მონაკოს პრინცესა შარლენი ევროპელ პირველ ქალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალი და გრეის კელის, შესანიშნავი მსახიობის და ხალხის რჩეულის, ვაჟის მეუღლეა. ეს ლამაზი ქალი სევდიანი ღიმილით და უსაზღვროდ კეთილი თვალებით კიდევ ერთი თანამედროვე კონკია, ხოლო მისი ქორწილი 21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოვლენა იყო.
ცოტას თუ ახსოვს, რომ ზეიმი შეიძლება არ ჩატარებულიყო. მეუღლეს ღირშესანიშნავ თარიღამდე 2011-წლამდე, უკვე 10 წელზე მეტია იცნობდა. წინა საქორწილო კვირები და თვეები სკანდალებმა გააფუჭა. ალბერუ III-ს მრავალრიცხოვანი რომანი და ღალატი მიეწერებოდა და ქორწინების გარეშე შვილებზეც საუბრობდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ მომავალმა პრინცესამ მონაკოს დატოვება და სამშობლოში დაბრუნება 3-ჯერ სცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე აჩერებდნენ.
ბევრს არ სჯეროდა, რომ ცერემონია ჩატარდა, მაგრამ ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე შეუდარებელი, ელეგანტური შარლენ უიტსტოკი შუა საუკუნეების სასახლის ეზოში „არმანის“ დახვეწილი აბრეშუმის კაბით წარსდგა.
მისი დილა მოდურ სასტუმრო „ერმიტაჟში“ დაიწყო, სადაც ცნობილი დიზაინერის დისშვილი გაეშურა. ის ერთ-ერთი იყო, ვინც პატარძლის მომზადებას ყურადღებას აქცევდა. შარლენის ქერა თმა ნაზად ერთად შეკრეს და გვირგვინის ნაცვლად, რომლის გაკეთებაზეც მან უარი განაცხადა, ვარცხნილობა ძვირფასი ქვებით მოჭედილი ანტიკური თმისსამაგრით გააფორმეს.
მისი კაბა შედევრი იყო, რომელზეც ლეგენდარული ჯორჯო არმანი მუშაობდა. მას როგორც არავის ესმოდა, რომ ახალგაზრდა პრინცესას მის წინამორბედთან, გრეის კელისთან შეადარებდნენ. დიზაინერმა წარმოუდგენელი შეძლო: მან სამეფო დახვეწილობისა და მდიდრული სიმარტივის ნიმუში შექმნა.
ჩაცმულობაზე სამი მკერავი ჯამში 7 ათას საათზე მეტხანს მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ შარლენი წლების განმავლობაში პროფესიონალური ცურვით იყო დაკავებული, დიზაინერმა მხრის ხაზის ღიად დატოვება გადაწყვიტა და არც წააგო. სპილოს ძვლისფერის მსუბუქი შეფერილობა პატარძლის კანს ხაზს შესანიშნავად უსვამდა.
ამ დახვეწილობას კიდევ უფრო მეტ მეფურობას 5 მეტრიანი შლეიფი ანიჭებდა. კაბის კალთა და ბიუსჰალტერი 40 ათასი სვაროვსკის კრისტალით და 20 ათასი მარგალიტის მძივით იყო მორთული, რომელთა დახმარებით ორიგინალური პატარა მცენარის მსგავსი გამოსახულება შექმნეს.
პატარძალი ნამდვილად შეუდარებელი იყო, თუმცა ცერემონიის დროს მისი თვალები ცრემლებით იყო სავსე. მოგვიანებით ეს იმით ახსნეს, რომ შარლენი წარმოუდგენლად ნერვიულობდა, ხოლო ცერემონია გულის სიღრმემდე ემოციური გახადა. გამორიცხული არაა, რომ საქმროს ღალატის შესახებ ჭორების ფონზე ნერვიულობას ვერ გაუძლო.
ჯორჯო არმანი მომავალ პრინცესას ჯერ კიდევ 2006 წლიდან იცნობდა. შარლენი 2008 წელს პეკინში ოლიმპიური თამაშების დროს ღონისძიებებს სწორედ არმანის კაბებით ესწრებოდა. დიზაინერი შარლენს ელეგანტურობის და სიკეთის განსახიერებად, ხოლო ფორმებს იდეალურად თვლიდა. მის წარმოდგენაში სწორედ ასეთი იყო ქალი, რომლისთვისაც მზად იყო ნამდვილი შედევრი შეექმნა. და ერთ-ერთი მათგანი პრინცესას საქორწილო კაბა გახდა.
ეს ჩაცმულობა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, ძვირადღირებული და ლამაზი. ის დედოფალი ელისაბედის, პრინცესა დიანას და ქეით მიდლტონის ჩაცმულობებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მას მეორე კაბაც ჰქონდა, რომელიც იმავე დღეს სამოქალაქო ცერემონიაზე ეცვა. ეს კაბაც ჯორჯო არმანიმ შექმნა. მან მსუბუქი, ჰაეროვანი ქსოვილი და ნაზი ცისფერი შეფერილობა შეარჩია.
ქორწილის დღეს შარლენი შეუდარებელი იყო, როგორც საერთოდ ნებისმიერი პატარძალი. ყველაზე მეტად რომელი ჩაცმულობა მოგეწონათ ?