როგორ დავეხმაროთ ჩვილს კბილების ამოჭრის დროს

2371
Photo by Colin Maynard on Unsplash

თანამედროვე მედიცინა თვლის, რომ პირველი კბილი ჩვილებს 4-8 თვის პერიოდში ეჭრებათ. საზღვრები საკმაოდ პირობითია და შეიძლება ერთ ან მეორე მხარეს გადაიხაროს. ზოგიერთ პატარას კბილები ზუსტად 2-3 თვის პერიოდში ეჭრება, ზოგს კი პირველი კბილი მხოლოდ 1 წლის ასაკში ამოსდის. კბილების ამოსვლას ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასთან არავითარი საერთო არ აქვს (რამდენიმე გენეტიკური გადახრის გარდა, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ვლინდება, რომ მასზე დიაგნოზის დასმა ვერ მოხდეს).

რა სიმპტომები ახლავს კბილების ამოჭრას?

ხშირ შემთხვევაში პირველი კბილის და შემდეგ სხვა კბილების ამოსვლის პროცესი შეუმჩნეველი არ რჩება. სიმპტომები შეიძლება მწვავე ვირუსული ინფექციის მსგავსი იყოს, შეიძლება ერთი ან ერთდროულად 3-4 ნიშნით გამოვლინდეს, რომელთაც მიეკუთვნება:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება 37,1-დან 39 გრადუსამდე;
  • ნერწყვის ჭარბი წარმოება;
  • შეშუპება და ღრძილების სიწითლე ამოჭრის ადგილას;
  • მადის დაქვეითება;
  • დიარეა, მაგრამ დღეში მაქსიმუმ 3-4-ჯერ;
  • სისველე გამჭვირვალე გამონადენით;
  • ხველა (ჭარბი ნერწყვის გამო შეიძლება გაიგუდოს);
  • დღის რეჟიმის და „ძილი-მხნეობის“ ციკლის დარღვევა;

რამ შეიძლება დააჩქაროს კბილების ამოჭრა?

მკურნალობის ისეთი ფიზიოთერაპიული მეთოდი არსებობს, როგორიცაა ვოიტა-თერაპია. ბავშვებში მას მოძრაობის დარღვევის დროს იყენებენ, თუ ეს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით იყო გამოწვეული. ამ თერაპიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად ვოიტა-თერაპიის დროს ან მის შემდეგ ბავშვებს კბილების ამოჭრა ეწყებათ. რასთან არის ეს დაკავშირებული ბოლომდე გარკვეული არაა.

ბავშვებში კბილების ამოჭრის დაგვიანების ფაქტორებს შორის სტომატოლოგები გამოყოფენ ორსულობის მიმდინარეობის განსაკუთრებულობას, გენეტიკურ ფაქტორს, კვების ხარისხს, კალციუმის ან D ვიტამინის დეფიციტს, ხშირ სურდოს.

როგორ შევამციროთ ტკივილი კბილების ამოჭრის დროს?

პირველ რიგში, პატარას მშობლების მხარდაჭერა, სხეულის კონტაქტი, ნაზი შეხება და მშვიდი ხმა სჭირდება. ბავშვები ნერვიულობის და ორჭოფობის ნიშნებზე მწვავედ რეაგირებენ. დედის და მამის გამაღიზიანებელი ხმა მათზე სარკისებრად აისახება. სწორედ ამიტომ, ბავშვთან თავდაჯერებულად, მშვიდად და გამამხნევებელი ხმით უნდა ისაუბროთ. ბავშვს უნდა უთხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ რთულ მომენტს ერთად გადალახავთ. მაშინაც კი, თუ პატარა სიტყვების არსს ვერ ხვდება, ინტონაციით ზუსტად მიხვდება, თუ რას გულისხმობთ.

რომელი საშუალებები დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში კბილების ამოჭრის პერიოდში?

  • სპეციალური სილიკონის რგოლი. ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და ამით გამაგრილებელი ეფექტი მიიღოთ, რომელიც დროებით შეშუპებას და ანთებას შეამცირებს. ბავშვს შეგიძლიათ ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის რგოლი მისცეთ. ბავშვი ინსტიქტურად მის კბენას დაიწყებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ექავება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის ხელში წვრილი, ბასრი ან ხის ნივთები არ მოხვდეს.
  • ღრძილების მასაჟი. შეგიძლიათ მშობლებისთვის განკუთვნილი სპეციალური სილიკონის სათითეები გამოიყენოთ, რომელთაც პატარა ჯაგრისები ან ბოცვები აქვთ. თუ ასეთი სათითე არ გაქვთ, მასაჟისთვის სუფთა საჩვენებელი თითიც გამოდგება.
  • სპეციალური სტომატოლოგიური საშუალება, რომელიც სარძევე კბილების ამოჭრის პროცესის შესამსუბუქებლად არის განკუთვნილი. ის ქავილს, ანთებას, შეშუპებას შეამცირებს და მიკრობული ფლორის მიერთებას თავიდან აგაცილებთ, რაც ბავშვის მდგომარეობას შეამსუბუქებს.
  • კბილების ამოჭრის დროს სიმპტომების შესამცირებლად სტომატოლოგიური გელი ხოლისალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. კომბინირებული მოქმედების საშუალება 2 ძირითად მოქმედ ნივთიერებას შეიცავს: ქოლინის სალიცილატს და ცეტალკონიუმის ქლორიდს. ქოლინის სალიცილატს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. აღსანიშნავია, რომ გელი ხოლისალი ლიდოკაინს არ შეიცავს და შეგიძლიათ ლიდოკაინის აუტანლობის დროს გამოიყენოთ. მეორე კომპონენტი, ცეტალკონიუმის ქლორიდს სოკოების, ბაქტერიების და ვირუსების მიმართ ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. გელური ბაზის წყალობით პრეპარატი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე კარგ შეხორცებას ფლობს. სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალების განსხვავებით ქოლისალი შეგიძლიათ როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში გამოიყენოთ. 1 წლამდე ბავშვებში გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა დაიცვათ და წინასწარ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. აღსანიშნავია, რომ გელს უკუჩვენება გააჩნია, ამიტომ ინსტრუქციას გაეცანით და სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.
  • ტემპერატურის შესამცირებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. მათი გამოყენების წინ პედიატრთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.

რომელი სიმპტომები მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას?

თუ სიცხის დამწევი საშუალების გამოყენების შემდეგ ბავშვს ტემპერატურა არ ეწევა, ღებინება აქვს, დღეში 4-ჯერ ან მეტჯერ თხევადი განავალი აქვს, ნებისმიერ ადგილას გამონაყარი გაუჩნდა, თუ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად ბავშვი უსაფუძვლოდ ტირის, სჯობს ექიმს მიმართოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს