დიეტოლოგმა მარკ ქიმანმა 2014 წელს შეიმუშავა კვების ახალი სისტემა, რომელშიც ვეგანური და პალეო დიეტების ელემენტები გააერთიანა. სპეციალისტი ირწმუნება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო ჭარბი წონა ქრება, თუ დიეტის ყველა წესს დაიცავთ.
პეგანური დიეტა
დასახელებიდანაც გასაგებია, რომ პეგანურ დიეტაში შენარჩუნებულია ვეგანური და პალეო დიეტების ძირითადი პრინციპები. ეს უცნაურად ჟღერს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან, თუმცა კომბინაცია საკმაოდ საინტერესოა.
პალეოდიეტა დაფუძნებულია ხორცის, ხილის, ბოსტნეულის მოხმარებაზე, თუმცა შეზღუდავს პარკოსნებს, ბურღულეულს, რძის პროდუქტებს, სახამებლიან ბოსტნეულსა და ალკოჰოლს. ვეგანური დიეტა კრძალავს ხორცს და საერთოდ, ცხოველური წარმოშობის ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, ჟელატინს, ომეგა-3-სა და თაფლს. გასაგებია, რომ მათ საერთო მხოლოდ ხილი და ბოსტნეული აქვთ.
რა უნდა ვჭამოთ?
ხილი და ბოსტნეული რაციონის 75%-ს უნდა შეადგენდეს. ხორცი – დამატებითია, არა ძირითადი. ასევე, დიეტა მოიცავს:
- სასარგებლო ცხიმებს(ომეგა-3, თხილი და მზესუმზირა, ქოქოსის ზეთი, ავოკადო);
- სრულმარცვლოვანი პროდუქტი, გლუტენის გარეშე;
- თევზი, საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი – მცირე რაოდენობით;
- შაქარი, როგორც იშვიათი სიამოვნება.
რას მოვერიდოთ?
- რძის პროდუქტი;
- ბურღულეულის უმეტესობა;
- პარკოსნები;
- რაფინირებული ზეთი
სასარგებლოა თუ არა ეს დიეტა?
დიეტის ავტორი გვირჩევს, დავეყრდნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას ინდივიდუალურ შემთხვევებში. იგი თვლის, რომ კვების ასეთი გეგმა ბუნებაზეა მორგებული.
პეგანური დიეტის კრიტიკა მოიცავს ეჭვებს პროდუქტის გარკვეული ჯგუფის აკრძალვის გამო. თუმცა, დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.