არსებობს მრავალი მიზეზი, რომლებიც ადამიანებში იწვევს ყაბზობას, მუცლის ტკივილთან ერთად, დაწყებული ცხოვრების წესითა და დასრულებული მძიმე და საშიში დაავადებებით.
ამ სტატიაში სწორედ ამ გარემოებებზე ვისაუბრებთ.
1. დაურეგულირებელი უჯრედისი
NIDDK-ს (დიაბეტის, საჭმლის მონელების ორგანოებისა და თირკმლების დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის) რეკომენდაციების თანახმად, ადმაიანებმა ყოველდღიურად 25-31 გ უჯრედისი უნდა მიიღონ. მისი როგორც მნიშვნელოვანი დეფიციტი, ისე სიჭარბე, შეიძლება იწვევდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, მათ შორის, ყაბზობასა და მუცლის ტკივილებს.
2. სტრესი და შფოთვა
ნერვულ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემას შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი. დეპრესია, დაძაბულობა, შფოთვა და განწყობის სხვა დარღვევები, ასევე, ცხოვრების წესის ფაქტორები, რომლებიც სტრესს იწვევს, შეიძლება აჩენდეს მუცლის ტკივილსა და ყაბზობას ზოგ ადამიანში, ნაწლავებში ბაქტერიულ შემადგენლობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენის უნარის ხარჯზე, რაც ამცირებს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების პოპულაციას.
3. წამლები და დანამატები
ზოგიერთი წამალი და საკვები დანამატიც აუარესებს საჭმლის მონელებას ან იწვევს ყაბზობას. მათ შორისაა:
- ალუმინისა და კალციუმის შემცველი ანტაციდები;
- ანტიქოლინერგიული პრეპარატები;
- სპაზმოლიტიკები;
- კრუნჩხვების საწინააღმდეგო;
- კალციუმის არხების ბლოკატორები;
- დიურეტიკები;
- ზოგიერთი ანტიდეპრესანტი;
- მინერალური დანამატები რკინითა და კალციუმით.
4. უძრაობა
ფიზიკური დატვირთვები და მოძრავი აქტივობა ზრდის კუნთების შეკუმშვის სიხშირეს მთელ სხეულში, მათ შორის, ნაწლავებში, რაც მასში ფეკალიების გადაადგილებას ამარტივებს. შესაბამისად, უძრაობა ამ კუნთებს უმოძრაოს ხდის.
5. მენჯის კუნთების დასუსტება
მენჯის ფსკერის კუნთები ამაგრებს ნაწლავებს, შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს. მათი მოდუნების შემთხვევაში, შეიძლება კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდეს. ამ დარღვევის კიდევ ერთი სიმპტომია უკონტროლო შარდგამოყოფა.
ფაქტორები, რომლებსაც მენჯის კუნთების დასუსტება შეუძლია:
- დაბერება;
- მშობიარობა და ფეხმძიმობა;
- სიმსუქნე;
- დაძაბულობა ხანგრძლივი ყაბზობის გამო.
6. ცელიაკია
ესაა იმუნური რეაქცია, რომელიც ორგანიზმს აქვს გლუტენის (ცილა, რომელიც ბუნებრივად შედის ხორბლის, ქერისა და ჭვავის შემადგენლობაში) მოხმარებაზე. გლუტნი იწვევს წვრილი ნაწლავის დაზიანებას და შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს. აღნიშნული დაავადება, დაახლოებით, ასიდან ერთ ადამიანს ემართება. ცელიაკიის ზოგიერთი საერთო სიმპტომი შეიძლება იყოს:
- მუცლის ტკივილები ან სპაზმები;
- ქრონიკული დიარეა;
- მუცლის შებერილობა და გაზი
- გულისრევა;
- წონაში კლება;
- მუდმივი დაღლილობა.
7. ნაწლავის ანთებითი დაავადება
ნაწლავის ანთებითი დაავადებასაერთო ტერმინია კუჭ-ნაწლავის რამდენიმე ქროიკული დაავადებისთვის, მათ შორის, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი. იგი იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებას, რაც სრულდება ორგანოების დაზიანებითა და სიმპტომებით, რომლებიც ციკლურად ჩნდება და წყდება. მათ, კერძოდ, განეკუთვნება:
- მუცლის ტკივილი და სპაზმები;
- დაღლილობა;
- მადის დაკარგვა;
- გულისრევა და ღებინება;
- წონაში კლება.
8. კოლორექტალური კიბო
ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების მონაცემებით, კოლორექტალური კიბოს გაჩენის რისკი ცხოვრებაში, დაახლოებით, 24 ქალიდან და 22 კაციდან ერთს ემართება.
კოლორექტალური კიბოს ნიშნებში შედის:
- ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობა;
- მუცლის ტკივილი და სპაზმები;
- სისხლი ან ლორწო განავალში;
- აუხსნელი ცვლილებები განავლის კონსისტენციაში;
- დეფეკაციის დროს სავსე ნაწლავების შეგრძნება;
- სისუსტე და დაღლილობა;
- წონაში უმიზეზო კლება.
9. ნაწლავის სხვა პრობლემები
ბევრი მდგომარეობა, რომლებიც მსხვილ ნაწლავზე მოქმედებს, იწვევს მუცლის ტკივილსა და ყაბზობას. ასეთი შეიძლება იყოს
- ანალური ნახეთქი, რომლის დროსაც ხდება უკანა ტანზე შემოკრული ქსოვილის გახეთქვა;
- ნაწლავს პბსტრუქცია – სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, რომელიც ჩნდება, როცა რაღაც ბლოკავს წვრილ ან მსხვილ ნაწლავს;
- დივერტიკულიტი, ანუ ანთება დივერტიკულებისა – ნაწლავების კედლებზე ტომრების მსგავსი წარმონაქმნებისა.
10. თავისა და ზურგი ტვინის ტრავმები და დარღვევები
ზურგისა და თავის ტვინი აკონტროლებს ნაწლავების ცხოველქმედებას და მათი დაზიანება ნეგატიურად მოქმედებს ამ უნარზე. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება ვეღარ განიცადოს შეგრძნება, რომელიც წინ უსწრებს კუჭის მოქმედებას, და ამრიგად, იკარგება კონტროლი დეფეკაციაზე.
მსგავსი ნეირონული დარღვევები შეიძლება გაჩნდეს გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადებისა და ინსულტის დროს.
როდის მივმართოთ ექიმს
მუცლის ტკივილისა და ყაბზობის მქონე ადამიანებმა ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, როცა სახეზეა:
- კოლორექტალური კიბოს ოჯახური ისტორია;
- გაზების გამოთავისუფლების უუნარობა;
- სისხლი განავალში ან რექტალური სისხლდენა;
- ციებ-ცხელება;
- მუდმივი დაღლილობა;
- წონაში აუხსნელი კლება;
- რეციდივირებადი ღებინება;
- ძალიან ძლიერი ტკივილი მუცელში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!