სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები, რომლებსაც სხეულში ტკივილის გამოწვევა შეუძლია

1747

ხანდახან, სხეულში ტკივილები შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზულ დაავადებებთან, მათ შორის, გრიპთან, გულის უკმარისობასთან, ღვიძლის პრობლემებთან. ამ უსიამოვნო შეგრძნებების საშიშ მიზეზებს დღეს ამ სტატიაში გაგაცნობთ:

1. ფიბრომალგია

ამ დაავადების მქონე ადამიანები უჩივიან ტკივილებს მთელ სხეულში, ცუდ ძილსა და ქრონიკულ დაღლილობას, ხშირია მიდრეკილება დეპრესიის, თავის ტკივილებისა და თავბრუს ხვევისადმი. ამასთან, ფიბრომალგიას ახასიათებს ტკივილის ხილული მიზეზების არარსებობა – ორგანული დაზიანებები, გამოკვლევების დროს, არ ჩანს. ამ დაავადების შემთხვევაში, ტვინში ირღვევა იმ სიგნალების გადამუშავების პროცესი, რომელიც შიდა ორგანოებიდან, კუნთებიდან, სახსრებიდან და ა.შ. შედის. ტვინი მათ აღიქვამს, როგორც მტკივნეულ სიგნალებს, და ადამიანს ტკივილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა უჩნდება.

2. ინფექციები და ვირუსები

გრიპი, გაციება და სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებიც იწვევს ტკივილს სხეულში. ინფექციების დროს, იმუნური სისტემა მასთან საბრძოლველად დიდი რაოდენობით ლეიკოციტს გამოყოფს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება, რომლის გამოც სხეულის კუნთებში ტკივილი და დაჭიმულობა ჩნდება.

3. სითხის შეკავება

როცა ორგანიზმში სითხე კავდება, შეიძლება განვითარდეს შეშუპებები და ანთება, რაც კუნთების საერთო ტკივილს იწვევს. ასევე, შეიძლება გაჩნდეს მწავე, ლოკალური ტკივილები და კრუნჩხვები.

რატომ კავდება სითხე? ეს მოვლენა შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ საშიშ მდგომარეობებს, როგორებიცაა:

  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
  • გულის მტკიცე უკმარისობა;
  • ღვიძლის ციროზი;
  • თირკმლების ქრონიკული დაავადება;
  • ვენოზური უკმარისობა.

4. ჰიპოკალიემია

მის დროს სისხლში კალიუმის ძალიან დაბალი დონე აღინიშნება. ჰიპოკალიემია ნეგატიურად მოქმედებს ნერვებისა და კუნთების ფუნქციონირებაზე, რასაც შეუძლია სხეულის ტკივილების, სისუსტის, დაღლილობისა და კუნთოვანი სპაზმების გამოწვევა.

5. გაუწყლოება

სხეულში ყველა ფიზიოლოგიური პროცესის განსახორციელებლად, მისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხე. გაუწყლოებას ადამიანში დაღლილობისა და ტკივილების შეგრძნების გამოწვევა შეუძლია: ორგანიზმში, წყლის უკმარისობის გამო, კავდება არასასურველი ნივთიერებები, რომლებზეც იგი ანთებითა და ტკივილით რეაგირებს.

6. უძილობა

ძილის უკმარისობა გავლენას ახდენს ორგანიზმის უნარზე, აღადგინოს ქსოვილები და უჯრედები. როცა სხეულს არ აქვს საკმარისი დრო აღსადგენად, ადამიანი ტკივილებს უფრო ხშირად განიცდის.

7. პნევმონია

ეს ფილტვების ინფექცია შეიძლება ძალიან საშიში იყოს მკურნალობის გარეშე. პნევმონია იწვევს იმას, რომ ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს. მისი უკმარისობის გამო, ერითროციტები და ქსოვილები ვეღად ფუნქციონირებენ საჭირო სახით, რაც ტკივილებს გამოიწვევს.

8. ართრიტი

ეს დაავადება მაშინ ჩნდება, როცა სახსრებზე ანთება იწყება, ამაზე კი ტკივილი მიგანიშნებთ. ართრიტი შეიძლება ავტოიმუნური მდგომარეობის შედეგი იყოს, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს სახსრებზე გადაფენილ ჯანმრთელ ქსოვილებზე შეტევას.

9. ავტოიმუნური დარღვევები

ართრიტის გარდა, სხვადასხვა ავტოიმუნური დარღვევა შეიძლება სხვა ისეთი დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს, რომელთა დროსაც სხეულის ტკივილი იგრძნობა.

10. სისტემური წითელი მჭამელა

ესაა უცნობი ეტიოლოგიის შემაერთებელი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც ნებისმიერი ორგანოს დაზიანება შეუძლია: სახსრების, თირკმლების, ფილტვების, გულის… მჭამელა, ხშირად, სხვა დაავადებების სიმპტომებს ბაძავს, მაგალითად, შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, შეშუპება, სახსრების ტკივილი.

11. მიოზიტი

მას კუნთების ანთება ახასიათებს. მიოზიტის სხვა სიმპტომები მოიცავს დაღლილობასა და ავადმყოფობის საერთო შეგრძნებას.

12. გაფანტული სკლეროზი

ამ შემთხვევაში, ავტოიმუნური პროცესი ეხება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. გს-ს მქონე ადამიანები გრძნობენ ტკივილებს სხეულში, რადგან ქსოვილები, რომლებიც მათ ნერვულ უჯრედებს არტყამს გარს, მუდმივი ანთებითაა დაზიანებული.

როდის მივმართოთ ექიმს

ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ მუდმივ ტკივილს განიცდის, მიუხედავად მასთან ბრძოლისათვის გამოყენებული საშუალებებისა. ასევე, სახეზეა

  • ძლიერი ტკივილი, ხილული მიზეზის გარეშე;
  • სხეულის ტკივილი, რომელიც გამონაყართან ერთად ჩნდება;
  • სხეულის ან კუნთების ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი სიწითლე ან შეშუპება;
  • მუდმივი ციებ-ცხელება;
  • სხეულის ტკივილი, ძლიერ შეშუპებასთან ერთად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს