ოლივიეს განსაკუთრებული, სადღესასწაულო რეცეპტი

4962

ოლივიეს(მოსკოვურ სალათს) ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. მას სახელი თავისივე შემქმნელის, მზარეულ ლუსენ ოლივიეს საპატივსაცემოდ ეწოდა. მზარეული მოსკოვში, ფრანგული სამზარეულოს რესტორან “ერმიტაჟში” 1860-იან წლებში მუმშაობდა.

დროთა განმავლობაში, რესტორნის სალათი “მოშინაურდა”. საბჭოთა დროში მას განსაკუთრებით ხშირად ამზადებდნენ ახალ წელსა და სხვა დღესასწაულებზე.

ამ გემრიელ სალათს ვერავითარი მუდმივი რეცეპტი ვერ ექნება და მისი განსაკუთრებულობაც სწორედ ამაშია! ამიტომ, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ერი, მას სხვადასხვანაირად, თავიანთი რეგიონისა და ხელმისაწვდომი პროდუქტის მიხედვით ამზადებს.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ოლივიეს განსაკუთრებულ, სადღესასწაულო რეცეპტს, რომელიც დაამშვენებს როგორც საახალწლო, ისე ნებისმიერ განსაკუთრებულ სუფრას.

თუ ნამდვილად გემრიელი ოლივიეს მიღება გსურთ, ნუ მიისწრაფებთ ისტორიული სიზუსტისკენ, უბრალოდ დაიცავით რამდენიმე წესი:

  1. არ დაუმატოთ კარტოფილი;
  2. დაჭერით ყველა პროდუქტი წვრილად, შეძლებისდაგვარად – ბარდის მარცვლის ზომამდე;
  3. არ დაგენანოთ კვერცხი და კარგად მოხარშული სტაფილო;
  4. კიტრი კასრის უნდა იყოს, ეროვნული წესით მომზადებული და არა მაღაზიაში ნაყიდი. მესმის, რომ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტი არაა, ამიტომ ეცადეთ, იპოვოთ შინ მომზადებული კიტრის მწნილი, რომელიც არ იქნება ტკბილი და ძმარიც მინიმალური ოდენობით ექნება.

სალათი ოლივიე

ინგრედიენტები

  • 500 გ საქონლის ხორცი
  • 280 გ დაკონსერვებული ბარდა
  • 1/2 ლიმონი
  • 150 გ სტაფილო
  • 250 გ დამწნილებული კიტრი
  • 150 გ უმი კიტრი
  • 5 კვერცხი
  • 150 გ ვაშლი
  • 150 გ არაჟანი
  •  75 გ მაიონეზი
  • 10 გ შაქარი

მომზადება

1. ხორცი მოხარშეთ, გააცალეთ ქონი და დაჭერით წვრილ, ბარდისოდენა კუბებად. სტაფილო მოხარშეთ, გაფცქვენით და ასევე დაჭერით. შემდეგ დააქუცმაცეთ მოხარშული კვერცხიც.

2. მწნილის კიტრი გაფცქვენით, რადგან იგი, ხშირად, საკმაოდ მყარია, და დაჭერით კუბებად. გაიმეორეთ იგივე უმ კიტრთანაც. აცადეთ დაწურვა, სალათში სველი ინგრედიენტები არ დაუმატოთ.

3. აიღეთ “ანტონოვკას” სახეობის ვაშლი, გაფცქვენით და დაჭერით ნახევარი რაოდენობა.

4. შემდეგ მოამზადეთ საზავებელი. დაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი, მოაშორეთ კურკები. დაუმატეთ 1 ს.კ. შაქარი და მოურიეთ, თან გასინჯეთ, ზედმეტად არ დაატკბოთ. როცა ლიმონი აღარ იქნება საშინლად მჟავე, ბალანსი მიღწეულ იქნება. მარილის მოყრა საჭირო არაა – კიტრის მწნილში იგი საკმარისი რაოდენობითაა.

ახლა აიღეთ დიდი რაოდენობით ხარისხიანი არაჟანი და სეურიეთ. მხოლოდ ამის შემდეგ, დაუმატეთ ცოტაოდენი მაიონეზი – არაჟნის რაოდენობის ნახევარი. თუ ასე მოიქცევით, თქვენს ოლივიეს გაზაფხულის, ახალგაზრდობის, სიახლისა და სხვა ღირსეული თვისებების სუნი ექნება.

სცადეთ ოლივიეს მომზადება ძველ-ახალი რეცეპტით, შეაფასეთ გემო და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. იქნებ ეს სწორედ ის ვარიანტია, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს