მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ადასტურებს, რომ 2016 წელს ზედმეტი წონა 18 წელს ზემოთ მამაკაცების 39%-ზე მეტს და ქალების 40%-ს მეტს ჰქონდა. ეს დაახლოებით 1,9 მლრდ ადამიანია, მათ შორის 650 მლნ სიმსუქნით იტანჯება. ზედმეტი წონა ყოველთვის ბევრი ჭამის ან არასაკმარისი სირბილს შედეგს არ წარმოადგენს. ზოგჯერ მიზეზი საკმაოდ ღრმა არის.
თქვენთვის გავარკვიეთ, თუ რომელი დაავადებები იწვევენ ზედმეტ წონას და გავარკვიეთ, როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი და არა სპორტულ დარბაზში ვარჯიში.
1. ჰიპოტირეოზი
ფარისებრი ჯირკვლის სწორი მუშაობა – კარგი მეტაბოლიზმის ნიშანია. ხანგრძლივად თიროქსინის ჰორმონის ნაკლებობა მეტაბოლიზმის გართულებას იწვევს. ერთი შეხედვით შეიძლება დაღლილობასთან აგვერიოს. ძილიანობა, არაფრის კეთების სურვილის, შრომისუნარიანობის შემცირება – ტიპიური მელანქოლია.
თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ: ამ ყველაფერთან ერთად კანი მშრალი და შეშუპებული გახდა, ფრჩხილები და თმები მტვრევადი? ანემია, გულისრევა და შეკრულობა დაგეწყოთ? შესაძლოა, ეს ჰიპოტირეოზი იყოს: მეტაბოლიზმი ირღვევა, ნაწლავების მუშაობა ნელდება, აქედან ჩნდება სიარულის არ ქონის სურვილი და ზედმეტი წონა. თუ ამ ნიშნებს აღმოაჩენთ, ექიმს ეწვიეთ, რადგან დიეტა და ვარჯიში არაფერს იმოქმედეს.
2. პროლაქტინომა
პროლაქტინომის ჰორმონი რეპროდუქციული ფუნქციების რეგულაციისთვის გვჭირდება, ახალგამომცხვარ დედებს ლაქტაციისთვის. ზომიერი რაოდენობით ის ბავშვისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების გადაცემაზე არის პასუხისმგებელი. როცა ჭარბი რაოდენობით მისი გამოყოფა ხდება, დადებით თვისებიანი სიმსივნე იქმნება, ამასთან ქალებში 6-10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.
დამახასიათებელი ნიშნებია – პათოლოგიური რძის სეკრეცია (რომელიც მშობიარობასთან არ არის დაკავშირებული), არა რეგულარული მენსტრუაცია. მამაკაცებში ლიბიდოს შემცირება, გონების და მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილები. ორივე სქესში ზედმეტი წონის გაჩენა, ამასთან ქალური სახის, ანუ მკერდის არეში და მხრებში.
დაავადება განკურნებადია. ენდოკრინოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ.
3. მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი
1-ელი ტიპის შაქრიანი დიაბეტისგან განსხვავებით, ამ დროს პანკრეასი საჭირო რაოდენობის ინსულინს გამოიმუშავებს. თუმცა რეცეპტორები მასზე სწორად არ რეაგირებენ – ინსულინის ათვისება არ ხდება. შედეგად ჭარბ ჰორმონი გროვდება და ადამიანი გასუქებას იწყებს.
საფრთხე იმაშია მდგომარეობს, რომ მისი გამოვლენა არაფრით ხდება და მხოლოდ სისხლის ანალიზის დროს ჩნდება. ჩვეულებრივი დიაბეტური ნიშნები, როგორიცაა დაუოკებელი წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა, შეიძლება არც შეიმჩნეოდეს. თუ წონის მომატებასთან ერთად კანის ქავილს შენიშნავთ, დროა ფრთხილად იყოთ.
4. ინსულინომა
თუ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპერგლიკემია არის დამახასიათებელი – სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, ინსულინომის დროს ყველაფერი პირიქით არის. ახალ წარმოქმნილი პანკრეასის ჯირკვლები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევენ, სწორედ ამიტომ ჰიპოგლიკემია იქმნება. ის შიმშილის გრძნობას იწვევს – სხვანაირად სისხლში შაქრის დონე როგორ შევინარჩუნოთ?
როცა შაქრის დონის შენარჩუნებას ვერ ვახერხებთ, იქმნება ტაქიკარდია, კანკალი, ლაპარაკის და ქცევის დარღვევა, შეიძლება ადამიანმა გონებაც დაკარგოს. ჰიპოგლიკემიური შეტევა უსიამოვნოა, სწორედ ამიტომ ორგანიზმი ინსტიქტურად შიმშილის სიგნალებს იძლევა. ასე ზედმეტი წონაც გროვდება. თუ ხშირად წახემსებას ვერ აკონტროლებთ, ექიმს ეწვიეთ.
5. სტრესი და დეპრესია
რა არის და რისთვის არის საჭირო კორტიზოლი? ჰორმონი არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას და სტრესის რეაქციების განვითარებაში მონაწილეობს. მათ შორის მისი ამოცანაა – ენერგიული რესურსის შენარჩუნება სტრესის პერიოდში.
ქრონიკული სტრესი კორტიზოლის და ადრენალინის გამომუშავებას ხელს უწყობს. ასე რესურსები ცხიმის სახით დაგროვებას დაიწყებს. ყველაფერი ეს დაღლილობის, უძილობის და აპათიის დროს? შესაძლოა, თქვენ დეპრესიის ზღვარზე ხართ. ეს არა უბრალოდ მოწყენილობა, არამედ სერიოზული დაავადება, რომლის განკურნებაც მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
6. ისენკო-კუშინგის დაავადება
სტრესი და კორტიზოლის ჭარბი დონე არა მხოლოდ დეპრესიას, არამედ უფრო სერიოზულ და იშვიათ დაავადებას იწვევს. ისენკო-კუშინგის დაავადებით 1 მლნ-ში 10-15 ადამიანი იტანჯება. ცხიმი უჩვეულო სახით გროვდება: მუცელზე და კისრის უკან. ამასთან ფეხები და ხელები მოხდენილი რჩება.
ნიშნების სხვა რამეში არევა რთულია, მაგრამ ხშირად მას დიაბეტური მდგომარეობა, ქოლესტერინის მომატება და უძილობა ახლავს. მადა ამასთან შესანიშნავია.
7. პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი
ზედმეტი წონა და არარეგულარული მენსტრუაცია და შაკიკი – შეიძლება პოლიკისტოზის ნიშანი იყოს. სიმსუქნე ამ შემთხვევაში მამაკაცის ტიპს არის, ანუ ფიგურის ზედა ნაწილი “მძიმეა”, მუცელი პირველ რიგში იზრდება. ამასთან უსიამოვნო ნიშნები, ზედმეტი თმა სხეულზე, კანის, თმის პრობლემები, ხშირად ორგანიზმში რამდენიმე ორგანოს რღვევა ერთდროულად იწყება.
ამ ენდოკრინული აშლილობის მიზეზი არის სქესობრივი ჰორმონების ნაკლებობა. კვერცხის უჯრედები ამ შემთხვევაში არ იშლება და კვერცხის უჯრედზე რჩება. ამ უსიამოვნო დაავადებით ყოველი მეხუთე ქალი იტანჯება. მიუხედავად ამისა, მისი წარმატებით მკურნალობა შეიძლება. რამეში ეჭვი შეგეპარათ? კონსულტანცია არ გადადოთ.
რა თქმა უნდა, ცალკე აღებული ეს ნიშნები სერიოზულ დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგრამ თუ მთელ რიგ კომპლექს შეამჩნევთ საჭირო ზომების მიღება იჩქარეთ.