სპეციალისტებმა დაასახელეს ნაწლავების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებული 5 ტიპური შეცდომა.

2454

ნაწლავური დაავადებები, მათ შორის კიბო, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. სპეციალისტების აზრით, ამას მეტწილად განაპირობებს თავად ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ნაწლავების გამოთავისუფლების ჩვევებთან.

1. არ ამოწმებენ თავიანთ განავალს

ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, საკუთარ ფეკალიებს ათვალიერებთ? ბევრი ადამიანი უბრალოდ ცდილობს მათ სასწრაფოდ ჩარეცხვას. ბრიტანელი ექსპერტის, Bowel Cancer UK-ში მხარდაჭერისა და ინფორმაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, შარლოტა დოუსონის თქმით, ეს დიდი შეცდომაა.

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ადაიანები კოლორექტალური კიბოთი იღუპებიან, მდგომარეობს იმაში, რომ დაავადებას დროულად ვერ ამჩნევენ. როცა ადამიანი თავის განავალს არ ამოწმებს, მხედველობიდან ეპარება ის სიმპტომები, რომლებიც ნაწლავის შესაძლო კიბოზე მიუთითებს – მაგალითად, სისხლი ან განავლის ფერის ცვლილებები.

-“ნებისმიერი ცვლილება თქვენს საპირფარეშოსთან დაკავშირებულ ჩვევებში შეიძლება დაკავშირებული იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ან საკვების აუტანლობასთან, თუმცა, იგი, აგრეთვე, შესაძლოა ნაწლავის კიბოზეც მიუთითებდეს. ჯანსაღი განავალი უნდა იყოს მოყავისფრო ფერის, საკმაოდ რბილი, და არა თხელი, რომელსაც ათავისუფლებთ დაძაბულობის გარეშე და არ აქვს ბევრი ნახეთქი, რადგან ეს ყაბზობაზე მიუთითებს.” – გვიყვება სპეციალისტი.

2. იყენებენ ტუალეტის ქაღალდს

რუსი ექიმი და ტელეწამყვანი ელენა მალიშევა მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვას ტუალეტის ქაღალდზე, რადგან იგი საფრთხის შემცველად მიაჩნია. ტუალეტის ქაღალდის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მალიშევა გვირჩევს, ქაღალდის ნაცვლად გამოვიყენოთ წყალი. მისი თქმით, ტუალეტის ქაღალდი მარტივად აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს, მასზე გაჩენილი ტრავმები კი ხელს უწყობს ორგანიზმში ინფექციების შეღწევას, რითიც ზრდის ანთების ან დაჩირქების რისკს.

3. ჩამოჯდომის ნაცვლად, სხდებიან

როგორ უნდა დავსხდეთ სწორად უნიტაზზე? თუ ისევე, როგორც ჩვეულებრივ სკამზე, ეს შეიძლება შეცდომა იყოს. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ჯანმრთელი ადამიანი დეფეკაციისთვის უნიტაზზე უნდა “ჩაიცუცქოს” (დიახ, როგორც ამას 90-იანების “კაი ბიჭები” აკეთებდნენ), რადგან ეს პოზა ეხმარება ნაწლავების ეფექტურად გამოთავისუფლებაში.

ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. 2 კვირის განმავლობაში, ისინი აკვირდებოდნენ მოხალისეთა ორგანიზმების მდგომარეობას, რომლებიც საპირფარეშოთი სხვადასხვანაირად სარგებლობდნენ: ერთი ჯგუფი “ჩაცუცქვის” პრინციპით ხელმძღვანელობდა, ხოლო მეორე – უნიტაზზე ჯდებოდა. შედეგად, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ “ჩაცუცქული” ადამიანების 90% დეფეკაციის დროს უფრო ნაკლებად იძაბებოდნენ, მათ 71%-ს კი ნაწლავებში ფეკალიების უფრო აქტიური მოძრაობა აღენიშნებოდა.

თავის მხრივ, ერთი ჯგუფის ადამიანებს გამოუვლინდათ მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის, ნაწლავის გადატვირთვა ტუალეტით სარგებლობის დროს, სისხლი შარდში და არასრული გამოთავისუფლება, რომელიც, ხშირად, ყაბზობით იყო გამოწვეული.

4. არ სარგებლობენ საპირფარეშოთი ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს

ნაწლავების კარგი მდგომარეობის ერთ-ერთი მაჩვენებელია რეგულარული გამოთავისუფლება ერთსა და იმავე დროს. წესით, ადამიანს გაღვიძებიდან მალევე უნდა გაუჩნდეს დეფეკაციის სურვილი. თუ ასე ხდება, ჩვეულებრივ, ასეთი ჩვევა ნიშნავს, რომ ადამიანი საკმაოდ სწორად იკვებება, მის რაციონში ბევრი უჯრედისი და სითხეა.

გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, საპირფარეშოთი ერთსა და იმავე დროს სარგებლობა იმიტომაცაა სასარგებლო, რომ ასეთი რიტუალის ცვლილებები შეიძლება არსებულ დაავადებებზე მიუთითებდეს და დაგვეხმაროს მათ ამოცნობაში.

5. სამსახურში საპირფარეშოთი არ სარგებლობენ

ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გადის დეფეკაციას სამსახურში, მიუხედავად სურვილისა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი საქციელი დიდი შეცდომაა. ბრიტანელ დიეტოლოგ ჯოდი მიდლტონის თქმით, ნაწლავის გამოთავისუფლების უგულებელყოფა სამსახურში ან სხვა საზოგადოებრივ საპირფარეშოში, სურვილის მიუხედავად, გამოიწვევს ქრონიკულ ყაბზობას, მასთან ერთად კი სხვა პრობლემებს, მათ შორის, კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს, სწორი ნაწლავის პოლიპებს, ბუასილსა და მსხვილი ნაწლავის კიბოსაც კი.

ექიმმა განმარტა, რომ ნაწლავებში განავლის ხანგრძლივ დაყოვნებას შეუძლია ე.წ. “ფეკალური დაბინძურების” გამოწვევაც. ამ შემთხვევაში, ფეკალური მასები მყარდება და იწყებს ფენებად განლაგებას, რაც ცუდად აისახება ნაწლავების მუშაობაზე, უფრო გართულებულ შემთხვევებში კი მისი კედლების დაზიანებასა და სისხლში არასასურველი ნივთიერებების მოხვედრას გამოიწვევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს