11 ნიშანი, რომლებიც 40+ მამაკაცებში ტესტოსტერონის დეფიციტზე მიუთითებს

1966

ტესტოსტერონი დეფიციტი გავლენას ახდენს მამაკაცების როგორც გარეგნობაზე, ისე სექსუალურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზეც. მამაკაცის ორგანიზმში ამ ჰორმონის ნაკლებობის ნიშნებზე დღეს ჩვენი რედაქცია ისაუბრებს.

40 წლის ასაკის შემდეგ, მამაკაცები განიცდიან ტესტოსტერონის დონის მტკიცე შემცირებას, თუმცა ხშირად, ამას ვერც კი ამჩნევენ. ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც მენოპაუზის დადგომის დროს ორგანიზმში სასქესო ჰორმონები მკვეთრად უმცირდებათ, მამაკაცებში მთავარი ჰორმონის დონე ძალიან ნელა და უწყვეტად მცირდება. ჩივილები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა სისხლში ტესტოსტერონის დონე განსაზღვრულ ნორმაზე ნაკლებია.

ტესტოსტერონი მამაკაცებში უზრუნველყოფს დაკუნთული სხეულის, განიერი მხრების, წვერის ზრდის, ბოხი ხმის ქონის შესაძლებლობას. ტესტოსტერონის დეფიციტს შეუძლია არამხოლოდ გარეგნობის შეცვლა (კუნთების ჩამოშლა), არამედ ნეგატიურად მოქმედებს პოტენციაზე, ლიბიდოსა და ემოციურ მდგომარეობაზე. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ტესტოსტერონის დაბალი დონე, აგრეთვე, ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზისა და მეტაბოლისტური სინდრომის მომატებულ რისკთან. ასეთ შემთხვევებში, სპეციალისტები იყენებენ ცნებას “მამაკაცური მენოპაუზა”.

ექსპერტები მამაკაცებს ურჩევენ, შეისწავლონ და გაარჩიონ ტესტოსტერონის დეფიციტის ნიშნები, რამდენადაც მათი გაჩენა მოითხოვს ექიმთან კონსულტაცისა და გამოკვლევებს. ასეთი ნიშნებია:

  • ერექტილური დისფუნქცია;
  • სპერმის წარმოქმნის დაქვეითება;
  • ლიბიდოს დაკარგვა;
  • კუნთოვანი მასისა და ძალის დაქვეითება;
  • თმისა და წვერის ზრდის შენელება;
  • სათესლეების ზომის შემცირება;
  • ძვლების სიმჭიდროვის დაქვეითება (ოსტეოპოროზი);
  • დაღლილობა, მოტივაციის არარსებობა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • სიცხის მოვლენები და ოფლიანობა.

სპეციალისტების თქმით, თუ ეს სიმპტომები ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან, თუ ძლიერდება, დიდი ალბათობით, ეს მიუთითებს ტესტოსტერონის დეფიციტზე.

როგორ მოვიქცეთ?

მედიცინა გვთავაზობს ტესტოსტერონის დონის დარეგულირებას შემცვლელი ჰორმოალური თერაპიის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, მამაკაცები იღებენ ხელოვნურ ტესტოსტერონს, მაგალითად, ინექციების, პლასტირის ან პრეპარატების გზით.

გარდა ამისა, უარი უნდა თქვათ ყველაფერზე, რასაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს სიხლში ტესტოსტერონის დონეზე. კერძოდ:

  • დაიცავით ჯანსაღი და დაბალანსებული რაციონი;
  • შეინარჩუნეთ აქტიურობა და რეგულარულად შეასრულეთ ფიზიკური სავარჯიშოები;
  • მკაცრად აკონტროლეთ ალკოჰოლის მოხმარება;
  • მოერიდეთ ნიკოტინის მოხმარებას, რამდენადაც შესაძლებელია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს