იმ შემთხვევებში, როცა შეშუპება არაა დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ორგანიზმში წყლის შეკავების მიმართ მიდრეკილების შემცირება შეგვიძლია რამდენიმე მარტივი ხრიკის გამოყენებით.
სითხის შეკავება ხდება სისხლძარღვოვან სისტემაში, ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში, რაც შეშუპებას იწვევს.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ეს ხდება, ზოგიერთი მათგანი კი სრულიად უვნებელია. მაგალითად, ქალები მიდრეკილი არიან შეშუპებისადმი, ორსულობის დროს ან მენსტრუაციის წინა პერიოდში. გარდა ამისა, შეშუპება ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად არ აქციურობენ, აქვთ მჯდომარე პროფესია.
საბედნიეროდ, არსებობს მარტივი საშუალებები, რომლებიც ამცირებს წყლის შეკავებას.
1. მიიღეთ ნაკლები მარილი
რაციონში მარილის შემცირების ყველაზე მარტივი გზაა უარის თქმა გადამუშავებულ საკვებზე, პირველ რიგში, ხორც-პროდუქტებსა და ნახევარფაბრიკატებზე. ეს პროდუქტები ნატრიუმის – მარილის ერთ-ერთი კომპონენტის) უდიდესი წყაროა. დამტკიცებულია, რომ ნატრიუმის მოხმარება იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
2. მოიხმარეთ მეტი მაგნიუმი
პმს-ის მქონე ქალების გამოკვლევამ აჩვენა: მაგნიუმის მოხმარება, დღეში 200 გ ოდენობით, ამცირებს სითხის შეკავებასა და შეშუპებისადმი მიდრეკილებას ქალებში, რომლებსაც პრემენსტრუალური სინდრომი აწუხებთ. მაგნიუმის კარგი წყაროებია თხილი, სრული მარცვლბი, შავი შოკოლადი და ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული.
3. ჩართეთ რაციონში ვიტამინი B6
ვიტამინი B6 – ესაა რამდენიმე მონათესავე ვიტამინების ჯგუფი, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად. ვიტამინი B6 ცნობილია თავისი უნარით, შეამციროს წყლის შეკავება პმს-ის დროს.
ვიტამინ B6-ით მდიდარია ბანანი, კარტოფილი, ბერძნული კაკალი, ხორცი.
4. მიირთვით კალიუმით მდიდარი პროდუქტი
კალიუმი მინერალია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: მაგალითად, ასრულებს იმ სიგნალების ელექტრული გადამცემის ფუნქციას, რომლების სხეულის მუშაობას უზრუნვლყოფს. ეს მინერალი ამცირებს შეშუპებისადმი მიდრეკილებას ორი გზით – ამცირებს ნატრიუმის დონეს და ზრდის შარდის გამომუშავებას.
კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ბანანი, ავოკადო, პომიდორი.
5. მეტი იმოძრავეთ
უბრალო სეირნობა, შეუძლება ეფექტურად შეამციროს სითხის დაგროვება სხეულის ზოგიერთ ნაწილში, კერძოდ, ფეხებში.
6. მოერიდეთ რაფინირებულ ნახშირწყლებს
რაფინირებული ნახშირწულების მოხმარება იწვევს სისხლში შაქრია და ინსულინის დონის მკვეთრ ზრდას. ინსულინის მაღალი დონე აიძულობს ორგანიზმს, შეიკავოს მეტი ნატრიუმი, თირკმლებში ნატრიუმის რეაბსორბაციის გაზრდის ხარჯზე.
რაფინირებული ნახშირწყლებია თეთრი შაქარი, გადამუშავებული ხორბალი (უპირველეს ყოვლისა, თეთრი ფქვილი).
7. გამოიყენეთ ნატურალური დიურეტიკები
აღნიშნული საშუალება აძლიერებს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, შარდთან ერთად. ეფექტური ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა ბაბუაწვერა (ფოთლების ექსტრაქტი), მინდვრის შვიტა, ოხრახუში, ჰიბისკუსი, ნიორი, ცერეცო, ძახველის წვენი.
თუ სითხის შეკავება დიდხანს გრძელდება, მიუხედავად მიღებული ზომებისა, ან იწვევს ბევრ პრობლემას თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შეშუპება შეიძლება ისეთი შინაგანი დაავადებების სიმპტომი იყოს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმლების პრობლემები.