რაც არ უნდა თქვან, ზამთარში ფორთოხალი, მანდარინი და სხვა ციტრუსი ყველაზე გემრიელი და არომატულია. წვნიანი რბილობი შეგიძლიათ უბრალოდ შეჭამოთ, გამაგრილებელი ფრეში მოამზადოთ, ან პირველ და მეორე კერძებში უსასრულოდ გამოიყენოთ. რა უნდა უქნათ ციტრუსის ქერქს? ახლავე გეტყვით, გადაგდება ნამდვილად არ ღირს.
ფორთოხლის ცედრა
მახსოვს, რომ დედა საახალწლოდ ყოველთვის ფორთოხლის ქერქით „ფანტას“ ამზადებდა. სასმელს ცოტა მომწარო გემო, მაგრამ გასაოცარი არომატი ჰქონდა. ციტრუსი მაღაზიაში მთელი წელი არ იყიდებოდა, ამიტომ ქერქებს ვიმარაგებდით და ბატარეებზე ვაშრობდით.
თუმცა დედა სხვანაირად იქცეოდა. მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს ცედრას კარგად აძრობდა და პირსახოცზე აშრობდა. შემდეგ ფხვნილის სახით აქუცმაცებდა და მინის ქილაში ინახავდა. ასე მთელი წელი არომატული დესერტებით გვაოცებდა!
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, რატომ არის ციტრუსის ცედრა საუკეთესო არომატიზატორი. ეს ჯადოსნური ნატურალური სანელებელია, რომელიც ნებისმიერ კერძს გარდაქმნის. ამაში თავად რომ დარწმუნდეთ, დესერტებისა და ცხელი სასმელებისთვის ციტრუსის ფხვნილი გამოიყენეთ.
ხმელი სანელებლისთვის ცედრის მომზადების რეცეპტი მარტივია. თქვენ ხარისხიანი ხილი და ცოტა მოთმინება დაგჭირდებათ. გამოყენების წინ ხილი კარგად გარეცხეთ, სასურველია ჯაგრისით. მანდარინის ქერქი შეგიძლიათ მთლიანად გააშროთ. ფორთოხლის, ლიმონის და ლაიმის ქერქს ზედა ბოსტნეულის სათლელით მოაშორეთ, ეცადეთ თეთრ ნაწილს არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანელებელს მომწარო გემო ექნება.
როგორ მოვამზადოთ ციტრუსის ცედრა
1. ცედრა მცირე ნაჭრებად დაჭერით. თუ ჰაერზე გაშრობას აპირებთ, თხელ, მშრალ პირსახოცში ან პერგამენტის ქაღალდში მსუბუქად გაახვიეთ. ასე ქერქზე მტვერი არ მოხვდება და არომატს შეინარჩუნებს. ცედრა შეგიძლიათ სპეციალური დანით დაჭრათ ან წვრილ სახეხზე გახეხოთ.
2. ცედრა პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ და ზემოდან მეორე ქაღალდი დააფარეთ. 60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოაშრეთ. პერიოდულად აურიეთ.
3. ხმელი ცედრა ყავის საფქვავში დაფქვით. გაცერით და მინის ქილაში მოათავსეთ. პლასტმასის გამოყენება რეკომენდებული არაა.
ფორთოხლის სეზონზე ხანგრძლივი დროით შესანახად მარაგი მოამზადეთ. ცედრა წვრილი სახეხით მოაშორეთ, შაქრის ფხვნილს ან პუდრას 1:2 პროპორციით აურიეთ და მაცივარში 48 საათით შეინახეთ. აუცილებლობის შემთხვევაში დესერტების, ჩაის, ყავის ან ლიქიორის მოსამზადებლად გამოიყენეთ.
ფორთოხლის ლიქიორი
ინგრედიენტები:
- 4 ს/კ ფორთოხლის ცედრა შაქრით
- 0,5 ლ არაყი
- 0,5 ლ წყალი
- 0,5 შაქარი
მომზადება:
1. არაყი და ციტრუსის მზა ცედრა აურიეთ. ოთახის ტემპერატურაზე 7 დღე გააჩერეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შეგიძლიათ ახალი ცედრა გამოიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალკოჰოლი უფრო დიდხანს უნდა დააყენოთ.
2. 1 კვირის შემდეგ შაქრის სიროფი მოამზადეთ: წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, შაქარი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ.
3. ალკოჰოლის ნაყენი გაგრილებულ შაქრის სიროფს აურიეთ და კიდევ 7 დღე დააყენეთ. დღეში 2-ჯერ შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მინის ბოთლებში ჩაასხით, საცობი მჭიდროდ დაახურეთ.
ფორთოხლის ქერქს ხშირად დაუფიქრებლად ნაგავში ვყრით. არადა ფორთოხლის, მანდარინის, ლაიმას და ლიმონის ქერქისგან უამრავ რამ შეგიძლიათ გააკეთოთ, მათ შორის საწმენდი საშუალება და სხეულის სკრაბი.
ფორთოხლის შეძენის დროს ყურადღებით იყავით, რომ ორგანიზმი მაქსიმუმი სარგებლით გაახაროთ.