ეს 4 ვიტამინი მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ, თუ სიბერის რაც შეიძლება დიდხანს შეფერხება გსურთ. ეს ვიტამინები ტელომერების (დნმ-ს ფრაგმენტი, რომლის სიგრძე სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს) შემცირებისგან დაგიცავთ.
ტელომერები დნმ-ს მიმდევრობის განმეორებადობას წარმოადგენს და ქრომოსომების ბოლოში მდებარეობენ. ისინი ადამიანის ორგანიზმის დაბერებასა და გადარჩენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. უფრო მოკლე ტელომერები პათოლოგიური პროცესების (ჭარბი წონით და დიაბეტით დაწყებული, სტრესით და ანთებით დამთავრებული) განვითარებას უკავშირდება, რომლებიც ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ დაავადებებზე გავლენას ახდენენ. კვლევამ, რომელშიც 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ უფრო მოკლე ტელომერების მქონე ადამიანებში უახლოესი 3 წლის განმავლობაში დაღუპვის რისკი 23%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე გრძელი ტელომერების მქონე ადამიანებში.
სწორედ ამიტომ, ტელომერების შემცირების შემაფერხებელი ზომები სიბერის შესანელებლად და ცხოვრების გასახანგრძლივებლად ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. ტელომერებზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კვებაა, რომელიც ორგანიზმს გარკვეული ვიტამინებით უზრუნველყოფს.
D ვიტამინი. D ვიტამინის უფრო მაღალი დონე უფრო გრძელ ტელომერს უკავშირდება: ეს იმით აიხსნება, რომ ეს ვიტამინი ტელომერის აღმდგენი ფერმენტის, ტელომერაზის აქტივობას ზრდის. ჭარბი წონის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა, რომლებიც დღეში 2000 ME D ვიტამინს იღებდნენ, ტელომერის სიგრძე თითქმის 20%-ით აღადგინეს. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქალებში ტელომერის მდგომარეობა 5 წლის ბავშვის ასაკს შეესაბამება.
ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის შესავსებად რაციონი გაამდიდრეთ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა სარდინი, ქაშაყი, ორაგული, თინუსი, ძროხის ღვიძლი, კვერცხი.
B ჯგუფის ვიტამინები. ამ ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმს ეხმარება ამინომჟავების, ჰომოცისტეინის მოშორებაში, რომლებიც ტელომერაზებს ანადგურებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით სამი ვიტამინი გამოიყოფა: B9, B6 და B12.
ორგანიზმის B ჯგუფის ვიტამინებით უზრუნველსაყოფად პარკოსანი პროდუქტები, ხორცი და სუბპროდუქტები, კვერცხი, კაკალი, მწვანე ბოსტნეული, რძისმჟავე პროდუქტები და მარცვლეული მიირთვით.
E ვიტამინი. მსგავს ვიტამინს ტელომერების გაუმართაობის გამართვის თვისება აქვს, ანუ თავისი არსით მათ აღადგენს. ადამიანის უჯრედების დაბერების განსაკუთრებულობის შესწავლისას ნახეს, რომ E ვიტამინით დამუშავებული უჯრედები უფრო გრძელი ტელომერის მქონე უფრო ახალგაზრდა უჯრედებს ჰგავდნენ, რეპლიკაციის უკეთესი უნარით და დნმ-ს ნაკლები დაზიანებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალფა-ტოკოფეროლ E ვიტამინს ტელომერის შემცირების მნიშვნელოვნად შეფერხება შეუძლია.
E ვიტამინით მდიდარია მზესუმზირას თესლი და მზესუმზირას ზეთი, ისპანახი, ნუში, მიწისთხილი, წითელი ტკბილი წიწაკა.
C ვიტამინი. C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ დაზიანებას ამცირებს. ამასთან C ვიტამინი ტელომერის შემცირების პროცესს აფერხებს. მეცნიერებმა ვერნერის სინდრომის (მოზრდილთა პროგერია) მკურნალობის დროს C ვიტამინის გამოყენებაზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. ამ ვიტამინმა ყველა სხვა გამოცდილ ნაერთს აჯობა: ტელომერის დაგრძელებაზე მისი გავლენა უჯრედული ბირთვის გაუმჯობესებას და ანთებითი ციტოკინების წარმოების შემცირებას უკავშირდება.
C ვიტამინის მიღებას ციტრუსების გარდა შეძლებთ კივიდან, მარწყვიდან, ფურცლოვანი მწვანილიდან და სხვადასხვა ბულგარული წიწაკიდან.