7 გავრცელებული დაავადება, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების რისკს ზრდის

1682

ალცჰაიმერის დაავადება – ყველა კოგნიტური დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც ასაკში შესვლისას იჩენს თავს. მასზე მოდის აზროვნებისა და მეხსიერების ასაკობრივი დარღვევების შემთხვევათა 70%, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში. მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ ამ დაავადების დამარცხებასა და თავდაჯერებით იმის თქმას, თუ კონკრეტულად რა ფაქტორები იწვევს მის გაჩენას. თუმცა, უკვე დამტკიცებულია კავშირი გარკვეულ დაავადებებსა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს შორის. თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს ეს დაავადებები ოდესმე გქონიათ, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ ალცჰაიმერის დაავადებების პროფილაქტიკის მეთოდების მიმართ. რაც მთავარია – მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან და ახლობლებთან, რადგან დამტკიცებულია, რომ ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება ალცჰაიმერის დაავადების აღსაკვეთად ან მისი განვითარების შესანელებლად.

1. ანემია

ამ დაავადების დროს, სისხლში ერითროციტების რაოდენობა ძალიან მცირდება. ესაა უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებს ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან. სწორედ ამით ისაზღვრება ანემიის მთავარი სიმპტომი – დაღლილობის მუდმივი შეგრძნება. გარდა ამისა, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სისუსტე, ქოშინი, ცივი ხელები და ფეხები. ზოგიერთი კვლევით დადგინდა კავშირი ანემიასა და ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკის მომატებასთან(40%-ით გაზრდა). მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს დაკავშირებულია ტვინის ჟანგბადურ შიმშილთან, რის გამოც ჩნდება ალცჰაიმერის დაავადების დროს გაჩენილი დაზიანებების მსგავსი ტრავმები ტვინში.

2. დეპრესია და შფოთვითი დარღვევა

დაქვეითებული გაქნწყობა, დეპრესია და მომატებული შფოთვა – ეს ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომებია. თუმცა, ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ თვითონ ეს მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს ტრიგერრი, რომელიც დაავადებას იწვევს. ერთ-ერთი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ კორტიზოლი, რომელიც აქტიურად გამომუშავდება დეპრესიის დროს, აზიანებს ტვინს და იწვევს ალცჰაიმერის სინდრომს. ამავდროულად, მკვლევარები ფიქრობენ, რომ დროთა განმავლობაში ანტიდეპრესანტების ზოგიერთი სახეობის გამოყენება შესაზლებელი იქნება იმ წამლის სახით, რომელსაც დაავადების შეჩერება თუ არა, მისი ძლიერად შენელება შეეძლება. საქმე განსაკუთრებულ ცილაში, ანტიამილოიდშია, რომელიც ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის და, რომელსაც, როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების შეჩერება.

3. შაქრიანი დიაბეტი

კიდევ ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი, რომელსაც არსებითად შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის მომატება – შაქრიანი დიაბეტია. პირველ რიგში, ეს დაავადება იწვევს სერიოზულ ანთებით პროცესებს ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ორგანოში, მათ შორის, ტვინში. მეორეც, დიაბეტი აყალიბებს ისეთ მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორიან ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პროვოცირებისთვის.

4. ღრძილების დაავადება

გინგივიტი და პაროდონტიტი – ღრძილების დაავადებებია, რომლებიც პირის ღრუში მავნე ბაქტერიების დაგროვებითაა გამოწვეული. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ბაქტერიები საკმარისად მობილურები არიან და შეუძლიათ სხვა მნიშვნელოვან ორგანოებში შეღწევაც, მათ შორის – გულსა და ტვინში. საბედნიეროდ, ღრძილების დაავადება მარტივად იკურნება და ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკაც შესაძლებელია ამ ასპექტში.

5. სმენის დარღვევები

სმენის დარღვევა ან დაკარგვა არ იწვევს ტვინის დაზიანებას, თუმცა შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ფაქტორად, რომელიც აჩქარებს დემენციის განვითარებას. კვლევამ, რომელიც აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტის დაბერების პრობლემათა სპეციალისტებმა ჩაატარეს, გამოავლინა კავშირი სმენის დაკარგვასა და დემენციის გაჩენის რისკის გაზრდას შორის.

6. ჰერპესი და სხვა ინფექციები

ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ქრონიკულ ინფექციებსა(მაგალითად, ჰერპესი) და ალცჰაიმერის დაავადების მაღალ რისკს შორის. ამასთან, მკვლევარები გვახსენებენ, რომ ზრდასრულ ადამიანთა 90%, 50 წლიდან, ხდება ჰერპესის ვირუსის მატარებელი. თქვენს ჯანმრთელობას ნამდვილ ზიანს მოუტანს ხშირი გაციებები ან სხვა ვირუსული დაავადებების გამოვლინებები.

7. სისხლის მაღალი წნევა

სისხლის მაღალი წნევა ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს ზრდის. საქმე ისაა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნებისმიერ დაავადებას შეუძლია ტვინის სისხლით მიწოდების შეფერხება და ჟანგბადური შიმშილის გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის წნევის კონტროლი და აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის გავლა, თუ დიდი დროის მანძილზე იგი უცვლელად მაღალი რჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს