5 ჩვეული პროდუქტი, რომლებზეც გულის ჯანმრთელობის გამო სჯობს უარი თქვათ

1217

ჩვენი გულის ჯანმრთელობის 75% ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მათ შორის საკვებზეა დამოკიდებული.

გულის სიჯანსაღე მემკვიდრეობით ფაქტორზე მხოლოდ მეოთხედით არის დამოკიდებული, დანარჩენი ¾ ნაწილი კი ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავია. დღეს „მავნე“ საკვების თითოეული ნაჭერი, მომავალში ინფარქტის ან გულის შეტევის რისკს ზრდის. ზოგიერთი პროდუქტი სასარგებლო არაა, მაგრამ გულს მათი პატიება შეუძლია, მაგრამ ზოგიერთი რაციონიდან სამუდამოდ უნდა გამორიცხოთ. ასე საკუთარი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის უნდა მოიქცეთ.

გადამუშავებული ხორცი

ბეკონი, ძეხვი და სოსისი – ჩვეული, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათო საჭმელია. გასულ წელს მათ წინააღმდეგ ონკოლოგებმა გაილაშქრეს და ისინი კანცეროგენულ პროდუქტებად აღიარეს. ახლა მათ კარდიოლოგებიც შეუერთდნენ. საქმე გაჯერებულ ცხიმებს ეხება, რომლებიც მსგავს ხორცის პროდუქტებში ბევრია. ასევე ნატრიუმში, რომელსაც ხორცის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებენ. ერთიც და მეორეც გულისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა. წამიერი სიამოვნებისთვის ასეთი რისკის გაწევა ღირს?

წითელი ხორცი

თქვენ წვნიან სტეიკს სოკოთი ან ღორის შემწვარ ხორცს ხედავთ? კარდიოლოგები კი მარილს, ქოლესტერინს და გაჯერებულ ცხიმებს ხედავენ, რომლებიც პირდაპირ გულსა და სისხლძარღვებს უტევენ. არა, ექიმები ცხოველები არ არიან (უმეტესობა მათგანი მაინც) და წითელი ხორცის სრულად ამოღებას არ გთხოვენ: უბრალოდ რაციონში მისი წილი თვეში 3-4 პორციამდე შეამცირეთ.

კარტოფილის ჩიფსი და მზა პოპკორნი

ორივე გულისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: თქვენ თავად უნდა მოამზადოთ და მარილი არ დაუმატოთ. საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა ადამიანი მარილის დღიურ დოზას აჭარბებს, რის გამოც გულის დაავადების რისკი იზრდება. ფარული მარილის შემცველ პროდუქტებს თავი აარიდეთ და თქვენს მიერ მომზადებულ კერძებში მარილის რაოდენობა შეამცირეთ.

დიეტური სასმელი

ტკბილი გაზიანი სასმელი და წვენი (ახალ დაწურულიც კი) გულისთვის სახიფათოა, რადგან თავისი არსით შაქრის ხსნარს წარმოადგენს. კიდევ უფრო ცუდია დიეტური სასმელი, რომელშიც შაქრის ნაცვლად მისი შემცვლელი გამოიყენება. „ნულოვანი“ სასმელის რეგულარული გამოყენება გულის დაავადების, ასევე სიმსივნის და დემენციის რისკს სერიოზულად ზრდის.

სწრაფი მომზადების ლაფშა

სტუდენტობის პერიოდში სწრაფი მომზადების მაკარონი ვის არ უჭამია? რომ იცოდეთ, რამდენ მარილს შეიცავს (თითქმის დღიური ნორმის ნახევარი), მასზე ჯერ კიდევ მაშინ უარს იტყოდით. კიდევ არგუმენტები გჭირდებათ? თითქმის ყველა სწრაფი მომზადების ლაფშა ბევრ ზეთში იწვება – ამაზე ცუდი ჩვენი სისხლძარღვებისთვის რა შეიძლება იყოს? არასდროს აღარ იყიდოთ და არ შეჭამოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს