თხაწართსალა, ანუ ივან-ჩაი ჩვენი წინაპრების ცხოვრების ელექსირია. აი, რამდენიმე ფაქტი, რაც ამ სამკურნალო მცენარის შესახებ უნდა იცოდეთ:
- პეტრე ალექსანდროვი ბადმაევი – მკურნალმა, რომელიც თხაწართსალას შესწავლით იყო დაკავებული, 110 წელი იცხოვრა და გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე მამობის სიხარული კიდევ ერთხელ იგრძნო.
- მცენარე 6,5-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი ლიმონი.
- ივან-ჩაი შეგიძლიათ 5-ჯერ მოადუღოთ, რაც გემოსა და სასარგებლო თვისებებზე გავლენას არ მოახდენს.
- მცენარე ერთდროულად ძალებს გმატებთ და გამხნევებთ. სუსტი თხაწართსალას მიღებით ძალების და ენერგიის მომატებას იგრძნობთ, ხოლო კონცენტრირებული სასმელი სწრაფ მოდუნებას და მშვიდ ძილს ხელს უწყობს.
- რუსეთში პეტრე I-ის მეფობის დროს თხაწართსალა ევროპაში ექსპორტის კუთხით მეორე ადგილს იკავებდა.
- ხალხში მცენარეს „უნივერსალურ შინაურ აფთიაქს“, „ცხოვრების ელექსირს“ და ახალგაზრდობის ელექსირს“ უწოდებენ.
- ითვლებოდა, რომ თხაწართსალას იმ დროს ცნობილი დაავადებების 90%-ის თავიდან აცილება ან განკურნება შეეძლო.
- ივან-ჩაი 69-71 სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, რაც მენდელეევის ცხრილის 2/3-ს შეადგენს.
- 2 ჭიქა ივან-ჩაი ნაბახუსევის სინდრომს მოგაშორებთ.
თხაწართსალას 10 სამკურნალო თვისება:
- იმუნიტეტს ზრდის;
- პოტენციას აძლიერებს;
- ახალწარმონაქმნეზე პროფილაქტიკურ ზემოქმედებას ახდენს;
- სისხლძარღვებს აძლიერებს;
- სტრესს, ნერვოზს და მათ შედეგებს უმკლავდება;
- ორგანიზმს ტოქსინების, მძიმე მეტალების და რადიაციისგან წმენდს;
- ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს;
- თავის ტკივილს აქრობს, სიცხის დამწევი თვისება გააჩნია;
- წნევას არეგულირებს;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას ხელს უწყობს;
თხაწართსალას 10 სასარგებლო კომპონენტი:
- ფლავონოიდები (კვერცეტინი და კემფეროლი, სპაზმის მომხსნელ ნაღვლმდენ, შარდმდენ, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს);
- ტანინები (20%-მდე ტანინები, რომლებიც შემკვრელ ანთების საწინააღმდეგო და სისხლის შემაჩერებელ მოქმედებას ფლობენ);
- ლორწო (15%-მდე, რაც დამამშვიდებელ თვისებებს უზრუნველყოფს, ანთების შემცირებას, ტკივილის გაყუჩებას, დამშვიდებას და კრუნჩხვების მოშორებას ხელს უწყობს);
- ალკაროიდები (ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას, ნერვული სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებენ, კარგი ტკივილგამაყუჩებელია);
- ქლოროფილები (მცენარის მწვანე პიგმენტი, რომელიც სინათლის ენერგიას შთანთქავს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და სიმსივნის უჯრედების განადგურებას ხელს უწყობს);
- პექტინები (ეს ნივთიერება ჩაის შენახვის ვადას ზრდის და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის);
- A ვიტამინი (ადამიანის ზრდაზე გავლენას ახდენს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, ინფექციების მიმართ გამძლეობას ზრდის, ეპითელური უჯრედების ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს);
- B ვიტამინი (ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოქიმიური რეაქციის განხორციელებას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებს, ლორწოვან გარსს იცავს);
- C ვიტამინი (6-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ლიმონში);
- ისეთი მიკროელემენტები, როგორიცაა: რკინა, სპილენძი, ტიტანი, მანგანუმი, ნიკელი, მოლიბდენი, ბორი და ა.შ.
10 დაავადება, რომლის თავიდან აცილებას თხაწართსალას დახმარებით შეძლებთ:
გახსოვდეთ, რომ თხაწართსალა მთავარი მკურნალობის შესანიშნავი დანამატი და ორგანიზმისთვის პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა, თუმცა ის ყველა უსიამოვნების პანაცეას არ წარმოადგენს.
