ჩემმა დაქალმა, რომელიც უკვე 15 წელია გერმანიაში ცხოვრობს, მასწავლა ნამდვილი საშობაო კექსის გამოცხობა. ამ ნამცხვრის მხოლოდ არომატიც კი დღესასწაულის ატმოსფეროს ქმნის სახლში! ეს ყველაფერი კი მანდარინისა და ცედრის დამსახურებაა, რომლებიც ამ გასაოცარი ნამცხვრის შემადგენლობაშია.
ცომი, სხვათა შორის, ამ კექსში გასაოცარია. შიგთავსის სახით, მანდარინების გარდა, შედის ჩირიც (შეიძლება ქიშმიშით ჩანაცვლება) ან ცუკატები. ეს ნამცხვარი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, ხელმისაწვდომი პროდუქტისგან.
საშობაო კექსი
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოვამზადოთ კექსი “საშობაო მანდარინი”. მკვეთრი, ნაზი და მყუდრო, ციტრუსის არომატით, ჩირითა და მათრობელა, მოახლოებული დღესასწაულის გემოთი.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 150 გ კარაქი
- 125 გ შაქარი
- 3 კვერცხი
- 125 გ ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 2 მანდარინი
- 150 გ ჩირი
- 1 მანდარინის ცედრა
- 2 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი
- 20 გ კარაქი
- 1 ჩ.კ. შაქარი
ინგრედიენტები მოსართავად
- 80 გ შაქრის პუდრა
- 1 ს.კ. წვრილი შაქარი
- 1 მანდარინი
- ლიმონის ცედრა
- 2-3 ღერო როზმარინი
მომზადება
1. გაფცქვენით მანდარინი და დაყავით ლებნებად. დატოვეთ 1 საათით, რათა გარე ფენა ცოტათი გამოშრეს.
2. ჩირი ჩაყარეთ პატარა სასალათეში და დაასხით ფორთოხლის ლიქიორი 30 წუთით.
3. ცომის მომზადებისთვის ათქვიფეთ დარბილებული მასა და შაქარი ფუმფულა მასად. შემდეგ, დაუმატეთ თითო კვერცხი და ისევ კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
4. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი თხევად მასაში. მოზილეთ ცომი.
5. გაახურეთ ტაფა ცოტაოდენი კარაქით, დაუმატეთ შაქარი. გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. ეს დაახლოებით 5 წუთს წაიღებს.
დაალაგეთ ტაფაზე მანდარინის ლებნები და შეწვით რამდენიმე წუთით კარაქზე ორივე მხრიდან. ამოალაგეთ ლებნები თეფშზე.
6. ამაზე ტაფაზე მოათავსეთ ლიქიორში ჩაყრილი ჩირი. გაათბეთ, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. გადაალაგეთ ჩირი ცალკე თეფშზე და გააგრილეთ.
7. დახეხეთ 1 მანდარინის ცედრა და დაუმატეთ ცომს. მასშივე ჩაყარეთ ჩირი და ფრთხილად მოურიეთ.
8. ოთხკუთხედ საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომის ნახევარი. ცომზე მოათავსეთ კარამელიზებული მანდარინები და დაასხით ცომის მეორე ნაწილი. შედგით კექსი გამოსაცხობად 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 50 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
9. მზა კექსი გააგრილეთ და მორთეთ შაქრის პუდრით, წვრილი შაქრით, ლიმონის ცედრით, მანდარინის ლებნებითა და როზმარინის ღეროებით.
ეს გასაოცარი მანდარინის კექსი აუცილებლად უნდა მოამზადოთ წინასადღესასწაულო დღეებში. იგი გაჩუქებთ კარგ განწყობას და, რა თქმა უნდა, ბავშვებსაც მოეწონებათ.