც გარკვეული დეტალები თან ახლავს. პირველ რიგში, უნდა შეგაშფოთოთ მეხსიერებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რომლებიც სამუშაოზე, სოციალურ და ოჯახურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ.

„გულმავიწყობა შეიძლება დემენციის ადრეული ნიშანი იყოს. მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როცა ადამიანი არა უბრალოდ ნივთს კარგავს ან არასწორ ადგილას ინახავს, არამედ მისი დანიშნულება ავიწყდება. ასევე ადამიანი შეიძლება მაღაზიაში შევიდეს და დაავიწყდეს, თუ რისი ყიდვა სურდა.მას  შეიძლება გაუჭირდეს იმის გახსენება, თუ რა წაიკითხა, ან რას უყურა ტელევიზორში. ასევე შეიძლება ნაცნობი სახე ვერ იცნოს ან უახლოესი მოვლენა ვერ გაიხსენოს“ – ამბობენ მეცნიერები.

დემენციის კიდევ ერთი ცხადი ნიშანი იმაში მდგომარეობს, თუ ადამიანი სხვებთან როგორ ურთიერთობს. თუ უფრო ჩაკეტილი ხდება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მას დემენციის ადრეული სტადია აქვს. ამის შესახებ Express წერს.

„დემენციის მქონე ადამიანი სხვებთან კომუნიკაციით ნაკლებად დაინტერესებულია, იქნება ეს ოჯახურ ცხოვრებასა თუ სამსახურზე საუბარი. ასევე დემენციის დროს ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, თუ სხვები მასზე რას ლაპარაკობენ. ასევე შეიძლება ვერ შეამჩნიონ, რომ ერთსა და იმავე კითხვას, სიტყვას ან ფრაზას იმეორებენ, სწორი სიტყვების შერჩევა უჭირთ“ – სპეციალისტებმა დაავადების სხვა ნიშნებიც დაასახელეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს