ბოლოდროინდელი კვლევის დროს, რომელიც იაპონიაში ჩატარდა, დადგინდა კავშირი პანიკის/შფოთვის შეტევებსა და სისხლში B6 ვიტამინისა და რკინის დონეს შორის.
ეს იმ კვლევის შედეგებს სრულყოფს, რომლის დროსაც პანიკური შეტევები “ბედნიერების ჰორმონის”, სეროტონინის დონის შემცირებასთან დააკავშირეს.
სეროტონინი ტრიპტოფანისგან წარმოიქმნება. მისი სინთეზისთვის აუცილებელია ვიტამინი B6 და რკინა.
ასევე, გამოიკვლიეს B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინი და დადგინდა, რომ მათ და პანიკურ შეტევებს/ჰიპერვენტილაციას შორის კავშირი არაა. ფაქტობრივად, ამ დარღვევას მხოლოდ ვიტამინი B6-ის დეფიციტი იწვევს.
პანიკური შეტევის სიმპტომებს, ხშირად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებსა და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს უკავშირებენ, ამიტომ ადამიანებს საავადმყოფოში ათავსებენ და თვლიან, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.
რეალურად, ამ დარღვევის განკურნება და პროფილაქტიკა ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ კვლევაში არ დაფიქსირდა კავშირი Bჯგუფის სხვა ვიტამინების საერთო უკმარისობასა და ინტენსიურ პანიკურ შეტევებს შორის, B ჯგუფის ყველა ვიტამინი აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ცხოველქმედებისთვის.
–“ქრონიკული სტრესი, ცუდი კვება და გარკვეული დაავადებები ფიტავს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებებისგან.”
აგორაფობიის (ხალხმრავალი ადგილების ან ჩაკეტილი სივრცის შიში) მქონე ადამიანთა უმეტესობა განიცდის B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს, და ეს შეიძლება სხვა მდგომარეობებსაც უკავშირდებოდეს, რომლებიც შფოთვასთანაა დაკავშირებული.
B ჯგუფის ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები – ესაა შფოთვა, მოუსვენრობა, დაღლილობა, გაღიზიანებადობა და ემოციური გაუწონასწორებლობა.
თუმცა, თუ რაციონში ვიტამინების დამატება გადაწყვიტეთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ სინთეტიკური ვიტამინებით. ნატურალური საკვები დანამატები უკეთ აითვისება, ვიდრე მათი სინთეტიკური ანალოგები.