სასუნთქი გზების დაავადების დროს ვირისტერფაზე უფრო პოპულარული მცენარე არ არსებობს. მას ხველის, ლარინგიტის, ფარინგიტის, ბრონქიტის და პნევმონიის დროს იყენებენ. ვირისტერფას დახმარებით ბრონქულ ასთმას, ტუბერკულოზს, ფილტვების აბსცესს და ფილტვების განგრენასაც კი კურნავენ. გარდა ამისა, გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლის, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადების დროს, ასევე ბავშვებში დიათეზის დროს იყენებენ. ახალი ფოთლების ფაფა ძუძუთი კვების დროს, ვენების ანთების დროს ეფექტურია. ვირისტერფა ღრმა ჭრილობებს, განგრენას და ტროფიკულ წყლულებს ახორცებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა მოსაზრება, რომ მისი მიღება სიმსივნის დროს უკუჩვენებულია. ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანიათ მაშინ, როცა ახალი ფოთლების სამკურნალო საშუალების კონკრეტული გამოყენებით ფილტვების და კუჭის სიმსივნის დროს დადებითი შედეგები არსებობს.
- ტუბერკულოზი. 2 ჭიქა მცენარის წვენი და 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი აურიეთ. გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. 1 ს/კ დღეში 4-5-ჯერ აურიეთ. სასურველია, მკურნალობა სხვა საშუალებებთან ერთად ჩაიტაროთ.
- ლიქენი. ფოთლების ფაფის კომპრესი დიდ შვებას მოგცემთ. 20-30 წუთით შეფუთული გაიჩერეთ. დღეში 2-3-ჯერ გაიკეთეთ.
- იმუნიტეტი. იმუნიტეტის გასაზრდელად 1-2 ს/კ ფოთლების წვენი დღეში 4-6-ჯერ დალიეთ. კურსი – 7-10 დღე რამდენიმე სეზონი ზედიზედ. (სჯობს ივნისში მიიღოთ).
- დანართების ანთება. ვირისტერფას და ძიძოს დაქუცმაცებული ფოთლები თანაბარი პროპორციით აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 1-2 წუთით აადუღეთ. 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 3-4 ს/კ დღეში 5-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა. ამ პერიოდში სქესობრივი ცხოვრებისგან თავი შეიკავეთ.
- წითელი ქარი. ანთებით უბნებზე ახალი ფოთლები დაიდეთ. სჯობს ხმელი ფოთლები დაფშვნათ და დაზიანებულ ადგილას დაიყაროთ, ხოლო შიგნით ნაყენი დალიოთ: 10 გრ ფოთოლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- პოდაგრა. „ისე მოხდა, რომ ჩვენს ოჯახში თითქის ყველას პოდაგრა გვაწუხებს. ზოგს უფრო ძლიერად, ზოგს უფრო რბილ ფორმებში. დედა 85 წლისაა და ცერა თითზე მტკივნეული პოდაგრის ბორცვები მასაც აწუხებს. ძალიან დიდი ზომის არაა, მაგრამ ძლიერ მტკივნეულია. ვირისტერფის გამოყენებით პოდაგრის განვითარებას ვაფერხებ. გაზაფხულსა და ზაფხულზე ახალ ფოთლებს ვკრეფ, ვრეცხავ და ხორცის გასატარებელ მანქანაში ვატარებ. მიღებული ფაფიდან წვენს ვწურავს და დედას დილით, უზმოზე, საუზმის მიღებამდე 1 საათით ადრე 1 ჩ/კ წვენს ვაძლევ. გარდა ამისა, დღეში ერთხელ, ჭამამდე 1 საათით ადრე 1 ს/კ ვირისტერფას დაქუცმაცებულ ფოთლებს ვაძლევ. ამავდროულად ამავე ფაფით მტკივნეულ ადგილას კომპრესებს ვუკეთებ და სათბურით ვათბობ.
- გულძმარვა. ამ დროს 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს და ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 0,5 ჭიქა ნაყენი დალიეთ. ძალიან კარგი საშუალებაა.
- მხედველობა. ხველა და ნაკაწრები. ამ დროს ვირისტერფა ძალიან სასარგებლოა. ჩაის სახით მცენარის ბალახს რეგულარულად ვაყენებ და 1 ჭიქა ნაყენს დღეში 2-3-ჯერ ვსვამ. მხედველობა მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა და ხველა შემიმცირდა.“
- თამბაქოს მოწევას თავი რომ დაანებოთ, ვირისტერფას ხმელ დაქუცმაცებულ ფოთლებს მცირე რაოდენობით ნიორი აურიეთ. ამ ნარევისგან თუთუნი გააკეთეთ და მოწიეთ. ასე მოწევას თავს გარანტირებულად დაანებებთ.
უკუჩვენება
ვირისტერფას გვერდითი ეფექტები შესამჩნევია: ციებ-ცხელება, გულისრევა, მადის დაკარგვა, დიარეა, მუცლის ტკივილი. მოულოდნელად შეიძლება სიყვითლე გაგიჩნდეთ. ვირისტერფას სამკურნალო საშუალებები დიდხანს არ უნდა მიიღოთ. 2 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის, ასევე ალკოჰოლიზმის და ღვიძლის დაავადებების დროს უკუჩვენებულია.