სასტიკი სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი მატულობს. ონკოლოგიურ დაავადებას 21-ე საუკუნის შავ ჭირს უწოდებენ: სიმსივნე ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამასთან პროგრესი ერთ ადგილას გაჩერებული არაა. ყოველწლიურად მეცნიერები ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, რაც კაცობრიობას სიმსივნის გამარჯვებასთან აახლოებს. რატომ არ უნდა დაეცეთ სულით, თუ სიმსივნის არსებობაზე ეჭვი გაქვთ?
როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს. სიმსივნით დაავადებულთა რიცხვის ზრდა სამედიცინო სფეროში წარმატებასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდების დახმარებით ონკოლოგიური დაავადებები უფრო ნაადრევ სტადიაზე ვლინდება. მეორე მხრივ, ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. როგორც ცნობილია, ასაკი ონკოლოგიური რისკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. მაგალითად, 80 წელს ზემოთ თითქმის ყველა მამაკაცს წინამდებარე ჯირკვალში უჯრედების გარკვეული პროცენტი აქვთ, რომლებიც შეიძლება სიმსივნედ გადაიქცეს. უბრალოდ ისინი არააქტიურ სტადიაში იმყოფებიან და კლინიკური დაავადება გამოვლენილი არაა.
თავად სიმსივნის პროცესი რთული და მრავალ ეტაპიანია. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ სიმსივნის განვითარების ერთ-ერთ ფაქტორს იმუნური სისტემა წარმოადგენს. მეორე მხრივ, სიმსივნური წარმონაქმნი ადამიანის ორგანიზმში უჯრედების მუტაციას უკავშირდება. გენეტიკური დაზიანების კრიტიკული ზღვარის მისაღწევად ბევრი დროა საჭიროა, სწორედ ამიტომ ავთვისებიანი სიმსივნე ადამიანებს ხანდაზმულ ასაკში უფრო უვლინდებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმსივნამდე ჯერ კიდევ უნდა იცოცხლოთ.
ონკოლოგიური დაავადების ეფექტური მკურნალობისთვის მისი ნაადრევ სტადიაზე გამოვლენა აუცილებელია. არსებობს გენეტიკური ანალიზები, რომლებიც სიმსივნის ფორმისკენ ადამიანის მიდრეკილებას ავლენს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის შესახებ. თუ ადამიანს რისკის შესახებ ეცოდინება, გარკვეული საპროფილაქტიკურო ზომების მიღებას შეძლებს. მაგალითად, მოწევას და ალკოჰოლს თავს დაანებებს, ან პერიოდულად შესაბამის გამოკვლევებს ჩაიტარებს.
დიაგნოსტიკა
სკრინინგის სადიაგნოსტიკო სტანდარტულ მეთოდებს მიეკუთვნება ულტრაბგერითი გამოკვლევა, მამოგრაფია, ფლუოროგრაფია ან ფილტვების რენტგენი, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონის განსაზღვრა. ახლა ე.წ. ციფრული დიაგნოსტიკური ტექნოლოგია და ექსპრეს-დიაგნოსტიკა განსაზღვრული სხვადასხვა ონკოლოგიური მარკერებით ყველასთვის ხელმისაწვდომია. მათი დახმარებით პათოლოგიური პროცესების გამოვლენას, მასზე ყურადღების მიქცევას და უფრო დეტალური დიაგნოსტიკის დაწყებას შეძლებთ. ის დამატებით კვლევებს მოიცავს, რომელიც დაინფიცირების ზუსტ ადგილს და სიმსივნის განვითარებას განსაზღვრავს. ასეთ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კომბინაცია. ეს საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდებია და სკრინინგული დიაგნოსტიკისთვის არ გამოდგება. მაგალითად, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება შეუძლია იაპონიაა.
კომპიუტერული ტომოგრაფია: მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტში რადიო ფარმაცევტული პრეპარატის მიკროდოზა შეყავთ, რომელშიც სხვადასხვა ნივთიერებებია კომბინირებული რადიოაქტიური ბირკებით. სიმსივნის ქსოვილები ბევრ ნივთიერებას უფრო აქტიურად მოიხმარენ, ისინი ამ პრეპარატს იღებენ. სპეციალური სკანერი ბირკას არეგისტრირებს და ექიმი მონიტორზე სამ განზომილებიან გამოსახულებას ხედავს, სადაც მცირე სიმსივნეც კი ჩანს. 80% შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს 18F-ფთორდეზოქსიგლუკოზა გამოიყენება. რიგ სიმსივნის შემთხვევაში (მაგალითად, პროსტატის სიმსივნე) ამ პრეპარატს არ აგროვებს. სწორედ ამიტომ, ამ დროისთვის რიგი სხვა რადიო ფარმაცევტურული პრეპარეტებია შემუშავებული.
სცინტიგრაფია და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია: პაციენტში რადიო ფარმაცევტული პრეპარატი, ტექნეციუმი 99, იოდი -123 ან 131 შეყავთ, რომელიც დაზიანების ბირთვში გროვდება. პრეპარატის გავრცელება ე.წ. გამა კამერების დახმარებით ხდება, რომელიც მიღებული პრეპარატის გამა გამოსხივებას არეგისტრირებს.
პაპ ტესტი: ციტოლოგიური ნაცხი, რომელიც ნაადრევ სტადიაზე საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
ტესტი სიმსივნის მარკერებით: სისხლის და შარდის ანალიზი სპეციალური მარკერებით – მაგალითად, ალფაფეტოპროტეინის დახმარებით ღვიძლის სიმსივნის დროს, სიმსივნის ებრიონული ანტიგენით მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს, პროსტატიკური სპეციფიკური ანტიგენით პანკრეასის სიმსივნის დროს, CA-125-ით საკვერცხეების კიბოს დროს.
ონკოგენეტიკური კვლევა: დღესდღეობით მოლეკულური გენეტიკური ტესტების უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც ამა თუ სიმსივნის შესახებ მგრძნობელობას განსაზღვრავენ. მაგალითად, BRCA1 ან BRCA2 გენების კვლევა სარძევე ჯირლვების სიმსივნის მემკვიდრეობითობას და ამ გენების მუტაციას განსაზღვრავს. სხვა კვლევებთან ერთად მისი გავლა რეკომენდებულია პაციენტებში, რომელთაც ოჯახურ ისტორიაში ონკოლოგიური დაავადები აქვთ.
მკურნალობა
სიმსივნის მკურნალობის კლასიკური ტრიადა: ქირურგიული ჩარევა (სიმსივნის მოშორება), სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. ახლა თანამედროვე საავადმყოფოებში სხივური თერაპია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს დიდი წარმატებაა. დღეს ფართოდ გამოიყენება რამდენიმე რადიო ფარმაცევტული პრეპარატი (იოდი-131, სტორნციუმი-89 და სამარიუმი-153). არსებობს მთელი რიგი სხვა რადიონუკლიდები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია, მაგრამ მათ ჯერ არ იყენებენ. მაგალითად, ლუტეციუმი-177 და სპილენძი-67, რომლებიც საზღვარგარეთ პროსტატის და ნეიროენდოკრინული სიმსივნის მიშვებული ფორმის დროს წარმატებით გამოიყენება. დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი რადიონუკლიდის უშუალოდ უჯრედში, უფრო მის ძირითად ბირთვში მოხვედრას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, რადიონუკლიდებით თერაპიას რიგი უკუჩვენება აქვს, მაგრამ ახლა მისი გამოყენების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით.
ჰორმონალური თერაპია. გამოიყენება პროსტატის, მკერდის, საკვერცხეების ჰორმონებზე დამოკიდებული სიმსივნის დროს. ცნობილია, რომ ჰორმონებზე დამოკიდებული სიმსივნის გასაზრდელად ჰორმონებია საჭიროა. ჰორმონალური თერაპია ჰორმონების სინთეზს ბლოკავს, ან ჰორმონების სიმსივნის უჯრედებზე მოქმედებს აფერხებს.
მიზნობრივი (მოლეკულურ მიზნობრივი) თერაპია. სიმსივნის უჯრედების ზრდას კონკრეტულ მოლეკულაზე მიზნობრივი ჩარევით აფერხებს. ამ მეთოდის უპირატესობა ტრადიციულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით მცირე ტოქსიკურობაა.
რადიოქირურგია. მაქსიმალური დასხივების გამოყენება, რაც ჯანსაღი ქსოვილების დაზიანებას ამცირებს. სტანდარტული სხივური თერაპიისგან განსხვავებით დაზიანების ზონის ერთჯერადი ზემოქმედება გამოიყენება.
საკითხის მიმართ გაუცნობიერებულობა შიშს ბადებს: ადამიანებს ონკოლოგიით დაინტერესება და ექიმთან ვიზიტი აშინებთ. შედეგად, სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენა მხოლოდ მე-3 ან მე-4 სტადიაზე ხდება, როცა წარმატებული მკურნალობის შანსი დაბალია (10-დან 30-40%-მდე), ვიდრე 1-ელი და მე-2 სტადიის დროს (70-95%). ჯერჯერობით არ არსებობს საშუალება, რომელიც ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. ჯერ გამოგონილი არაა. ჩვენ ნაადრევი დიაგნოზის იმედი გვრჩება. სიმსივნეს რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ, მით უფრო მეტი სამკურნალო მეთოდის გამოყენებას შეძლებთ.