უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საშოს ყოველთვის საშოს სუნი უნდა ჰქონდეს. რამდენი სპეციალური საშუალებაც არ უნდა გამოიყენოთ ბუნებრივი სუნის გადასაფარავად, მას არასდროს ექნება ყვავილების სუნი.
თუმცა, ზოგიერთ ვაგინალურ სუნს განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან იგი შეიძლება საშიშ ინფექციებზე მიუთითებდეს.
1. ქლორის სუნი
ზოგიერთი ლუბრიკანტი ან საპოხიანი პრეზერვატივი აჩენს სუნს, რომელიც მათეთრებლის სუნსაც გახსენებთ. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით სანერვიულო არაფერია, რადგან იგი დაავადების ნიშანი კი არა, უბრალოდ სიგნალია იმის შესახებ, რომ უფრო შესაფერისი ლუბრიკანტი უნდა იპოვოთ.
2. მოტკბო, თითქოს სიროფის სუნი
დიახ, დიეტამ შეიძლება გავლენა იქონიოს გამონადენის სუნზეც, თუმცა უმნიშვნელოდ. მაგალითად, ციტრუსი, მათ შორის ფორთოხალი, ანანასი, გრეიფრუტი, მნიშვნელოვნად ატკბობს ვაგინალური სითხის სუნს, ხოლო ხახვი, ნიორი და ბროკოლი, პირიქით, აფუჭებს მის არომატს.
3. მუშკის სუნი
სუნი დღის განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს. მაგალითად, თუ თქვენ აქტიურად ვარჯიშობთ, ვაგინალური სუნი იქნება მუშკის მსგავსი, გარშემო მდებარე საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხის გამო.
4. თევზის სუნი
თუ თევზის სუნს გრძნობთ, რომელიც სექსის მერე მაშინვე ძლიერდება, ასევე, თან ახლავს ჭარბი გამონადენი, ეს შეიძლება ბაქტერიალური ვაგინოზის ან კანდიდოზის სიმპტომი იყოს. ამ მდგომარეობაში, ბაქტერიები აქტიურად მრავლდება, ირღვევა საშოს ნორმალური pH-ბალანსი. საბედნიეროდ, სიტუაცია მარტივად გამოსწორებადია ანტიბიოტიკებით.
5. სპილენძის(მეტალის) სუნი
აბსოლუტურად ნორმალურია, თუ მენსტრუაციის დროს თქვენი ვაგინალური სუნი მეტალის სუნს ჰგავს. თუ მსგავს სუნს ოვულაციის დროს გრძნობთ – ყურადღებით მოეპყარით საშოს მდგომარეობას და დარწმუნდით, რომ სისხლდენა არ დაგეწყოთ.
6. პურის ან ლუდის სუნი
საფუვრის მცირე რაოდენობა ყოველთვის მოიპოვება ჩვენს საშოში, თუმცა, იმუნიტეტთან დაკავშირებულ პრობლემებს სოკოს აქტიური გამრავლება შეუძლია. საფუვრის ინფექციას მარტივად შენიშნავთ გამონადენით, რომელიც ხაჭოს ჰგავს. ჩვეულებრივ, ეს ინფექცია თავისით გადადის, თუმცა, თუ იგი 1 კვირაზე მეტხანს გრძელდება, ექიმთან კონსულტაცია არ გაწყენდათ.
7. ლპობის მკვეთრი სუნი
თუ სუნი იმდენად შეიცვალა, რომ გულს გირევთ, სხეულის ტემპერატურა მომატებულია, მუცლის ქვედა ნაწილში კი სპაზმები აღინიშნება – ეს შეიძლება იყოს მენჯის ორგანოების ანთების ნიშანი. მას, ხშირად, სგგი იწვევს, მათ შორის, ჰონოერა ან ქლამიდიოზი.
ამ დაავადებას უსიამოვნო შედეგები აქვს, რაც მოიცავს ქრონიკულ ტკივილებსა და უნაყოფობას, ამიტომ მკურნალობას დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეთ. ექიმი-გინეკოლოგი ანალიზებს ჩაატარებს და დანიშნავს ანტიბიოტიკებს, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.