მსოფლიოში ყველაზე მეტ თაფლს ალჟირელები მიირთმევენ, მათი ტკბილი ნამცხვრები კი, ძირითადად, თაფლის, თხილეულისა და ჩირებისგან შედგება. თანაც, ეს ტკბილეული არ შეიცავს შაქარს. საინტერესოა, რომ ალჟირელები რძის პროდუქტსაც თითქმის არ მოიხმარენ. მშუშა – ალჟირული ეროვნული კერძია. ესაა ნამცხვარი შაქრის, რძისა და კეფირის გარეშე, თანაც, იგი ტაფაზე მზადდება.
ნამცხვარი ტაფაზე
ნამცხვრების ცხობის ოსტატობა ყველას ხვედრი არაა და მათაც, ვისაც ეს გამოსდის, ეზარება ხოლმე ცომის მომზადება. ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ნამცხვარი ტაფაზე, თუ ღუმელი არ გაქვთ. ვიღაც მშუშას ომლეტს უწოდებს, თუმცა ასე არაა. იგი უფრო მანი-ფაფის ბლინებს მოგაგონებთ.
ინგრედიენტები
- 6 ს.კ. მანი-ფაფა
- 7 კვერცხი
- 5 ს.კ. თაფლი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 10 გ გამაფხვიერებელი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება
1. კარგად ათქვიფეთ კვერცხი. არ გაგიკვირდეთ ამ ინგრედიენტის სიმრავლე, რადგან იგი მთელი ნამცხვრის საფუძველია.
2. დაუმატეთ მანი კვერცხს და კარგად მოურიეთ. სასურველია, 5 წუთით მაინც დააყენოთ.
3. დაუმატეთ ამ მასას ზეთი და მარილი. კიდევ ერთხელ მოურიეთ.
4. გაახურეთ ტაფა ზეთთან ერთად. სანამ იგი გახურდება, ჩაყარეთ ცომში გამაფხვიერებელი და ისევ მოურიეთ.
5. გახურებულ ტაფაზე შეწვით მშუშა ოქროსფრის მიღებამდე, ნელ ცეცხლზე, თავსახურის ქვეშ, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადააბრუნეთ და ამჯერად 3 წუთით შეწვით.
6. გადმოდეთ ნამცხვარი თეფშზე და გაჟღინთეთ თაფლით.
ნამცხვარი რბილი და მკვრივი გამოდის. თუ ხელთ მანი არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ იგი ჩვეულებრივი ფქვილით და დაუმატეთ 1 ჩ.კ. სახამებელი. ამ შემთხვევაში, მშუშა ასეთი ჰაეროვანი არ გამოვა, თუმცა მაინც გემრიელი იქნება. შეგიძლიათ, ნამცხვარს სიროფი ან მურაბაც წაუსვათ.
გემრიელად მიირთვით!