ხანდახან, ნებისმიერი მიზეზის გამო ექიმთან წასვლა არ გვინდა, ორგანიზმში არსებული პრობლემების გამოვლენაზე კი უარს არ ვიტყოდით. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ერთ ძალიან საინტერესო გზას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამოსავლენად. როგორც ჩანს, ყველასათვის ნაცნობი თერმომეტრი ამ ორგანოს დაავადებების გამოვლენაში დაგვეხმარება.
50 წლის წინ, ბროდა ოტო ბარნსმა, ამერიკელმა მეცნიერმა, გამოავლინა საინტერესო ურთიერთკავშირი სხეულის ტემპერატურასა და ფარისებრი ჯირკვლის ქმედუნარიანობას შორის.
მეცნიერმა განსაზღვრა კანონზომიერება – ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესის დროს, სხეულის ტემპერატურა დილაობით ნორმის ფარგლებს სცდება. ამ “ტესტის” ჩატარებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ტემპერატურა გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ საწოლში ყოფნისას უნდა გაიზომოთ.
ახლა კი, იმისათვის, რომ ანთებითი პროცესების არსებობის შესახებ გავიგოთ, მხოლოდ თერმომეტრი დაგვჭირდება.
რა უნდა გააკეთოთ:
მოამზადეთ თერმომეტრი წინასწარ, საღამოსვე. მასში არსებული ვერცხლისწყალი 35 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. გაღვიძებისთანავე მოათავსეთ თერმომეტრი იღლიაში და გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთით. შემდეგ ჩაიწერეთ მიღებული შედეგი – მას “დილის ბაზალურ ტემპერატურას” უწოდებენ. მისი დიაპაზონის ნორმა შეადგენს 36,5 C-დან 36,8 С-მდე მონაკვეთს.
შედეგების განმარტება
თუ თქვენი მიღებული შედეგი ნორმის ფარგლებშია, მშვიდად იყავით – ფარისებრი ჯირკვალი წესრიგშია.
- თუმცა, თუ დილით ტემპერატურა 36,5 გრადუსზე ნაკლებია, ესე იგი, ჰიპოთირეოზი გაქვთ. ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს იმდენად აქტიურად, რამდენადაც საჭიროა. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით, თქვენ ხშირად გაწუხებთ გაციება, დეპრესია, დაღლილობა, კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები.
- ხოლო, თუ თქვენი ბაზალური ტემპერატურა 36,8 გრადუსს აღემატება, ეს ჰიპერთირეოზის ნიშანია. აქ ყველაფერი პირიქითაა – ფარისებრი ჯირკვალი იმაზე უფრო აქტიურად მუშაობს, ვიდრე საჭიროა. დიდი ალბათობით, ორგანიზმში რაღაც ანთებითი პროცესია ჩაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავად ხართ და არ მკურნალობთ.
გაითვალისწინეთ, რომ ექსპერიმენტის შედეგები სწორი იყოს, გაიმეორეთ მსგავსი პროცედურა არანაკლებ სამჯერ ზედიზედ, სამ სხვადასხვა დღეს.