8 პასუხი კბილებთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმული კითხვებზე – პრაქტიკოსი სტომატოლოგისგან

3683
8 პასუხი კბილებთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმული კითხვებზე - პრაქტიკოსი სტომატოლოგისგან
8 პასუხი კბილებთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმული კითხვებზე - პრაქტიკოსი სტომატოლოგისგან

მოგესალმებით! მე მარინა კუზნეცოვა ვარ, პრაქტიკოსი სტომატოლოგ-თერაპევტი და სტომატოლოგ-ორთოპედი, ტელეარხს dentaljedi ვმართავ. პრაქტიკაში პაციენტები ბევრ კითხვას მისვამენ და მათგან უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს: როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი სწორად, როგორ მივაღწიოთ ქათქათა ღიმილს, როგორ დავამარცხოთ კარიესი ერთხელ და სამუდამოდ?

დღეს, სპეციალურად თქვენთვის ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე პასუხს გავცემ და კბილების მოვლასთან დაკავშირებულ მითებს დავამსხრევ. სტატია ექიმთან კონსულტანციას ვერ ჩაანაცვლებს და მეცნიერულ სტატიას არ წარმოადგენს, არამედ გაცნობით ხასიათს ატარებს.
1. როგორ დავამარცხოთ სტომატოლოგების შიში?

“სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე თქვენი სტომატოლოგი მარინა ვარ”

სტომატოლოგების თითქმის ყველას ეშინია, და ეს ნორმალურია: მკურნალობის დროს ექიმი თქვენს პირად სივრცეს ეხება, ხოლო ყველა მანიპულაცია პირდაპირ თქვენს პირის ღრუში ხდება და შეუძლებელია ამისი არ გეშინოდეთ. ასეთი შემთხვევის დროს რამდენიმე სასარგებლო რჩევა არსებობს:

  • ყველაზე მთავარი – საქმე მწვავე ტკივილამდე არ მიიყვანოთ! როცა კბილი “დაავადებულია” ანესთეზია ცუდად მოქმედებს, თქვენ ინერვიულებთ და ჩარევა საკმაოდ დიდ დროს წაიღებს.
  • ვიზიტის წინ ძლიერი დამამშვიდებლის, ყავის და ენერგეტიკული სასმელის დალევა არ ღირს, რადგან ისინი ანესთეზებთან რეაქციაში შედის (ანესთეზიის მოქმედებას აძლიერებს ან პირიქით ამცირებს). სცადეთ, დამშვიდდეთ საკუთარი ძალებით, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე. თუ ძალიან ნერვიულობთ, ვიზიტის წინ ბალახების ჩაი დალიეთ. ეს შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრ პაციენტს ეს დამშვიდებაში ეხმარებათ. არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლი არ დალიოთ: ანესთეზია უბრალოდ არ იმოქმედებს, ამასთან ეს რიგ გართულებებს გამოიწვევს. აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც ღებულობთ.
  • თუ არის შესაძლებლობა, უმჯობესია თუ ჯერ ექიმს გაიცნობთ, კონსულტანციაზე მიხვალთ, მკურნალობის გეგმას შეადგენთ. შემდეგ ვიზიტის დროს თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ და შიში გაქრება.
  • მკურნალობა შეიძლება მარტივიდან რთულამდე დაგეგმოთ. რეკომენდებულია გაწმენდის დაწყება, შემდეგ მცირე კარიესის მკურნალობა და ბოლოს არხების მკურნალობა და ამოძრობა. თქვენ ექიმს და კლინიკას შეეჩვევით და ნელ-ნელა რთულ ჩარევას უფრო მარტივად გადაიტანთ.
  • ეცადეთ ექიმთან ვიზიტი დილის საათებში დაგეგმოთ. ასე თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ, საკუთარ თავის ფიქრებში გახვევას ვერ მოასწრებთ. ასევე საღამოობით ტკივილის შეგრძნება მატულობს. თუ გაქვთ შესაძლებლობა დასვენების დღე აიღეთ და ამ დღეს სამსახურში არ წახვიდეთ.

2. რატომ ჩნდება კარიესი და მის წარმოქმნას ხელი როგორ შევუშალოთ?


მოკლედ რომ ვთქვათ, კარიესის წარმოქმნის მექანიზმი ასეთია: თავიდან მჟავე გარემო იქმნება (მიზეზი შეიძლება იყოს კბილზე ნადები ბაქტერია,რომლებიც მჟავებს აწარმოებს, pH მჟავას შემცველობის საკვები პროდუქტები). მჟავე გარემო მინანქრიდან მინერალებს გამოდევნის, მის სტრუქტურას არღვევს. ემალზე ხვრელები ან ღრმულები ჩნდება, შემდეგ ის ღრმავდება და მინანქარი თანდათანობით ნადგურდება.

მას შეგვიძლია შემდეგნაირად ვებრძოლოთ:

  • კბილებს კარგად მოვუაროთ, მინანქრის რემინერალიზაცია გაიკეთოთ. მინანქრის მინერალებით ავსება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია R.O.C.S. Minerals, Tooth Mousse.
  • კბილები მჟავე გარემოში დიდხანს არ დატოვოთ. კანფეტის ჭამის, გაზიანი სასმელის დალევის შემდეგ – პირი სავლებით გამოივლეთ, ან სუფთა წყალი მაინც დააყოლეთ.
  • გაზიანი სასმელები, წვენი, და სხვა მსგავსი სასმელები ძილის წინ, კბილების გაწმენდის შემდეგ არ დალიოთ. ღამით ნერწყვი ფაქტიურად არ გამოიყოფა, ეს იმას ნიშნავს რომ 8 საათის განმავლობაში მინანქრის დემინერალიზაციის პროცესი მიდის. კბილების გაწმენდის შემდეგ ღამით მხოლოდ წყლის დალევა შეგიძლიათ.

3. როგორ მოვუაროთ კბილებს სწორად?

  • საშუალოდ უხეში კბილის ჯაგრისით კბილები დღეში 2-ჯერ მინიმუმ 3 წუთით გაიხეხეთ (უფრო რბილი ჯაგრისი მგრძნობიარე კბილების მქონე ადამიანებს გამოადგებათ). მნიშვნელოვანია კბილები ყველა მხრიდან კარგად გაწმინდოთ ზემოდან ქვემოთ მოძრაობით. მთავარი შეცდომა, რომელსაც ყველა უშვებს – მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ. ასეთი ტექნიკის დროს ნადები და ბაქტერიები კბილებში და მათ შორის ადგილებში კიდევ უფრო ღრმად აღწევს.
  • თუ თქვენ ჩასმული გაქვთ ბრეკეტები, იმპლანტი, რეკომენდებულია იროგატორების და სპეციალური ჯაგრისების გამოყენება უფრო კარგად გაწმენდისთვის.
  • სტომატოლოგს პროფილაქტიკური შემოწმებისთვის ნახევარ წელში ერთხელ უნდა ეწვიოთ და პროფესიული გაწმენდა ჩაიტაროთ. მაშინაც კი თუ კბილებს სწორად იწმენდთ, ძნელად მისაღწევი ადგილები არსებობს, რომელთა გაწმენდაც მხოლოდ ექიმს შეუძლია. ასევე ვიზიტის დროს შესაძლო პრობლემის აღმოჩენასაც შეძლებთ და მათ სწრაფად მოიშორებთ.
  • არ დაგავიწყდეთ, კბილის ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ გამოცვალეთ. ძველი ჯაგრისი ახლით შეგიძლიათ პროფესიული წმენდის შემდეგ ჩაანაცვლოთ, რადგან ძველზე ბევრი სახის მიკროორგანიზმი არსებობს, რომლებიც ახლა გაქრნენ. ჯაგრისი გრიპის ან ბრონქების დაავადების შემდეგ გამოცვალეთ. რაც შეეხება ელექტრონულ ჯაგრისებს, ისინი ადამიანებს ყოველდღიურად წმენდის მოტივაციას აძლევენ, მაგრამ ჩვეულებრივი ჯაგრისი ამ საქმეს უფრო კარგად ასრულებს.

4. როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა?


კბილების წმენდის დროს მთავარია – სწორი ტექნიკა. თუ კბილებს 30 წამი იწმენდთ, ყველაზე ძვირადღირებული კბილის პასტაც ვერაფერს შეძლებს.

თუ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები არ გაქვთ, შეგიძლიათ აბრაზულის გარდა ნებისმიერი კბილი პასტა გამოიყენოთ. თუ კონკრეტული პრობლემა გაწუხებთ, ჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ და აირჩიოთ პასტა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრისთვის არის განკუთვნილი. პასტის თქვენით შერჩევის შემთხვევაში ფულს სულ ტყუილად გადაყრით.

ასევე თქვენს რეგიონში წყალში ფტორის შემცველობას მიაქციეთ ყურადღება: ოპტიმალური მაჩვენებელია 0,7-1,2 მგ/ლ. თუ უფრო ნაკლებია გამოიყენეთ პასტა ფტორით. ფტორი – ერთადერთი ნივთიერება, რომელიც კარიესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, რაც კვლევებმა დაადასტურა კიდეც. ამასთან ბევრი სტატია არსებობს, რომლებიც ამ ნივთიერების საფრთხეზე საუბრობს. ფტორი ნამდვილად ტოქსიკურია და ეს საიდუმლო არაა, მაგრამ ყველაფერი სხვა წამლებთან კონცენტრაციაზე არის დამოკიდებული. დღესდღეობით არცერთი კვლევა არ არსებობს, რომლებიც პროფილაქტიკური მიზნით ფტორის შემცველი პროდუქტების გამოყენების ზიანზე ისაუბრებს.

5. როგორ გავითეთროთ კბილები?


არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა RDA – კბილის პასტის აბრაზულობის მაჩვენებელი. ის 0-დან 220-მდე მოძრაობს. თუ პასტას აწერია “მათეთრებელი”, RDA სავარაუდოდ 70-ს შეადგენს, ანუ მასში დიდი რაოდენობით აბრაზული ნაწილებია. კბილებისთვის ეს ზედაპირის სახეხი ქაღალდით დამუშავების ტოლფასია. სწორედ ამიტომ მათ აწერია “ყოველდღიური გამოყენება არ შეიძლება”. თუ კბილები მგრძნობიარე არაა და არ გაწუხებთ, არ გიყვართ ჩაი და ყავა, შეგიძლიათ პერიოდულად მაღალი RDA-ს შემცველობის პასტა გამოიყენოთ.

მგრძნობიარე კბილებისთვის უმჯობესია თუ მაქსიმალურად დაბალი RDA-ს შემცველობის (დაახლოებით 20-40) პასტას გამოიყენებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ პასტის საშუალებით კბილების გათეთრება მხოლოდ ყავის, ჩაის ან თამბაქოს ნადების მოშორების ხარჯზე ხდება. მისი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თქვენს ბუნებრივ ფერს დაიბრუნებთ რომლებიც ყველა ადამიანს ჩვეულებრივ მოყვითალო აქვს. რამდენიმე ტონით კბილების გათეთრებას მხოლოდ სტომატოლოგის კაბინეტში შეძლებთ. გაითვალისწინეთ, სასურველი ფერი ფრთხილად უნდა შეარჩიოთ: არაბუნებრივად თეთრი კბილები უშნოდ ჩანს და თვალის თეთრ გუგებთან დიდ კონტრასტს ქმნის.

6. რა არის ფისური და როგორ დავლოქოთ?


ფისური ბუნებრივი ჩაღრმავება არის საღეჭ კბილებზე. მათი ფორმა საკვების შიგნით დარჩენას და კარიესის გავრცელებაზე კარგ პირობას წარმოადგენს. ხშირად ბაქტერიების გავრცელება აქედან იწყება.
სტომატოლოგები ხშირად ფისურებს ლუქავენ რომ კარიესის გავრცელებას ხელი შეუშალონ. აუცილებლობის შემთხვევაში მათი გაწმენდა და სპეციალური ჰერმეტიკებით ამოვსება ხდება. შედეგად ამ ნაწილში ბაქტერიები არ ვრცელდება. ფისურების დალოქვა შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში. ზოგიერთ ქვეყანაში ეს დაზღვევის აუცილებელ მოთხოვნებში შედის.

7. ვინირი – უსაფრთხოა?

instagram.com/rockefellerdentalgroup

 

ვინირი – თხელი ფირფიტა, რომელსაც კბილის გარე ფენას ადებენ და ასე მს ფორმას და ფერს ცვლიან. ვინირს ხშირად ფრჩხილის ლაქს ადარებენ – თხელი გამჭირვალე ფირფიტა ზემოდან ეკვრის და კბილის ფორმას და ფერს ცვლის. თუ კარგ სტომატოლოგთან მიხვედით, ემალის ფენა 0,5-0,7 მმ-ს არ აღემატება, რაც კბილებზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.

რა შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ ვინირი?

  • თუ კბილებს შორის დიდი დაშორება გაქვთ;
  • თუ თქვენი კბილების ფერი არა ორდინალურია, ძნელად თეთრდება;
  • თუ თქვენი კბილების ფორმა არ მოგწონთ;

ძლიერი დაწოლის დროს შეიძლება ვინირი მოგძვრეთ, სწორედ ამიტომ მათი დაყენება უკუჩვენებულია ბრუქსიზმის დროს(ძილში კბილების კრაჭუნი, კბილების ძლიერად დაჭერის ჩვევა და ა.შ.). ვინირი უმჯობესია არ დააყენოთ, თუ ერთი საღეჭი კბილი მაინც გაქვთ ამოღებული. საქმე იმაშია, რომ ვინირს ძლიერი დატვირთვის ატანა არ შეუძლია, ჩაკბეჩვის დროს კი მთელი დატვირთვა წინა კბილებზე ხდება.

ვინირის დაყენების წინ საღეჭ კბილებს მიხედეთ, მათი საღეჭი ფუნქციები აღადგინეთ და ესთეტიურ მხარეს მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდით.

8. რა საფრთხეს იწვევს კბილის დიდი ხნით არ არსებობა?


თუ კბილი ამოიღეთ, დაჟინებით გირჩევთ პროთეზის ჩასმა არ გადადოთ. ზოგიერთი პაციენტი ეკონომიის მიზნით კბილებს არ მკურნალობს, არამედ იღებს, რადგან “მაინც არ ჩანს, კბილის ჩასმა საჭირო რაა, ძალიან ძვირი ჯდება”. ასე ხსნიან.

დროთა განმავლობაში მეზობელი კბილები ადგილს იცვლიან, ძირის და იმპლანტის ჩასასმელად ადგილი აღარ დარჩება, ზედა კბილი ხვრელს ქმნის და ქვემოთ ჩამოდის. პაციენტს ძვირადღირებული ორთოდოპედიული მკურნალობა დასჭირდება, ზედა კბილის მოშორება, შემდეგ ზედა და ქვედა კბილის პროთეზის ჩასმა. მკურნალობის ფასი ორჯერ იზრდება.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომლებიც კბილების პროთეზს უკავშირდება. კოსმეტოლოგები და პლასტიკური ქირურგები ხშირად ტუჩ-ცხივირის ნაკეცის შემცირების მაგალითებს გვიჩვენებენ. ხშირად ასეთი ნაოჭები არა მხოლოდ ასაკთან არის დაკავშირებული, არამედ რამდენიმე საღეჭი კბილების არ არსებობასთან.

შეგიმჩნევიათ, რომ მოხუცებს ტუჩები თითქოსდა შიგნით აქვთ შეწეული, ხოლო სახეზე უკმაყოფილება აწერიათ? ეს ჩვეულებრივ სრულ ან ნაწილობრივ კბილების არ არსებობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ სანამ კოსმეტოლოგს ესტუმრებით, ჯერ კბილები აღადგინეთ. 2-3 კბილის არ არსებობამაც კი კარდინალური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.

თუ კბილთან დაკავშირებული პრობლემა გაწუხებთ, თვითმკურნალობას მოეშვით და ექიმს ეწვიეთ. ეს ბევრ დროს არ მოითხოვს, მაგრამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ: ბევრი პრობლემის ძირი – ცუდი ჰიგიენაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს