როგორც წესი, მთელი ოჯახი სამზარეულოში იკრიბება, როცა ღუმელიდან ნივრის ღვეზელი გამომაქვს. მისი არომატის გაძლება არავის შეუძლია.
ყველის, მწვანილის, ნივრის და ნაზი ცომის კომბინაცია წაუგებელი ვარიანტია, რომელიც როგორც მარტივი სადილის, ისე სადღესასწაულო ვახშმისთვის გამოგადგებათ. ბორშთან ერთად კი შეუდარებელია!
ღვეზელი ყველით და მწვანილით
ინგრედიენტები:
- 300 მლ თბილი რძე
- 500 გრ ფქვილი
- 11 გრ მშრალი საფუარი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
- 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 კონა კამა
- 1 თავი ნიორი
- 200 გრ კარაქი
- 200 გრ ყველი
- 25 x 11 სმ მართკუთხედი საცხობი ფორმა
მომზადება:
1. თასში თბილი რძე ჩაასხით, საფუარი და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ, საკვები ცელოფანი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
2. შემდეგ საკვები ცელოფანი მოაშორეთ, აურიეთ და ნელ-ნელა გაცრილი ფქვილის დამატება დაიწყეთ. ცომის მაგიდაზე გადმოტანამდე 300-350 გრ ფქვილი დაუმატეთ, დანარჩენი კი უკვე მაგიდაზე ნელ-ნელა შეაზილეთ.
3. მზა ცომი თასში გადაიტანეთ, ზეითუნის ზეთი დაასხით და კარგად მოზილეთ. შემდეგ საკვები ცელოფანი დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ.
4. ამ დროში კამა დააბლენდერეთ, კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
5. ცომი თხელ ფენად გააბრტყელეთ და მთელ ზედაპირზე შიგთავსი წაუსვით.
6. ცომით რულეტი დაახვიეთ. 2 ნაწილად გაჭერით. ერთმანეთზე გადაახვიეთ და ბოლოები დაამაგრეთ.
7. მიღებული მასა მცენრეულ ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
8. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ, პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
9. ფორმა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.
10. ესეც ასე, ნივრის ღვეზელი ყველი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.