4 სიმპტომი, რომლებიც შეიძლება პარკინსონის დაავადების დასაწყისზე მიუთითებდეს

2388
Beckie Port, adapted from work by Patrick J. Lynch

ფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პარკინსონის დაავადების გამოწვევა შეუძლია ანტიბიოტიკების მიღებას, თავად დაავადება კი შეიძლება ნაწლავებში გაჩნდეს ტიპური სიმპტომების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე.

ცნება “პარკინსონის დაავადება” ასოცირდება ბევრ ხნიერ ადამიანთან, რომლებიც კანკალებენ. თუმცა, კანკალის გაჩენამდე, ამ დაავადების გაჩენაზე შეიძლება მიუთითებდეს სხვა სიმპტომები, რომლებიც, ხანდახან, დიაგნოზამდე რამდენიმე წლით ადრე ჩნდება.

ყაბზობა

ფინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევა გამოაქვეყნა ჟურნალმა Medical Xpress-მა. მკვლევარებმა განმარტეს, რომ დღეისათვის პოპულარული ანტიბიოტიკები (მაგალითად, ტეტრაციკლინი, სილფონამიდი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები) შეიძლება გავლენას ახდენდეს პარკინსონის დაავადების გაჩენაზე, დამახასიათებელი ნიშნების გაჩენამდე ჯერ კიდევ 10-15 წლით ადრე. მეცნიერების თქმით, ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომლებიც ანტიბიოტიკების მიღებასთანაა დაკავშირებული, მეტყველებს პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის მომატებაზე.

-“პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანთა მნიშვნელოვან ნაწილში პათოლოგია შეიძლება ნაწლავებში სიმპტომების გაჩენამდე მრავალი წლით ადრე გაჩნდეს. პარკინსონით დაავადებულების ნაწლავური მიკროფლორა ანომალურია, ამას კი, ჩვენი აზრით, შეიძლება კავშირი ჰქონდეს ზოგიერთ პოპულარულ ანტიბიოტიკთან.” – ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, ფილიპ შერეპიანსი.

ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ყაბზობა, რომელიც ზრდასრულ ადამიანს უჩნდება, შეიძლება იყოს პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც დიაგნოზის დასმამდე 20 წლით ადრე შეიძლება გაჩნდეს.

ყნოსვის უნარის დაკარგვა

ადამიანები, რომლებსაც “პარკინსონის დაავადების” დიაგნოზი დაუსვეს, ხშირად იხსენებენ, რომ ტრემორისა და მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე, მათ გაუჩნდათ ყნოსვასთან დაკვაშირებული ცვლილებები, რომლებიც ზოგიერთი სუნის აღქმის უნარის დაკარგვაში გამოიხატება. სტატიის ავტორის ნათესავს სწორედ პარკინსონის დაავადება აქვს. ერთ-ერთი ნიშანი, რომელმაც იგი დააეჭვა, იყო ფაქტი, რომ ადამიანი ვეღარ გრძნობდა ნივრის სუნს.

მშფოთვარე ღამეები

არსებობს ასეთი სამედიცინო პრობლემა, როგორიცაა სწრაფი ძილის ფაზის დარღვევა, რომლის დიაგნოსტირებაც შეიძლება მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის დახმარებით. გარეგნული დარღვევა თავს იჩენს, როგორც უკიდურესად მშფოთვარე ძილი – ადამიანები კვნესიან და ყვირიან ძილში, ბორგავენ საწოლში, ცვივდებიან საწოლიდან, ხანდახან, ზიანს აყენებენ საკუთარ თავებს ან გვერდით მწოლებს, თუმცა, გაღვიძების შემდეგ აღარაფერი ახსოვთ. ასეთი ადამიანების სიზმრებიც მშფოთვარე და უსიამოვნოა.

ასეთი დარღვევის არსებობა, აგრეთვე, შეიძლება მიუთითებდეს პარკინსონის დაავადების რისკის მომატებაზე. თუ იგი ზრდასრულ ადამიანში ჩნდება, დაავადება აქედან 10 წლის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს.

შფოთვა და დეპრესია

მომატებული შფოთვა და დეპრესიულობა, გარდა ჩვეულებრივი, ყოველდღიური “აფრენისა და დაცემისა”, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელზეც პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანები ჩივიან. ამ პაციენტების უმეტესობა ამბობს, რომ მათთვის ეს ფსიქიკური ცვლილებები უფრო რთული გამოცდაა, ვიდრე მამოძრავებელი აქტივობის ცვლილებები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება ადამიანის ტვინში ქიმიური აქტივობის ბალანსის ცვლილებებს უკავშიდებოდეს, მსგავსი ცვლილებები კი პარკინსონიზმის დიაგნოზის დასმამდე დაახლოებით 10 წლით ადრე იწყება.

პარკინსონის დაავადების სხვა სიმპტომები

პარკინსონის დაავადების ნიშნები ორ კატეგორიად იყოფა: მოტორული და არამოტორული. მოტორულებს მიეკუთვნება:

  • ტრემორი;
  • კუნთების გამყარება;
  • შენელება.

არამოტორული ნიშნები:

  • ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • სისხლის დაბალი წნევა;
  • შარდის ბუშტთან და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ოფლიანობა;
  • ძილიანობა;
  • ყლაპვასთან და ნერწყვის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები;
  • მეტყველების პრობლემები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს