თალგამურას (რაფსის) ზეთი, ზეითუნის ზეთთან შედარებით, უფრო ნაკლებ მავნე უჯერ ცხიმს შეიცავს. თუმცა, ამასთან, საქართველოში აღიარებული არაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი. მას ამზადებენ თალგამურას თესლისგან. ეს მცენარე შესანიშნავად იზრდება ნებისმიერ პირობებში. არსებობს რაფსის სამრეწველო და კულინარიული ზეთები. ჩვენს სტატიაში დღეს ამ პროდუქტის მეორე სახეობაზე ვიაუბრებთ, რამდენადაც სამრეწველოს საკვებად არ იყენებენ. ჩვენი მიზანი კი იმაზე ხაზგასმაა, თუ რითია სასარგებლო რაფსის ზეთი, როგორც საკვები.
თალგამურას ზეთის შემადგენლობა
რაფსის ზეთი ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა. ზეთის ამ სახეობაში ისინი სწორი პროპორციით შედის, მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ. ერთ ს.კ. პროდუქტში თქვენ იპოვით 12% E და K ვიტამინებს, 124 კკალ-ს. ზეთის 64%-ს წარმოადგენს მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები, 28%-ს – პოლიუჯერი, ხოლო 7%-ს – ნაჯერი.
პროდუქტი არ შეიცავს ტრანსცხიმებსა და კონსერვანტებს, რომლებიც ორგანიზმს ავნებდა. ეს უდიდესი პლუსია აღნიშნული ზეთისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ მასზე უსაფრთხოა საკვების შეწვა და გამოცხობა, რადგან გათბობის მაქსიმალურ ტემპერატურას 230 გრადუსი შეადგენს. ამ შემთხვევაში, იგი არ გამოყოფს კანცეროგენებს და არაა საშიში ჯანმრთელობისთვის.
თალგამურას ზეთის სარგებელი
რამდენადაც პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმოვან მჟავას, იგი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მისი მოხმარება ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გვიცავს ინსულტისგან და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. რაფსის ზეთით შეიძლება თევზის ცხიმიანი სახეობების ჩანაცვლება, თუმცა, რაციონიდან მათი მთლიანად ამოღება რეკომენდებული არაა.
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები აღწევს ტვინის უჯრედებში, გვიცავს დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან. ასევე, ესაა ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ომეგა-6, რომელსაც რაფსის ზეთი შეიცავს, სასარგებლოა ბრონქების და სისხლძარღვების სისტემისთვის. სარგებლის მისაღებად, ორგანიზმს ესაჭიროება 2:1 პროპორციით ომეგა-6-ისა და ომეგა-3-ის მიღება. თალგამურას ზეთი სავსებით აკმაყოფილებს ამ პირობას.
სასარგებლოა პროდუქტის დამატება სილამაზისა და ახალგაზრდობის რაციონშიც. მის შემადგენლობაში შედის E ვიტამინი, რომელიც მონაწილეობს უჯრედების განახლებაში, ანელებს ნაოჭების გაჩენას.
ასევე, რაფსის ზეთი აუმჯობესებს თვალებისა და სახსრების ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ხნიერი ადამიანებისთვის. გარდა ამისა, რაფსის ზეთში დიდი რაოდენობით ფიტოსტეროლია, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს, გვეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში. ლოგიკურია მისი მიღება გაციებისა და გრიპების სეზონზე, მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე.