არაა რეკომენდებული ცხელი ჩაის დალევა, იგი ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს

2026

ჩაი, თავის მხრივ, შესანიშნავი სასმელია, რომელიც ატენანებს, წმენდს და კურნავს კიდევაც, ზოგ შემთხვევაში. თუმცა, ყურადღება მის ტემპერატურაზე უნდა გაამახვილოთ, სანამ დალევდეთ. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ცხელის მოყვარული ხართ ან ამ სახით ყელის გათბობას ცდილობთ.

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების სპეციალისტებმა შეისწავლეს ირანის 40-75 წლის ასაკის 50 000 მოქალაქის მონაცემები, საყლაპავ მილზე ცელი ჩაის ზემოქმედების ასპექტში. მათი დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ საყლაპავის კიბოს გაჩენის რისკი 90%-ით იზრდება, თუ დღეში ორ დიდ ფინჯან ჩაის მიირთმევთ, რომლის ტემპერატურაც 60 გრადუსი ან მეტია.

თუ ჩაიში რძეს ჩაასხამთ ან ცოტა ხნით აცდით გაგრილებას, ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის ალბათობა მცირდება. ეს ეხება მხოლოდ ჩაის თუ ზოგადად ნებისმიერ ცხელ სასმელს, კვლევაში არაა მითითებული. თუმცა, სამხრეთი ამერიკის, აზიისა და აფრიკის ზოგიერთი რეგიონის მაცხოვრებლები უფრო ცხელ სასმელებსაც მიირთმევენ.

საყლაპავის კიბო – ესაა საჭმლის მომნელებელის სისტემის იმ ნაწილის ონკოდაავადება, რომელიც პირს კუჭთან აკავშირებს. სწორედ კიბო აზიანებს ამ ორგანოს ყველაზე ხშირად. მისი ძირითადი სიმპტომებია საკვების ყლაპვის გართულება და წონაში უჩვეულო კლება.

თუ გსურთ საყლაპავი მილის ზედმეტი უსიამოვნებისგან დაცვა, გამოიყენეთ სპეციალისტების რჩევები.

რამდენადაც წყალი სასმლის მთავარი კომპონენტია, ყურადღება მის ტემპერატურაზე უნდა გაამახვილოთ: თეთი ან მწვანე ჩაისთვის წყალი 75-85 გრადუსზე უნდა გააცხელოთ, ხოლო შავი ან ბალახის ჩაისთვის – 97-100 გრადუსამდე. ჩაის დაყენების შემდეგ, აუცილებლად აცადეთ გაგრილება – მხოლოდ ასე დატკბებით კეთილშობილი სასმლის ჭეშმარიტი გემოთი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს