მოახლოებული მენოპაუზის 7 ნიშანი, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ

4535

ქალბატონების უმეტესობას მენოპაუზა 51-53 წლის ასაკში ეწყება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვადები ინდივიდუალურია. ჩვენი ორგანიზმი გვაფრთხილებს მოახლოებული ცვლილებების შესახებ, უშუალოდ მენოპაუზის დაწყებამდე 3-4 წლით ადრე. ეს ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ორგანიზმი ემზადება მენოპაუზის დაწყებისთვის.

მენოპაუზის ნიშნები

1. მკერდის ტკივილი

ჰორმონალურმა რყევამ, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მენოპაუზის დადგომამდე იწყება, შეიძლება სარძევე ჯირკვლების გასიებისა და ტკივილის შეგრძნებები გამოიწვიოს. მეტიდ, დაკვირვებისას შეიძლება შეამჩნიოთ შესქელებები – ხშირად, ესაა უსაფრთხო წარმონაქმნები, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ღირს ექიმთან კონსულტაციის გავლა.

2. სისხლჩაქცევები

პრემენოპაუზის დროს, ჩვენი კანი თხელდება და უფრო მგრძნობიარე ხდება. ის მიკროტრავმები კი, რომლებიც მანამდე შეუმჩნევლად ჩაივლიდა, ახლა კანზე დიდ და მკვეთრ სისხლჩაქცევებსა და სილურჯეებს დატოვებს.

3. თვალების სიმშრალე და ცრემლდენა

აცრემლებული თვალები იმის ნიშანია, რომ თქვენს მხედველობის ორგანოებს არ ჰყოფნის ტენი და ცდილობს, უკმარისობა ამ გზით აღიდგინოს. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას თვალების გამოშრობა და მხედველობის გაუარესება შეუძლია.

4. თმა სახეზე

კიდევ ერთი ნიშანი მოახლოებული მენოპაუზისა – ზედმეტი თმის გაჩენა ნიკაპსა და ზედა ტუჩზე. თავზე თმა კი – პირიქით, შრება და მსხვრევადი ხდება.

5. გახშირებული გულისცემა

გულის რიტმის დარღვევა – პრემენოპაუზის კიდევ ერთი ნიშანია. ქალებში, რომლებიც ამ პერიოდში არიან, ხდება ადრენალინისა და ნოროადრენალინის რყევები – ესენი ნეიროტრანსმიტერებია, რომლებიც არეგულირებს გულის კუმშვების სიხშირესა და არტერიულ წნევას. ამიტომ, თუ გახშირებული გულისცემა და მომატებული წნევა შენიშნეთ, არამხოლოდ კარდიოლოგს, არამედ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგსაც მიმართეთ.

6. კანის სიმშრალე

ესტროგენი ჩვენს კანს ეხმარება სითხის შენარჩუნებაში და, როცა ეს ჰორმონი სულ უფრო მცირდება, ქალებს ემართებათ ის, რასაც ზოგიერთი კოსმეტოლოგი “სქესობრივი მომწიფების საწინააღმდეგო პროცესს” უწოდებს. აკნე, აქერცვლა, სიწითლე – ყველაფერი ეს, რაც მოზარდობის ასაკს გვახსენებს, გვიბრუნდება პრემენოპაუზის პერიოდში.

7. შაკიკი

მაშინაც კი, თუ მანამდე არასდროს გქონიათ ეს პრობლემა, მენოპაუზის პერიოდში შეიძლება იგი გაჩნდეს. ჰორმონალური თვისებები – თავის ძლიერი ტკივილების ერთ-ერთი ტრიგერია. ამასთან, კარგი ამბავიც არსებობს: საშუალოდ, პრემენოპაუზის პერიოდში ქალთა მხოლოდ 5%-ს აწუხებს შაკიკი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს