ძალიან ხშირად, მოცვს ვხედავთ სხვადასხვა წამლისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შეფუთვაზე. თუმცა, იმას ვერ ვიტყვით, რომ მოცვს მხედველობის სრულად გაუმჯობესება შეუძლია დამოუკიდებლად.
ძველი დროიდან ითვლება, რომ მოცვი საღამოს მხედველობას აუმჯობესებს. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავები, რომლებიც საღამოს სამხედრო აფრენებში მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, სპეციალურად იღებდნენ და მიირთმევდნენ მოცვის ჯემს. ამასთან, აშშ-ს ფლოტში 2000 წელს ჩატარებული ექსპერიმენტით, მოცვის არავითარი გავლენა არ აღინიშნა მხედველობაზე. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოცვის მოხმარებას შეუძლია თვალის დაავადებების პროფილაქტიკა ან მკურნალობა, მაგალითად, სკლერას დაყოფისა, თუმცა, მოცვის გამოყენების კლინიკური კვლევა, თვალის დაავადების სამკურნალოდ, არ ჩატარენულა.
მოცვს შეზღუდული თერაპევტული თვისებები აქვს. ძირითადად, დადებითი მოქმედება დაკავშირებულია თვალის სკლერაში სისხლის ცირკულაციის გაუმჯოებსებასთან. ადამიანები შეცდომით თვლიან, რომ მოცვი ზოგადად აუმჯობესებს მხედველობას, და ამით არაკეთილსინდისიერი რეკლამები სარგებლობს.
მოცვს არ შეუძლია სიბრმავის განკურნება, არც ისეთი დაავადებების განკურნება, როგორიცაა შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი და ახლომხედველობა. მას მხოლოდ მხედველობის გაუარესების პროცესის შენელება შეუძლია. იგი მხოლოდ და მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით უნდა გამოიყენოთ.
მოცვის სასარგებლო თვისებები
- მუქი ლურჯი კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით საღებავ ანტოციანს. ექსპერიმენტებში მისმა გამოყენებამ აჩვენა გულის, სისხლძარღვოვანი სისტემის, თვალების დაავადებებისა და კიბოს რისკის შემცირება.
- გარდა ანტოციანისა, მოცვი შეიცავს პროტოანტოციანიდებს, ფლავონოიდებსა და ტანინებს, რომლებიც ანტიოქსიდანტების სახით მოქმედებენ და ამცირებენ ანთებას.
- მოცვის კენკრაში მცირე რაოდენობითაა ხილის მჟავა, თუმცა, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით A და B ვიტამინებს, მარგანეცს, ბოჭკოებსა და ფლავონოიდებს. კენკრა C ვიტამინის, კალციუმისა და მაგნიუმის მდიდარი წყაროა.
მოცვი საკვებად გამოიყენება სოუსების, კისლების, მურაბებისა და ღვეზლების მოსამზადებლად. თუმცა, დიეტოლოგები გვირჩევენ მის უმად მიღებას. 100 გ კენკრა 44 კკალ-ს შეიცავს.
მოცვის მავნე თვისებები
მოცვს შეიძლება თან ახლდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ ბავშვებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. არ შეიძლება ამ კენკრის მოხმარება შარდკენჭოვანი დაავადების დროს. ასევე, დიდი რაოდენობით მოცვის მოხმარება ყაბზობას იწვევს.