პირველად ფეიხოა 10 წლის წინ გავსინჯე – მეგობარმა ველური კენკრა მოიტანა და დააყოლა: “ძლივს ვიპოვე!” პირველივე კენკრით შემიყვარდა! გასაკვირი არაა, რომ რბილი, ველურმარწყვისებრი გემო, ანანასის ნოტებითა და სასიამოვნო სიმჟავით, ნებისმიერს მოეწონება.
დღეს უკვე ჩვეულებრივი პროდუქტი, რომელსაც ნებისმიერ დახლზე შეხვდებით, ნოემბრიდან იანვრამდე იკრიფება. დიასახლისები თამამად ხარშავენ მურაბას, ხუფავენ კომპოტებს, თანაც ტყუილად: ფეიხოა ნამდვილი ვიტამინური ნაღმია! იგი შეიცავს В ჯგუფის, С, РР ვიტამინებსა და, რა თქმა უნდა, იოდს. იოდის შემცველობით, ფეიხოა არ ჩამორჩება ზღვის პროდუქტებსა და წყალმცენარეებს.
ფეიოხას სასარგებლო თვისებები
1 კგ ფეიხოა დაახლოებით 4 მგ იოდს შეიცავს, ადამიანისთვის ამ ნივთიერების დღიური ნორმა კი 0.15 მგ-ს შეადგენს. კენკრაში წყალხსნადი ფორმის იოდია, ამიტომ მას ორგანიზმი სრულად ითვლისებს. პროდუქტს დიდი სარგებელი მოაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ, ასევე ბავშვებისთვის, რომლებსაც იოდის დეფიციტი აწუხებთ.
ეს ხილი გვეხმარება უამრავი დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. გადახედეთ მის შემადგენლობაში არსებული სასარგებლო ნივთიერებების სიას:
- C ვიტამინი მონაწილეობს გაციებისა და მრვი-ს მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.
- ნივთიერებათა მიმოცვლა რეგულირდება B1 ვიტამინის დახმარებით. ეს ნივთიერება, ასევე, ხელს უწყობს გულის კუნთისა და ტვინის ფუნქციონირებას.
- ვიტამინი B2 ხელს უწყობს ჰორმონების ნორმალური დონის შენარჩუნებას, ხსნის ცხიმებს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში.
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას ვიტამინი B3 არეგულირებს. იგი, აგრეთვე, ამცირებს წნევას და ხელს უშლის ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდას.
- ნივთიერებათა ცვლის პროცესში ყველაზე აქტიურად ვიტამინი B5 მონაწილეობს, იგი ეფექტურია ბრონქიტის, ალერგიისა და ფილტვების დაავადებების დროს.
- ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვები ფერმენტების წარმოქმნაში. მას უნიშნავენ ნერვული სისტემის დარღვევის მქონე პაციენტებს, კრუნჩხვებისა და ხელ-ფეხის გაბუჟების დროს.
- დეპრესიასთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ვიტამინი PP, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას ცილოვან ცვლაში.
ფეიხოა შეიცავს მარტივად ათვისებად ცილებს, ამიტომ ამ პროდუქტს დიეტურ კვებაში გამოიყენებენ, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ოპტიმალურია დღეში 5-6 დღე. ხილის ხის ნაყოფს ახმობენ და ხარშავენ ჩაის, კომპოტებს, ნამცხვრებსა და ხორციან კერძებს.
არასდროს გაფცქვნათ ნაყოფი! ეს სწორედ ისაა, რითიც ფეიხოა სასარგებლოა ქალებისთვის, დაბერების წინააღმდეგ. კანი შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტს, კატეხინსა და ლეიკოანტოცინს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას.
ყველაზე მარტივი გზა გემრიელი წამლის მოსამზადებლად – დაკეპეთ ნაყოფი და დაუმატეთ თაფლი ან შაქარი. იგი რამდენიმე კვირით ინახება მაცივარში, თუმცა შეიძლება გაყინვა ულუფობრივ ჭურჭლებში ან პაკეტებში.
1 კგ ფეიხოასთვის უნდა აიღოთ 0.5 კგ შაქარი. 3 ჩ.კ. მასა დღეში გაგათავისუფლებთ იოდის დეფიციტისგან. ამ მასით შეიძლება ნაყინის მომზადებაც – ბავშვებს ძალიან მოეწონებათ.
ფეიხოას გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა, მისი დამატება შეიძლება ხილის სალათებში, კომპოტების, ხილის სმუზების, ნამცხვრებისა და ჯემის მოსამზადებლად.
როგორ ავირჩიოთ ფეიხოა
კენკრა საკმაოდ ცოტა ხანს ინახება: მოსავლის აღებიდან მხოლოდ 10 დღე, ტრანსპორტირების ჩათვლით, თუ პროდუქტი სრულად მწიფეა. შეინახეთ იგი განიავებად ჭურჭელში ან ერთ ფენად ლანგარზე.
იცოდეთ, რომ ნაყოფი არასრული სიმწიფის სტადიაში იკრიფება, თუმცა სახლში დამწიფდება. თუ შიგთავსი გამჭვირვალე ან თეთრია, კენკრა ხარისხიანია, ხოლო თუ მუქი, ხორცისფერი ან ყავისფერია – ეს გაფუჭებული პროდუქტია და მის შეძენას არ გირჩევთ.
ახლა უკვე იცით, თუ რითია ფეიხოა ორგანიზმისთვის სასარგებლო. არასდროს აუაროთ გვერდი ვიტამინების ამ ძვირფას წყაროს, რადგან იგი თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს და დაგეხმარებათ სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკაში.