ოსტეოპოროზი (ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „ფოროვანი ძვლები“) – დაავადება, რომელიც ძვლების სიმკვრივეს და ხარისხს ამცირებს. ეს დაავადება მოტეხილობის რისკს ზრდის. სინამდვილეში ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ მათ ოსტეოპოროზი აქვთ, სანამ პირველ მოტეხილობას არ მიიღებენ. საბედნიეროდ, ოსტეოპოროზის განვითარების შესახებ რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანი და სიმპტომი არსებობს.
ერთ მხარეზე დაყრდნობა
სკამზე დაჯექით, შემდეგ კი ადექით. თუ გრძნობთ, რომ ცალ მხარეს იხრებით ან წონასწორობის პრობლემები გაქვთ, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენი კუნთები ისე არ სრიალებს, როგორც საჭიროა. სწორი დგომა ძვლის მოტეხილობის თავიდან აცილების განუყოფელი ნაწილია.
მუდმივი კრუნჩხვები და კუნთების ტკივილი
კუნთების სპაზმები არაჯანსაღი ძვლების ნიშანს წარმოადგენს. შესაძლოა, მაგნიუმის დეფიციტი გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ საქმე სერიოზულ პათოლოგიას ეხება. კუნთების სპაზმი შეიძლება მტკივნეული იყოს, თუ ოსტეოპოროზი გაქვთ, რადგან თქვენი ნერვები გაჭედილია და ძვლებზე გავლენას ახდენენ.
ღრძილების ჩამოწევა
ლიტველი მეცნიერების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ ღრძილებისა და ყბის ძვლის ჯანმრთელობას შორის კავშირი გამოავლინა. ამ პათოლოგიის მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია. ღრძილების ჩამოწევა და ძვლების ცუდი მდგომარეობა თავიდან რომ აიცილოთ, რაციონში უფრო მეტი D ვიტამინი ჩართეთ.
სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები
უამრავი მონაცემები არსებობს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები ძვლების სუსტ ჯანმრთელობაზე მიუთითებს. ჟურნალში Clinical Medicine Insights: Arthritis and musculoskeletal Disorders გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოსტეოპოროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებს ფრჩხილების სიმკვრივე დაზიანებული ჰქონდათ.
ზრდის შემცირება
„როცა ადამიანს წლები ემატება, მისი სიმაღლეში ზრდა მცირდება. თუმცა სიმაღლის მნიშვნელოვანი დაკარგვა შეიძლება იმის მანიშნებელი იყო, რომ ოსტეოპოროზი ხერხემლის ძვლებს ანადგურებს და მას უფრო მოკლეს ხდის. სხვაობა რომ დაინახოთ, სიმაღლე ყოველდღე უნდა გაიზომოთ, განსაკუთრებით 50 და მეტი წლის ასაკში. ეს ჩვეულებრივ ქალებში უფრო გამოხატულია, რომელიც ცნობილია როგორც ქვრივის კანკალი, რაც ხერხემალს მომრგვალებულ ფორმას აძლევს“ – წერს გამოცემა Health News.