17 წლის ახალგაზრდა ბრიტანელმა ბეტ უორლმა საკუთარ თავში განწყობის და ემოციების მკვეთრი ცვლილებები შენიშნა, რომლის გაკონტროლებაც მას არ შეეძლო. ეს ცვლილებები სიმსივნის სიმპტომები აღმოჩნდა, რომლის დიაგნოზიც 1 წლის შემდეგ დაუსვეს.
ბეტ უორლის ისტორია
უორკშირში, ქალაქ ბედვორტში მცხოვრები ბეტ უორლის ისტორია The Daily Mail-მა გამოაქვეყნა. გოგონა 17 წლის იყო, როცა მას სიბრაზის და განწყობის ცვლილებები დაეწყო. მასში განწყობის ცვლილება და ძლიერი ემოციური რეაქცია, როგორიცაა აგრესი და ტირილი, შეიძლება ძალიან უბრალო რამეს გამოეწვია – მაგალითად, იატაკზე დაგდებულ ნივთს.
ამასთან, თუ გოგონა რაიმეთი უკმაყოფილო იყო, მისი უკმაყოფილება ჰიპერტროფულ ფორმას იღებდა: მოზღვავებული ადრენალინი ცხელებას, ქოშინს და გახშირებულ გულისცემას იწვევდა. ზოგჯერ ბეტს ეჩვენებოდა, რომ ახლა გონებას დაკარგავდა.
„ემოციების გაკონტროლება არ შემეძლო. ერთ წამში გიჟი ვხდებოდი, მეორე წამს კი ვტიროდი. დედა ამბობდა, რომ ჩემი ქცევა პატარა ბავშვის ისტერიკას ჰგავდა“ – ჰყვება ბეტი.
ემოციური აფეთქებების გარდა ახალგაზრდა უორლს მუცლის ტკივილები აწუხებდა, რის გამოც მას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.
18 წლის ასაკში მორიგი გამოკვლევის დროს ბეტმა ექიმებისგან გაიგო, რომ მას სიმსივნე პარაგანგლიომა ჰქონდა. ასეთი დაავადების დროს სიმსივნე ნერვულ უჯრედებში იზრდება და შეიძლება სხვადასხვა ადგილებში განვითარდეს. ჩვეულებრივ, ასეთი სიმსივნე ნელა იზრდება და ხშირად დადებით თვისებიანია. თუმცა ზოგჯერ შეიძლება სასიკვდილოდ სახიფათო იყოს, როგორც ამ შემთხვევაში. ბეტში დაავადებამ ჰორმონების წარმოების დარღვევა, შედეგად ადრენალინის გამოყოფა და არაადეკვატორი ემოციური მდგომარეობა გამოიწვია.
რამდენიმე თვის წინ ბირმინგემში, დედოფალ ელიზაბეთის სახელობის საავადმყოფოში გოგონამ ღვიძლის და მეზობელი ჯირკვლების სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია გაიკეთა.
„ოპერაციის შემდეგ ძალების აღსადგენად რამდენიმე თვე დამჭირდა. ექიმები უნივერსიტეტის მიტოვებასაც მირჩევდნენ, თუმცა უარი ვთქვი, სწავლას დავუბრუნდი და მართვის გამოცდის ჩაბარებაც შევძელი“ – გვიზიარებს ბეტ უორლი.