ჰიპერტონიკებმა დიეტას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. არსებობს პროდუქტების ჯგუფი, რომლებიც მაღალი არტერიული წნევის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ.
ჰიპერტონია ან გაზრდილი წნევა ძალიან გავრცელებული აშლილობაა, რომელიც 50 წელს ზემოთ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ჰიპერტონიის გამო გულის დაავადების, ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობის რისკი იზრდება. ბევრ ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება მოსახლეობის სიკვდილის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მეცნიერებამ ბოლომდე ვერ გაარკვია, თუ რა არის ჰიპერტონიის ასეთი ფართო გავრცელების მიზეზი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ დაავადების განვითარება ცხოვრების წესსა და კვების ჩვევაზეა დამოკიდებული. თუ ჰიპერტონიის გაზრდილი რისკის ქვეშ ხართ, ან ჰიპერტონია უკვე გაწუხებთ, საკუთარ დიეტას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. პროდუქტები სამი ჯგუფი არსებობს, რომელთა მიღებაც კატეგორიულად არ შეიძლება. აკრძალული პროდუქტების სიას Times Now აქვეყნებს.
მარილიანი საკვები. გულის დაავადების დროს ნებისმიერმა პაციენტმა იცის, რომ მარილიანი პროდუქტებით კვება ჰიპერტონიის პრობლემებს ზრდის. მარილი ზომიერად უნდა მოიხმაროთ. მოერიდეთ ჭარბი მარილის მქონე პროდუქტებს, როგორიცაა ჩიფსები, კრეკერები და მსგავსი. შინაურული დაკონსერვებული ბოსტნეულის ჭამა გონივრული არ იქნება, რადგან ასეთ კონსერვებს ძალიან ბევრ მარილს უმატებენ.
გადამუშავებული პროდუქტები. ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საერთოდ საზიანოა. ჰიპერტონიკებისთვის კი უკიდურესად რეკომენდებული არაა. გადამუშავებული პროდუქტები ზეთს, კონსერვანტებს, ასევე ჭარბ მარილს შეიცავენ, რაც არტერიული წნევის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის. საქმე იმაშია, რომ გადამუშავებულ პროდუქტებში კონსერვანტის სახით სწორედ მარილი გამოიყენება.
ჭარბი შაქარი. გულის დაავადების მსხვერპლმა ტკბილეულს თავი უნდა აარიდოს. შოკოლადის, ორცხობილის, ეკლერის ჭამა ან შაქრის ნატეხის გამოყენება გასუქებას და წონის მომატებას იწვევს, ეს კი ჰიპერტონიის პრობლემის განვითარებას ხელს უწყობს. თავად შაქარი პირდაპირ დიაბეტს არ იწვევს, მაგრამ გასუქებას იწვევს, რაც მე-2 ტიპის დიაბეტის მთავარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.