- ანემია;
- გასტროენტეროლოგიური დაავადებები: გასტრიტი, კუჭის წყლული, ციროზი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება;
- შარდსასქესო სისტემის დაავადება: თირკმელი, შარდის ბუშტი, ცისტიტი;
- სასუნთქი გზების დაავადება: მწვავე რესპირატორული ინფექციები, ტონზილიტი, ტუბერკულოზი;
- დერმატოლოგიური დაავადებები: ფსორიაზი, ძირმაგარა, აკნე, ეგზემა, დერმატიტი;
- მოწამვლა;
- ნერვული სისტემის დაავადება: ნერვოზი, ისტერია, ფსიქოზი, დეპრესიული მდგომარეობა;
- იმუნოდეფიციტი;
- ღრძილების გაზრდილი სისხლდენა, კარიესი;
- ახალწარმონაქმნის პროფილაქტიკა;
როგორ მოვადუღოთ ივან-ჩაი:
საბაზო ვარიანტი, რომელიც პირველ ჯერზე გამოგადგებათ, სანამ სასმელს კარგად შეისწავლით.
- 2-3 კოვზი ივან-ჩაი ნახევარ ლიტრ წყალზე აიღეთ.
- ჩაიდანი 1/3 წყლით აავსეთ. 5 წუთით დაელოდეთ და დარჩენილი წყალი დაუმატეთ.
- სასურველია, რომ სასმელი 15 წუთით დააყენოთ.
- შეგიძლიათ ივან-ჩაის წყალი 5-ჯერ დაასხათ. ასე მისი ღირებული თვისებები არ განადგურდება.
- სასმელი უფრო რბილი რომ გამოვიდეს, სუფთა ან წყაროს წყალი გამოიყენეთ.
- შაქარზე უარი თქვით. მის ნაცვლად გარგარის ჩირი, ქიშმიში ან სხვა ნებისმიერი ჩირი მიირთვით.
10 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ ივან-ჩაი ჩვეულებრივი ჩაის და ყავის ნაცვლად:
- ივან-ჩაი არ შეიცავს კოფეინს და შარდმჟავას, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არღვევს და ორგანიზმის წამლავს.
- მცენარე საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს არ შეიცავს.
- ის ძალიან გემრიელია. პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ჩაისგან ვერ განასხვავებთ, მაგრამ რბილი ყვავილოვანი ბალახის არომატი და გემო აქვს.
- ჯერ კიდევ იაპონელი ბრძენები ამბობდნენ, რომ ჩვეულებრივი ჩაი მოდუღებიდან რამდენიმე საათში ტოქსიკური და საზიანო ხდება. ივან-ჩაი კი შეგიძლიათ 5-ჯერ მოადუღოთ, რაც მის გემოსა და სასარგებლო თვისებებს არ დააზიანებს.
- ყურადღება მიაქციეთ ძალიან ხარისხიანი ჩვეულებრივი ჩაის ჭიქაზე ნადებს, რომელიც გარკვეულ დროში ჩნდება. განა ეს არაა მიზეზი, რომ ჩვეულებრივი სასმელის ალტერნატივა ეძებოთ?
- ჟანგბადის ზემოქმედებით ჩვეულებრივ ჩაიში ბაქტერიები და მავნე ნაერთები ჩნდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძველი, ჩვეულებრივი ჩაის დალევა არ ღირს. ივან-ჩაი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება.
- მცენარე 69-71 სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რაც მენდელეევის 2/3 ცხრილს შეადგენს. ის მთელი ორგანიზმისთვის სარგებელს შეიცავს.
- ივან-ჩაის უკუჩვენება არ აქვს. შეგიძლიათ ბავშვებს, ორსულებს და პაციენტებს დაალევინოთ. თუმცა ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია უნდა გაითვალისწინოთ.
- ეს მომგებიანია. ივან-ჩაის 5-ჯერ მოდუღება მის თვისებებსა და გემოზე გავლენას არ ახდენს. ხოლო სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ 2-3 ჩაის კოვზი მცენარე ნახევარ ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ.
- თითქმის ნულოვანი კალორიულობა აქვს, სხეულს საჭირო ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, ამასთან შიმშლის გრძნობის გაკონტროლებას ხელს უწყობს.
ნებისმიერი პრეპარატის, საშუალების ან მკურნალობის მეთოდის გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს